მაგრამ თავისი გუნდის ზედიზედ მესამე წაგება კობი ბრაიანტმა
ასევე რთული გასვლითი გამარჯვება მოიპოვა "პორტლენდმა", რომელიც მემფისში თავისი ლიდერის ბრენდონ როის გარეშე ჩავიდა. თუმცა ეს მცველი თითქმის სრულფასოვნად შეცვალა უესლი მეტიუზმა. მართალია, ის როის მსგავსად უნარიანად ვერ ხელმძღვანელობდა პარტნიორებს, სამაგიეროდ აქცენტი შედეგიან თამაშზე გადაიტანა. საბოლოოდ, "იუტას" ყოფილმა მოთამაშემ 30 ქულა ჩააგდო (11 ზუსტი ტყორცნა 19-დან და 10-დან 5 სამქულიანი) და დაცვაშიც შესანიშნავად ითამაშა. თითქმის მთელი მატჩი ქულა ქულაში მიდიოდა და "მემფისმა" ბოლო წუთამდე გაძლო, თუმცა ნიკოლა ბატუმისა და ანდრე მილერის ტყორცნებზე პასუხი აღარ ჰქონდა.
ზედიზედ მეექვსე მატჩი წააგო "ნიუ იორკმა". მაიკ დ'ანტონის გუნდის მორიგი წარუმატებლობა "დენვერთან" გასვლით შეხვედრას დაემთხვა. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშში საბოლოო სხვაობა მხოლოდ ორი ქულა იყო, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ "ნიქსს" მოგების შანსი არ ჰქონდა. სტუმართა ოთხმა მოთამაშემ 20 ქულაზე მეტის დაგროვება შეძლო, მაგრამ მათ შორის აღსანიშნავია დებიუტანტ ლენდრი ფილდსის თამაში, რომელმაც 21 ქულითა და 17 მოხსნით გამოიჩინა თავი. რაც შეეხება "ნაგეტსს" აქ ტრადიციულად პირველი ნომერი კარმელო ენტონი იყო.
"ნიუ იორკზე" არანაკლებ ცუდ დღეშია "ჰიუსტონი". ტრავმებით გაწამებული "რაკეტები" "ჩიკაგოს" მასპინძლობდნენ და ვერაფერი მოუხერხეს გუშინდელი დღის საუკეთესო მოთამაშეს დერიკ როუზს. "ჩიკაგოს ლიდერს ბრწყინვალე სტატისტიკა ჰქონდა - 33 ქულა (თამაშიდან 20 ტყორცნა და 13 ზუსტი, ხუთიდან ოთხი სამქულიანი), 7 შედეგიანი პასი, 3 მოხსნა და 3 ჩაჭრა 38 წუთის განმავლობაში. როუზმა ფანტასტიკური თამაში აჩვენა მეოთხე მეოთხედის სტარტზე - საწყისი 373 წამის განმავლობაში მან 16 ქულა დააგროვა - ექვსჯერ ისროლა და ყველა ჩააგდო, რისი წყალობითაც რვაქულიანი ჩამორჩენა ცხრაქულიან უპირატესობად აქცია.
მასპინძლებმა ლუის სკოლას, ბრედ მილერისა და კევინ მარტინის მონდომებით მინიმუმამდე შეამცირეს სხვაობა, მაგრამ როუზი მატჩის ბოლოსაც შეუდარებელი იყო - თავიდან კორტნი ლის დაარღვევინა წესი და ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენა, შემდეგ ფინალურ სირენასთან ერთად ჩაჭრა მიითვალა და ბოლო შეტევის საშუალება არ მისცა მეტოქეს - 95:92.
სტატისტიკური მიღწევები ჰქონდათ "ტორონტოსთან" მატჩში "ვაშინგტონის" კალათბურთელებს - კირკ ჰაინრიხსა და ჯავალ მაკგის. კირკმა კარიერაში 7 ათას ქულას მოუყარა თავი, მაკგიმ კი მეორასე დაფარება მიითვალა. დედაქალაქურმა კლუბმა ტრავმირებული ჯონ უოლისა და იი იანლიანის გარეშე ითამაშა, რის გამოც სეზონში პირველად გამოჩნდა სასტარტო ხუთეულში გილბერტ არენასი, რომელმაც სოლიდურ სტატისტიკას მოუყარა თავი - 20 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი.
კლივლენდი-ფილადელფია 101:93
19:23, 35:31, 26:16, 21:23
კ: გიბსონი (18+8 პასი), მუნი (13+8 მოხსნა), გრემი (13), ჯეიმისონი (10+6 მოხსნა), პარკერი (10).
ფ: იანგი (17+8 მოხსნა), ტერნერი (16+9 მოხსნა), ბრენდი (13+11 მოხსნა), ნოჩიონი (12), უილიამსი (10+7 პასი).
ინდიანა-ატლანტა 92:102
24:21, 25:29, 16:27, 27:25
ი: გრეინჯერი (22+6 მოხსნა), ჰიბერტი (18+15 მოხსნა), დანლივი (14), ჯონსი (10).
ა: სმიტი (25+8 მოხსნა+7 დაფარება), ბიბი (16+7 პასი), ჰორფორდი (15+6 მოხსნა), ჯონსონი (11+5 პასი), კპრუფრპლ (11+5 პასი), უილიამსი (11).
ვაშინგტონი-ტორონტო 109:94
27:23, 27:24, 36:21, 19:26
ვ: ბლეტჩი (22+7 მოხსნა+5 პასი), არენასი (20+7 მოხსნა+6 პასი), იანგი (20+6 პასი), ჰაინრიხი (13+12 პასი), არმსტრონგი (10).
ტ: უიმსი (16), კლეიზა (15+5 მოხსნა), ჯეკი (13+5 პასი), ბარნიანი (12), დეროზანი (12).
მილუოკი-ლეიკერსი 107:118
29:32, 30:25, 22:33, 26:28
მ: ჯენინგსი (31+6 პასი), გუდენი (22+13 მოხსნა), მაგეტი (15), ბოგუტი (12+18 მოხსნა+4 დაფარება), სალმონსი (10+6 პასი).
ლ: ბრაიანტი (31+7 მოხსნა), ბრაუნი (21), გასოლი (18+10 მოხსნა), ოდომი (13+7 მოხსნა+6 პასი), ფიშერი (10).
მემფისი-პორტლენდი 99:100
17:22, 28:29, 25:20, 29:29
მ: გეი (20+8 მოხსნა+5 პასი), რენდოლფი (19+14 მოხსნა), მაიო (17), კონლი (16+6 პასი).
პ: მეტიუზი (30), ოლდრიჯი (23), მილერი (19+9 პასი+5 ჩაჭრა), ბატუმი (11+6 მოხსნა), კემბი (6+17 მოხსნა).
ჰიუსტონი-ჩიკაგო 92:95
26:19, 15:30, 30:14, 21:32
ჰ: სკოლა (27+5 მოხსნა), მილერი (21+5 მოხსნა), მარტინი (18), ბატიე (11).
ჩ: როუზი (33+7 პასი), დენგი (16+10 მოხსნა), ნოა (12+9 მოხსნა), ბრიუერი (11), კორვერი (10+6 მოხსნა).
დენვერი-ნიუ იორკი 120:118
26:26, 35:28, 33:28, 26:36
დ: ენტონი (26+9 მოხსნა), ჰარინგტონი (22), ფორბსი (19+9 მოხსნა), ნენე (17+5 მოხსნა), ბილაპსი (13+8 პასი), უილიამსი (10+5 მოხსნა).
ნ-ი: სტაუდმაიერი (24+6 მოხსნა), ჩენდლერი (23), ფილდსი (21+17 მოხსნა), გალინარი (21+10 მოხსნა), ფელტონი (19+11 პასი+8 მოხსნა).
ალენის წაგებული დებიუტი
წარუმატებელი გამოდგა NBA-ის ყოფილი ვარსკვლავის ალენ აივერსონის დებიუტი თურქული “ბეშიქთაშის” შემადგენლობაში. ვეტერანის ახალი კლუბი რანგით მეორე ევროტურნირში - ევროთასის გათამაშებაში ჩაება. “ბეშიქთაში” საკუთარ მოედანზე ხვდებოდა სერბეთის “ჰემოფარმს” და 36 წუთის განმავლობაში ლიდერობდა. ერთი პირობა მასპინძელთა უპირატესობამ 18 ქულა შეადგინა, მაგრამ სერბებმა არამარტო შეძლეს ანგარიშის გათანაბრება, არამედ ბოლო წამებზე გამარჯვება გამოსტაცეს თურქებს.
აივერსონმა მოედანზე 23 წუთი დაჰყო და 15 ქულის დაგროვება მოასწრო. აღსანიშნავია, რომ მცველმა სამქულიანები უფრო უკეთ ესროლა, ვიდრე ორქულიანები. მისმა სამმა შორეულმა ტყორცნამ (ოთხიდან) მიაღწია მიზანს, საშუალო დისტანციიდან კი ექვსი სროლიდან მხოლოდ ერთი გამოიყენა და ექვსიდან ოთხი საჯარიმო ჩააგდო. ამას დაემატა სამი მოხსნა, ორი პასი, ორი შეცდომა და სამი პერსონალური.
“ბეშიქთაშის” მწვრთნელებმა ბოლო ტყორცნის უფლება სწორედ აივერსონს მიანდეს, მაგრამ ამერიკელის სამქულიანი მიზანს აცდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"