რეკორდების უქმეები

AutoSharing Option
დღეს არ გავა, რომ რეგულარულ ჩემპიონატში თუნდაც ერთი სტატისტიკური მიღწევა არ დაფიქსირდეს. ამჯერად თავი გამოიჩინა "დალასის" ვეტერანმა გამთამაშებელმა ჯეისონ კიდმა. მან კარიერაში შედეგიანი გადაცემების რიცხვი 11 ათასამდე აიყვანა. ეს ისტორიური მოვლენა "ფილადელფიასთან" მატჩის მესამე მეოთხედის ბოლოს მოხდა, როცა კიდის პასით ტაისონ ჩენდლერმა ჩააგდო ორქულიანი. შეგახსენებთ, რომ ლიგის საუკეთესო ასისტენტების სიაში კიდი მეორე ადგილს ინარჩუნებს, მაგრამ ვეტერანი ვერ მოასწრებს კარიერაში აბსოლუტური რეკორდის დამყარებას, რომელიც "იუტას" ლეგენდარულ გამთამაშებელ ჯონ სტოქტონს ეკუთვნის - 15 806 შედეგიანი პასი.

კიდის გარდა, გასული უქმეების ერთ-ერთ გმირად
უნდა მოვნათლოთ"მინესოტას" ცენტრი კევინ ლავი, რომელმაც უნიკალური ორმაგი დუბლი შეასრულა. "მგლები" მესამე მეოთხედში 21 ქულით აგებდნენ "ნიუ იორკთან" და სწორედ ამის შემდეგ აიღო თავის თავზე თამაში ლავმა.  მძიმე ფორვარდმა ფარქვეშ ბრძოლაში არც ერთი მეტოქე არ გაახარა და მარტო მესამე მეოთხედში 15 მოხსნა მიითვალა სულ კი ჯამში 31 ქულა და 31 მოხსნა დააგროვა. ბოლო 28 წლის განმავლობაში ლავი გახდა NBA-ის პირველი მოთამაშე, ვინც ერთ მატჩში 30-ზე მეტი ქულა და მოხსნა მოიპოვა. ბოლო ასეთი შედეგი ლეგენდარულ მოზეს მელოუნს ჰქონდა.

ამ უქმეების შემდეგ კვლავაც ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია "ნიუ ორლეან ჰორნეტსი". ახალბედა მწვრთნელის მონტი უილიამსის გუნდმა ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა და რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია - ამ შეხვედრებში "ჰორნეტსის" არც ერთ მეტოქეს არ დაუგროვებია 100-ზე ქულა. ბოლო მატჩში უილიამსი "პორტლენდს" გაუსწორდა - გუნდს, რომელშიც უილიამსი ბოლო ხუთი წელი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა.

დაბოლოს, არ შეიძლება არ აღინიშნოს "იუტას" მიღწევა. ამ გუნდმა აღმოსავლეთის ტურნეში ზედიზედ ოთხი მატჩი მოიგო, მაგრამ ეს არ არის მთავარი. "ჯაზმენებმა" ზედიზედ ხუთ მატჩში გაიმარჯვეს იმ დროს, როცა მეორე ტაიმში ორნიშნა ჩამორჩენა ჰქონდათ.

12 ნოემბერი
ატლანტა-იუტა 86:90
26:25, 19:17, 24:21, 17:27
ა: ჯონსონი (23), სმიტი (20+13 მოხსნა+5 პასი), კროუფორდი (14), ჰორფორდი (12+8 მოხსნა+5 პასი).
ი: უილიამსი (24+10 პასი), ჯეფერსონი (15+10 მოხსნა+6 პასი), კირილენკო (14+12 მოხსნა), მაილზი (13), მილსეპი (11+6 მოხსნა).

ინდიანა-ჰიუსტონი 99:102
23:26, 27:22, 28:30, 21:24
ი: პოუსი (19), ჰიბერტი (18+8 მოხსნა), გრეინჯერი (17), დანლივი (15+6 პასი), კოლისონი (13).
ჰ: მილერი (23+8 მოხსნა+5 პასი), მარტინი (20), სკოლა (16+9 მოხსნა), ლოური (13+7 პასი+6 მოხსნა), ბადინგერი (10).

ორლანდო-ტორონტო 106:110
31:30, 28:29, 23:30, 24:21
ო: ჰოვარდი (25+8 მოხსნა+5 დაფარება), პიეტრუსი (24), ნელსონი (23+8 პასი), კარტერი (10).
ტ: ბარნიანი (27), დეროზანი (26+7 მოხსნა), უიმსი (14), ჯეკი (13), ჯონსონი (12), კალდერონი (10+7 პასი), ევანსი (1+12 მოხსნა).

ვაშინგტონი-შარლოტი 85:93
22:19, 21:23, 22:26, 20:25
ვ: ბლეტჩი (22+9 მოხსნა), ჰაინრიხი (14+8 პასი), უოლი (13+11 პასი+4 ჩაჭრა), მაკგი (10).
შ: უოლასი (25+14 მოხსნა), დიაო (19+5 პასი), ოგუსტინი (17+10 პასი), ჯექსონი (13).

მინესოტა-ნიუ იორკი 112:103
27:30, 24:35, 29:22, 32:16
მ: ბიზლი (35+6 მოხსნა) ლავი (31+31 მოხსნა+5 პასი), ჯონსონი (15), ბრიუერი (12+8 მოხსნა).
ნ-ი: გალინარი (25), ფელტონი (22+8 პასი), ჩენდლერი (17+7 პასი+6 მოხსნა+5 დაფარება), სტაუდმაიერი (14+9 მოხსნა).

დალასი-ფილადელფია 99:90
31:22, 24:26, 23:27, 21:15
დ: ბარეა (19), მერიონი (16), ნოვიცკი (16), ტერი (13), ჩენდლერი (11+12 მოხსნა), კიდი (10+8 მოხსნა+4  ჩაჭრა), ჰეივუდი (6+17 მოხსნა).
ფ: იანგი (17), ჰაუსი (14), ნოჩიონი (14), იგუოდალა (13+7 მოხსნა), ჰოლიდეი (11+13 პასი).

ფინიქსი-საკრამენტო 103:89
30:24, 22:19, 25:25, 26:21
ფ: ნეში (28+14 პასი+7 მოხსნა), უორიკი (18), რიჩარდსონი (14+8 მოხსნა), ჩილდრესი (10).
ს: ლენდრი (20+11 მოხსნა), ევანსი (18+9 პასი+7 მოხსნა), უდრიხი (17), კასპი (11+7 მოხსნა).

ოკლაჰომა-პორტლენდი 110:108
29:35, 32:30, 23:22, 26:21
ო: უესტბრუკი (36+7 მოხსნა+7 პასი), დურანტი (34), იბაკა (12+7 მოხსნა), კრსტიჩი (12), ჰარდენი (12).
პ: როი (24), ბატუმი (21+6 მოხსნა), მილერი (19+10 პასი), ფერნანდესი (15), ოლდრიჯი (10).

კლიპერსი-დეტროიტი 107:113 (ო)
19:26, 28:31, 27:17, 29:29, 4:10
კ: გორდონი (28+5 პასი), გრიფინი (18+18 მოხსნა), ბლედსოუ (18+6 მოხსნა+5 პასი), სმიტი (14+6 მოხსნა), ბატლერი (12).
დ: ვილანუევა (30), სტაკი (17+6 პასი), ჰემილტონი (12), დეი (12), მაქსიელი (11), პრინსი (10+8 მოხსნა).


13 ნოემბერი
შარლოტი-იუტა 95:96
28:13, 21:20, 24:30, 22:33
შ: ჯექსონი (24+6 მოხსნა+5 პასი), მუჰამედი (24+20 მოხსნა+4 დაფარება), უოლასი (13+8 მოხსნა), ოგუსტინი (12+10 პასი), დიაო (10).
ი: ჯეფერსონი (19+6 მოხსნა), უილიამსი (17+9 პასი), მილსეპი (17+6 მოხსნა), მაილზი (14+6 მოხსნა), კირილენკო (12+7 მოხსნა).

ნ. ჯერსი-ორლანდო 90:91
25:31, 26:21, 18:16, 21:23
ნ-ჯ: ჰარისი (26+8 პასი+6 მოხსნა), ლოპესი (23), აუთლო (20+7 მოხსნა).
ო: ჰოვარდი (16+10 მოხსნა), ბასი (14+8 მოხსნა), ნელსონი (13), კარტერი (13), პიეტრუსი (12).

კლივლენდი-ინდიანა 85:99
30:26, 24:28, 14:19, 17:26
კ: ჯეიმისონი (19+9 მოხსნა), სეშენსი (17+5 პასი), გიბსონი (15), ჰიქსონი (12).
ი: გრეინჯერი (34), დანლივი (20), ჰიბერტი (16+13 მოხსნა).

მაიამი-ტორონტო 109:100
34:25, 29:25, 20:23, 26:27
მ: უეიდი (31+8 მოხსნა), ჯეიმსი (23+11 პასი), ჯონსი (14), ბოში (12+6 მოხსნა), ილგაუსკასი (12), ჰასლემი (10+10 მოხსნა).
ტ: ბარნიანი (22+9 მოხსნა), დეროზანი (21+6 მოხსნა), უიმსი (15+5 პასი), კალდერონი (15), ჯონსონი (14), დორსი (2+11 მოხსნა).

ჩიკაგო-ვაშინგტონი 103:96
24:25, 26:17, 22:16, 31:38
ჩ: როუზი (24+8 პასი), ნოა (21+9 მოხსნა), დენგი (20+9 მოხსნა+6 პასი), ბოგანსი (11).
ვ: არენასი (30+6 მოხსნა), უოლი (16+6 პასი), იანგი (11).

მემფისი-ბოსტონი 110:116 (ო)
27:27, 22:27, 24:19, 26:26, 11:17
მ: გეი (22+6 მოხსნა), რენდოლფი (21+11 მოხსნა), გასოლი (14+6 მოხსნა+5 პასი), კონლი (13), მაიო (12), ალენი (11).
ბ: პირსი (28), გარნეტი (18+9 მოხსნა), შ. ო'ნილი (18+6 მოხსნა), ალენი (15+5 პასი), რობინსონი (15), რონდო (11+17 პასი).

ნ. ორლეანი-პორტლენდი 107:87
26:19, 22:16, 27:31, 32:21
ნ-ო: უესტი (18), ბელინელი (18), ოკაფორი (14+12 მოხსნა), პოლი (11+13 მოხსნა+5 ჩაჭრა), სტოიაკოვიჩი (11), გრინი (11), არიზა (10).
პ: ბატუმი (16), მეტიუზი (14), მილერი (14), ოლდრიჯი (12+5 პასი), კემბი (10+12 მოხსნა).

მილუოკი-გ. სტეიტი 79:72
24:16, 19:14, 23:21, 13:21
მ: სალმონსი (26), ჯენინგსი (19+11 მოხსნა+6 პასი), გუდენი (16+10 მოხსნა), ბოგუტი (8+17 მოხსნა+6 დაფარება).
გ-ს: ელისი (24+8 პასი), უილიამსი (11).

ს. ანტონიო-ფილადელფია 116:93
39:28, 22:24, 35:12, 20:29
ს-ა: პარკერი (24+7 პასი), ჯინობილი (18), ჰილი (16), ბლერი (13+12 მოხსნა), ჯეფერსონი (10).
ფ: ჰოლიდეი (16+5 პასი), უილიამსი (13), სპეიტსი (11+7 მოხსნა), იგუოდალა (10+8 მოხსნა), იანგი (10).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული