საზარელი ტრაგედია სტეიპს ცენტრში

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს ლეიკერსსა" და "გოლდენ სტეიტ უორიორზს" შორის რეგულარული ჩემპიონატის მატჩი (117:89) საშინელი ტრაგედიით აღინიშნა. სახელგანთქმულ "სტეიპლს ცენტრში" ჩატარებული შეხვედრის შემდეგ პოლიციელმა კომპლექსის ბეტონის იატაკზე ჯერ კიდევ ცოცხალი ბიჭი აღმოაჩინა. როგორც შემდეგ გაირკვა, დაახლოებით სამი წლის ბავშვი სტადიონის VIP-ლოჟიდან გადავარდა. სიმაღლე 20 მეტრი იყო.

ბავშვი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა. დაღუპულის სახელი ლუკას ენტონი ტანგია. ბავშვი მატჩს მშობლებთან და უფროს დასთან ერთად უყურებდა.

ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტმა იციდენტის გამოძიება დაიწყო და მომხდარის გარემოებათა დადგენას ცდილობს. სრულიად შესაძლებელია, რომ ტრაგედია
უბედურ შემთხვევად ჩაითვალოს და ბრალი არავის წაეყენოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული