გრეგ ოდენმა "მაიამი ჰიტი" აირჩია

AutoSharing Option
მომავალ სეზონში, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოქმედი ჩემპიონის - "მაიამი ჰიტის" შემადგენლობაში დრაფტის ორი ყოფილი პირველი ნომერი ითამაშებს: ლებრონ ჯეიმსს (2003 წლის დრაფტი) დაემატა ცენტრი გრეგ ოდენი (2007 წლის დრაფტი).

25 წლის კალათბურთელს მუხლების ქრონიკული ტრავმის გამო 2009 წლის დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია. საერთოდ, ამ დაზიანებების მიზეზით, ოდენს 2007-08 წლების სეზონიდან მოყოლებული, მხოლოდ 82 მატჩი აქვს ჩატარებული. ამის გამო, "მაიამიმ" მას მხოლოდ ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზა ვეტერანის მინიმალური ხელფასით. პირველი სეზონისთვის ცენტრი 1.03 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, მეორე სეზონისთვის - 1.14 მილიონს.

"მაიამის"
გარდა, ოდენის მიმართ ინტერესს გამოთქვამდნენ "სან ანტონიო", "დალასი", "ნიუ ორლეანი", "საკრამენტო" და "ატლანტა". ზოგიერთი პრეტენდენტი კალათბურთელს უფრო სარფიან წინადადებას სთავაზობდა, მაგრამ ოდენმა არჩევანი მოქმედ ჩემპიონზე გააკეთა. ამის მიზეზად მან ის დაასახელა, რომ ფლორიდული კლუბი დაელოდება - როდის აღიდგენს ფორმას ცენტრი.

"როცა ლაპარაკი მქონდა "მაიამის" მწვრთნელ ერიკ სპოელსტრასთან, მივხვდი, რომ მან ბევრი რამ იცის ჩემი მზადებისა და იმ სამუშაოს შესახებ, რომელიც მე ამ წლებში ჩავატარე. მომეჩვენა, რომ "ჰიტში" იციან, რა იქნება ჩემთვის საუკეთესო. არ ვლაპარაკობ იმის შესახებ, რომ ასი პროცენტით ვარ მზად. წინ მივიწევ, თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ კიდევ ბევრი სამუშაოს შესრულება მომიწევს", - ამბობს ოდენი ESPN.com-თან კომენტარში.

გრეგ ოდენის კარიერული მონაგარი 9.4 ქულა, 7.3 მოხსნა და 1.4 დაფარებაა.

ამარე სტუდემაიერმა ისრაელის ნაკრები აირჩია
"ნიუ იორკ ნიქსის" მძიმე ფორვარდმა ამარე სტაუდმაიერმა ისრაელის ნაკრების შემადგენლობაში თამაში გადაწყვიტა. NBA-ის ერთ-ერთი ვარსკვლავი უკვე მუშაობს ისრაელის მოქალაქეობის მიღებაზე.

შეგახსენებთ, სტაუდმაიერი, რომელმაც ადრე განაცხადა, რომ "ებრაული ფესვები" გააჩნია, იერუსალიმის "ჰაპოელის" თანამფლობელი გახდა. ფორვარდი ასევე შეიყვანეს კანადის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში, რომელმაც მონაწილეობა მიიღო "მაკაბიადაში". სწორედ იმ პერიოდში, ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა ამარეს ეროვნულ ნაკრებში თამაში შესთავაზა.

ამ სპორტული ფორუმის დასრულების შემდეგ, კალათბურთელი ისრაელში დარჩა მოქალაქეობის მისაღებად. ეს პროცესი დიდი ხანი არ უნდა გაგრძელდეს, რადგან, როგორც გითხარით, ფორვარდს ებრაული ფესვები გააჩნია. აქვე აღვნიშნავთ, რომ სტაუდმაიერს 2007 წლის შემდეგ არ უთამაშია აშშ-ის ნაკრებში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"მაიამი" ახალ ტრანსფერზე მუშაობს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული