"დენვერის" გამთამაშებელი ლიონელ მესის საპატივცემულოდ 10 ნომრით ითამაშებს

AutoSharing Option
"დენვერ ნაგიტსის" გამთამაშებელმა ნეით რობინსონმა ნომრის შეცვლა გადაწყვიტა - 2 ნომრის ნაცვლად ის ახალი სეზონიდან 10-ნომრიან მაისურას ჩაიცვამს.

გასულ სეზონში რობინსონი "ჩიკაგო ბულზსში" თამაშობდა, ზაფხულში კი ის "დენვერში" გადავიდა, სადაც ნომერ 2 მაისურა არ გაიცემა - ის კლუბის ლეგენდა ალექს ინგლიშის სამუდამო საკუთრებაა.

რობინსონმა გადაწყვიტა 10-იანი აიღოს... ლეო მესის საპატივცემულოდ:

"მე როგორც წესი, ერთნიშნა ნომრებს ვანიჭებ უპირატესობას. მომწონდა 2 ნომერი, ახლა კი 10-იანს ავიღებ, რადგან ძალიან დიდად ვაფასებ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელ ლიონელ მესის. ის ჩემი საყვარელი ფეხბურთელია.

ფიფა-ს თამაშს ხშირად
ვთამაშობ, ვუყურებ ფეხბურთის მატჩებს, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ტანისაა, ის საუკეთესოა. ჩემი მიზანიც ეგ იქნება, მეც ტანდაბალი ვარ (კალათბურთისთვის) და მსურს ვიყო საუკეთესო"
.

ასევე იხილეთ:
ლიონელ მესი "გოლ-50-ის" მფლობელია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული