ლებრონ ჯეიმსი კონკურენტებმა შეაშინეს

AutoSharing Option
"მაიამი ჰიტის" ლიდერი ლებრონ ჯეიმსი არდადეგებიდან დაბრუნდა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაგეგმილ ვადაზე ადრე განაახლებს ვარჯიშებს. ამის მიზეზად "მეფემ" აღმოსავლეთში "მაიამის" კონკურენტების - "ინდიანას", "ბრუკლინისა" და "ჩიკაგოს" გაძლიერება დაასახელა.

"დავუბრუნდი დარბაზს და უკვე რამდენიმე კვირაა ვვარჯიშობ, - ამბობს კალათბურთელი Sun Sentinel-თან კომენტარში. - მივაქციე ყურადღება იმას, რომ ბევრი გუნდი ამ ზაფხულს ძალიან გაძლიერდა და მაღალ მიზნებზე გამოაცხადებს პრეტენზიას. ჩვენ ასევე გადავდგით ნაბიჯები წინ და ახლა, სამუშაოს ჩემს ნაწილს ვასრულებ".

ჟურნალისტი დაინტერესდა იმის შესახებ, თუ რას ფიქრობს ლებრონ ჯეიმსი "ბრუკლინში" კევინ
გარნეტის, პოლ პირსისა და ჯეისონ ტერის გადასვლაზე.

"ნეტსში" საჩემპიონო ბეჭდების მქონე სამი მოთამაშის მისვლა, აგრეთვე მწვრთნელად ყოფილი ჩემპიონის გამოჩენა, ეჭვგარეშეა, ძალიან გააძლიერებს გუნდს. მათთვის მთავარი პრობლემა შეიძლება გახდეს გუნდური ქიმია, თუმცა მათ ბევრი რამ მსხვერპლად შესწირეს და ამიტომაც არ მგონია, რომ შესათამაშებლად ბევრი დროს დასჭირდეთ. საერთოდ კი "ბრუკლინის" გაძლიერება მთლიანად ლიგისთვის იქნება სასარგებლო".

შეგახსენებთ, რომ ამ დღეებში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლებრონმა, შესაძლოა, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოთამაშეთა პროფკავშირის პრეზიდენტის პოსტი ჩაიბაროს. ჯეიმსმა თავისი სურვილი დაადასტურა.

"ვფიქრობ, პროფკავშირი არ მიდის სწორი მიმართულებით და ახლა, ეს ორგანიზაცია არც ისე კარგ მდგომარეობაშია, - განაცხადა ლიგის ოთხგზის MVP-მ. - მიმაჩნია, რომ ჩემი ხმა დიდ გავლენას მოახდენს შექმნილ სიტუაციაზე. დარწმუნებული არ ვარ, რომ ახალი სამუშაოსთვის დიდი დრო მექნება, მაგრამ გუნდთან ერთად სერიოზულად ვფიქრობ იმაზე - გავხდე თუ არა პრეზიდენტი. ჩვენ ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, არავის ეპარება ეჭვი, რომ ბოლო წლებში, პროფკავშირი ცუდად აკეთებდა თავის საქმეს. თუ მას მე არ ჩავუდგები სათავეში, იმედია, ახალი პრეზიდენტი კომფორტულად იგრძნობს თავს და ღირსეულად წარუძღვება საქმეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ESPN: ლებრონ ჯეიმსი ისევ ყველაზე პოპულარულია
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა კაცია... მეფეაა რა
გუჯა
16:02 26-08-2013
0
ქართველი რომ იყოს ბათუმში დაისვენებდა მაინც მაგარი ვარ რათ მინდა მომზადებაო
qartvela
11:37 13-08-2013
0

სიახლეები პოპულარული