შაკილ ო’ნილი და თავზემოთ აწეული პირველი ლედი

AutoSharing Option
ლეგენდარული შაკილ ო’ნილი, რომელიც ამას წინათ "საკრამენტო კინგზის" ერთ-ერთი თანამფლობელი გახდა, სტუმარი იყო კალიფორნიაში ერთ-ერთი ადგილობრივი ტელევიზიის შოუში.

გადაცემაში ასევე მიწვეული იყო კალიფორნიის პირველი ლედი, შტატის გუბერნატორის, ჯერი ბრაუნის პირველი ლედი - ენ გასტ ბრაუნი.

გადაცემაში კალათბურთელმა გადაწყვიტა, ეჩვენებინა, რამდენად დიდია "კინგზისთვის" დახმარების გაწევის სურვილი და მოულოდნელად, თავზემოთ ასწია კალიფორნიის პირველი ლედი.

პროგრამის განმავლობაში ისმოდა ტერმინი "შაკრამენტო": ახლა ასე ეწოდება "ოქროს შტატის" დედაქალაქის გუნდისა და შაკის სიმბიოზს. გარდა ამისა, ო’ნილმა ბოდიში მოუხადა გულშემატკივრებს იმისთვის, რომ თავის დროზე მათ საყვარელ გუნდს
"საკრამენტო ქუინზი" უწოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
შაკილ ო'ნილის დიდი გეგმები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული