ლებრონი ობამას გვერდით

AutoSharing Option
ცნობილმა ჟურნალმა Time-მა "წლის ადამიანის" პრემიის მაძიებელთა სია გამოაქვეყნა. მასში სულ 25 ადამიანი შევიდა, რომელთა შორისაა "მაიამი ჰიტის" ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი.

Time ამ პრიზს 1927 წლიდან გადასცემს და სხვადასხვა წლებში ლაურეატები გახდნენ იოსებ სტალინი, მიხეილ გორბაჩოვი, ბარაკ ობამა და სხვა ცნობილი პოლიტიკოსები. წელს ნომინანთა სიაში მოხვდნენ ლედი გაგა, ბარაკ ობამა, სერა პეილინი, ჯონ სტიუარტი, სტივ კოლბერტი, გლენ ბეკი, ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ ქარზაი, თურქეთის პრემიერმინისტრი რეჯეფ ერდოგანი, აგრეთვე 69-დღიან ტყვეობას გადარჩენილი ჩილელი მაღაროელები. სწორედ ამათ გვერდით აღმოჩნდა ლებრონ ჯეიმსი.

"პოპულარული ადამიანი
ვარ, მაგრამ "წლის ადამიანის" პრემია - ეს უკვე მეტისმეტია. ამას სიგიჟეს დავარქმევდი. ამ სიაში ყველა ღირსეული ადამიანია, რომლებმაც ძალიან ბევრს მიაღწიეს. მე მათ ახლოსაც ვერ დავუდგები", - ასეთი კომენტარი ჰქონდა ამ ახალ ამბავზე ჯეიმსს.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული