"თავისი საუკეთესო წლები მან ჩვენთან გაატარა. დარწმუნებულნი ვართ, რომ ის დაეხმარება ჩვენს გუნდს", - არწმუნებს გულშემატკივრებს "მაიამის" პრეზიდენტი პატ რაილი.
ბიზლის გაფორმების შემდეგ, "მაიამი ჰიტის" შემადგენლობა ძალიან მძლავრად მოსჩანს. შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, ჩემპიონმა ასევე მინიმალური კონტრაქტით გაიფორმა ცენტრი გრეგ ოდენი. ახლა ისე გამოვიდა, "ჰიტის" შემადგენლობაში შვიდი ისეთი მოთამაშეა, რომლებიც სხვადასხვა წელს, დრაფტის პირველ
წარმოვიდგინოთ, რომ ბიზლი შეეშვა მარიხუანას მიღებას, ხოლო ოდენი მიუახლოვდა ძველ დონეს - ამ შემთხვევაში, გაძლიერებულ აღმოსავლეთ კონფერენციაში თითქმის ვერავინ დაუდგება წინ მოქმედ ჩემპიონს, თუმცა "ინდიანა", "ჩიკაგო" და "ბრუკლინი" ყველანაირად ეცდებიან ამის გაკეთებას.
ფილ ჯექსონი პროდუსერია
გაზეთ "ლოს ანჯელეს თაიმსის" ინფორმაციით, ამერიკული საკაბელო ტელეარხი Showtime მუშაობს ახალი სერიალის შექმნაზე, რომელიც მიეძღვნება საკალათბურთო კლუბის მოედნის მიღმა ცხოვრებას - აქცენტი გაკეთდება ოჯახზე, რომელიც ამ კლუბის მფლობელია.
ახალ შოუს პროდუსერი იქნება ლეგენდარული მწვრთნელი ფილ ჯექსონი, "ლეიკერსის" ვიცე-პრეზიდენტი ჯინი ბასი, აგრეთვე კალიფორნიული კლუბის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი კურტ რემბისი.
პროექტს უხელმძღვანელებს რონ შელტონი - სპორტის თემაზე შექმნილი ბევრი ცნობილი ფილმის ავტორი და რეჟისორი.
კობი ისევ გაურკვევლობაშია
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მცველმა კობი ბრაიანტმა, რომელიც აღდგენით კურსს გადის აქილევსის მყესის გაწყვეტის შემდეგ, არ იცის, მოასწრებს თუ არა მწყობრში ჩადგომას მომავალი რეგულარული ჩემპიონატის პირველი მატჩისთვის.
"ჯერჯერობით წარმოდგენა არ მაქვს, თავიდანვე ჩავერთვები თუ არა ახალ სეზონში. ჯერჯერობით იმედით ვცოცხლობ. თავს კარგად ვგრძნობ, უფრო ძლიერი გავხდი, ვიდრე ცოტა ხნის წინ ვიყავი და კვლავინდებურად ვუსწრებ აღდგენის გრაფიკს", - ამბობს კობი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჯეისონ კიდის ნომრით აღარ ითამაშებენ