NBA. რეგულარული ჩემპიონატი: დიდი ბრძოლა მაიამიში

AutoSharing Option
ვინ იფიქრებდა, რომ "მაიამი" ზედიზედ მეათე გამარჯვებას დაუჯერებელი ძალისხმევის ხარჯზე მიაღწევდა: 1-ელ დეკემბერს მოქმედი ჩემპიონის მეტოქე არა გრანდი, არამედ ბოლო წლების ერთ-ერთი უსუსტესი გუნდი "შარლოტი" იყო.

ფლორიდულ "დიდ ტრიოს" ნახევარი ნაბიჯი აშორებდა საშინაო ფიასკოსგან. უფრო სწორად თუ ვიტყვით, გასაოცარი აღმოჩნდა "მაიამის" გადარჩენა. საფინალო სირენამდე ოთხი წუთით ადრე "ბობკეტსი" შვიდი ქულით იგებდა და სწორედ ამ დროს, შეხვედრის გადარჩენაზე ზრუნვა დაიწყო არა ლებრონ ჯეიმსმა, დუეინ უეიდმა ან რეი ალენმა, არამედ კრის ბოშმა. მას წუთი და 19 წამი დასჭირდა იმისთვის, რომ მეტოქის ფარში
სამი (!) სამქულიანი ჩაეგდო. სულ კი ორწუთნახევარში ბოშმა ზედიზედ 13 (!) ქულა დააგროვა.

მაგრამ მოგების კიდევ ერთი შანსი "ბობკეტსს" მაინც ჰქონდა. საფინალო სირენამდე 0.7 წამით ადრე, "მაიამის" ოთხქულიანი უპირატესობისას, ნორის კოულმა მაშინ აიღო ჯარიმა კემბა უოკერზე, როცა ის სამქულიანს ისროდა. "შარლოტის" გამთამაშებელმა მშვიდად ჩააგდო პირველი ორი საჯარიმო, მესამე კი კალათს მოარტყა იმ იმედით, რომ დამატებას შეძლებდა, მაგრამ ბურთი მუხანათურად ჩავარდა კალათში და ამით ყველაფერი დასრულდა.

* * *
ძალიან მხიარული მატჩი გამოუვიდათ "ოკლაჰომასა" და "მინესოტას". "მგლების" რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო კევინ მარტინი (24 ქულა), რომელიც შარშან "თანდერის" რიგებში თამაშობდა. სტუმრები მესამე და მეოთხე მეოთხედების მიჯნაზე შვიდი ქულით იგებდნენ, მაგრამ "მაიამის" მსგავსად, "ოკლაჰომამ" სამქულიანებით დაიწყო მატჩის გადარჩენა.

მეოთხე მეოთხედში ექვსმა შორეულმა ტყორცნამ მიაღწია მიზანს, კევინ დურანტმა კი სეზონში პირველი სამმაგი დუბლი შეასრულა - 32 ქულა (თამაშიდან - 14/21), 10 მოხსნა და 12 შედეგიანი პასი (პირადი რეკორდი), რასაც დაემატა 4 ჩაჭრა და 4 დაფარება.

* * *
"დეტროიტის" ცენტრი ანდრე დრამონდი NBA-ს პირველი მოთამაშე გახდა 23 წლის ასაკში, ვინც 31 ქულა, 19 მოხსნა და 6 ჩაჭრა დააგროვა. მან ლეგენდარული ჰაკიმ ოლაჟუონის რეკორდი გადაფარა.

"პისტონზმა" ძალიან დამაჯერებლად დაამარცხა "ფილადელფია", დრამონდი კი, რომელმაც პირადი სნაიპერული რეკორდი დაამყარა, ნამდვილ კოშმარად იქცა მეტოქისთვის. არადა, ცენტრმა 11 საჯარიმოს აცილებაც მოასწრო! რაღაც მომენტში, "ფილადელფიამ" სცადა ამ მომენტის გამოყენება და დრამონდის წინააღმდეგ შეგნებული ჯარიმების ტაქტიკაზე გადავიდა, მაგრამ ამან შედეგი არ მოიტანა.

გადამწყვეტ მომენტში მატჩის საუკეთესო მოთამაშემ ძალიან დამაჯერებლად ისროლა საჯარიმოს ხაზიდან და "ფილადელფიას" გადარჩენის მცირე შანსიც არ დაუტოვა.

* * *
"ინდიან პეისერსმა" "კლიპერსის" დამარცხებით მიანიშნა ყველას, რომ არა მხოლოდ აუტსაიდერებისა და საშუალო დონის მეტოქეების დამარცხება ეხერხება, არამედ მზად არის ნებისმიერი გრანდის ძლევისთვის.

კალიფორნიელებს ხელი შეუშალა იმ ფაქტმა, რომ გუნდის მთავარმა მსროლელმა ჯეი ჯეი რედიკმა ხელი მოიტეხა და ორი თვით გამოაკლდა რეგულარულ ჩემპიონატს. მაგრამ "კლიპერსს" თადარიგში ჰყავს ჯამალ კროუფორდი და დარენ კოლისონი. გარდა ამისა, დაბრუნდა შემადგენლობაში კრის პოლი, რომელმაც წინა მატჩი გამოტოვა.

ასე რომ, "კლიპერსის" დამრიგებელი დოკ რივერსი კადრების ნაკლებობას არ უჩიოდა. მან თავისი გუნდის მარცხის მიზეზად "ინდიანას" ლიდერი პოლ ჯორჯი დაასახელა. "ჯორჯი -ბრწყინვალე მოთამაშეა. ის ძალიან კომფორტულად გრძნობდა თავს პირველ ტაიმში... მიმაჩნია, რომ კროუფორდმა შეტევაში ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ ჯორჯის დაცვა უკეთესი იყო", - განაცხადა რივერსმა.

ტორონტო-დენვერი 98:112
31:25, 14:22, 27:29, 26:36
ტ: გეი (23+9 მოხსნა+3 ჩაჭრა), ვალანჩუნასი (18+11 მოხსნა+3 დაფარება), ლოური (17+7 პასი), დეროზანი (17), როსი (10).
დ: რობინსონი (23), მოზგოვი (16+15 მოხსნა), ლოუსონი (16+6 პასი), არტური (14+3 ჩაჭრა), ფარიდი (12+12 მოხსნა), ჯ. ჰემილტონი (10).

დეტროიტი-ფილადელფია 115:100
40:25, 30:21, 24:36, 21:18
დ: დრამონდი (31+19 მოხსნა+6 ჩაჭრა), ჯენინგსი (20+12 პასი), სმიტი (20+3 დაფარება), სტაკი (17), კოლდუელ-პოუპი (10), მონრო (7+10 მოხსნა).
ფ: იანგი (24), ტერნერი (20+3 ჩაჭრა), კარტერ-უილიამსი (15+6 პასი+6 ჩაჭრა), ჰოიესი (11+9 მოხსნა+3 დაფარება), ანდერსონი (11).

კლიპერსი-ინდიანა 100:105
22:29, 25:24, 27:31, 26:21
კ: კროუფორდი (20), პოლი (17+10 პასი), გრიფინი (16+12 მოხსნა), ჯორდანი (11+12 მოხსნა+3 ჩაჭრა), ბალოკი (10), დადლი (10).
ი: ჯორჯი (27), უესტი (24+12 მოხსნა), ჰიბერტი (19+8 მოხსნა), ჰილი (11+6 პასი), სტივენსონი (7+10 მოხსნა+6 პასი).

მაიამი-შარლოტი 99:98
24:21, 23:27, 14:25, 38:25
მ: ჯეიმსი (26), ბოში (22+9 მოხსნა), უეიდი (17), ჩელმერსი (12+6 პასი).
შ: უოკერი (27+6 პასი), ჰენდერსონი (17), ჯეფერსონი (16+13 მოხსნა+3 ჩაჭრა), მაკრობერტსი (10), სეშენსი (10).

საკრამენტო-გ. სტეიტი 113:115
26:24, 27:32, 27:34, 33:25
ს: კაზინსი (24), ტორნტონი (21), ტომასი (19+8 პასი), პატერსონი (18), ტომპსონი (10).
გ-ს: კარი (36+10 პასი+3 ჩაჭრა), ტომპსონი (28+3 ჩაჭრა), ბარნსი (11+3 ჩაჭრა), ლი (11), ბოგუტი (6+12 მოხსნა+3 დაფარება).

ოკლაჰომა-მინესოტა 113:103
26:32, 29:26, 23:25, 35:20
ო: დურანტი (32+12 პასი+10 მოხსნა+4 დაფარება+4 ჩაჭრა), უესტბრუკი (19+3 ჩაჭრა), ჯექსონი (18), იბაკა (15+8 მოხსნა+3 დაფარება).
მ: მარტინი (24), პეკოვიჩი (22+10 მოხსნა), ლავი (16+12 მოხსნა), ბრიუერი (10).

ნიუ იორკი-ნ. ორლეანი 99:103
20:16, 29:28, 25:32, 25:27
ნ-ი: ენტონი (23+10 მოხსნა), ჰარდუეი (21), ბარნიანი (17+6 დაფარება), სმიტი (12+8 მოხსნა), ფელტონი (12+8 პასი).
ნ-ო: ანდერსონი (31), ევანსი (24+7 პასი+4 ჩაჭრა), ჰოლიდეი (11+9 პასი), გორდონი (10+3 ჩაჭრა).

ლეიკერსი-პორტლენდი 108:114
24:32, 26:21, 24:41, 34:20
ლ: ჰენრი (27), მიქსი (20), იანგი (17), ბლეიკი (13+9 პასი), საკრე (12+3 დაფარება).
პ: ოლდრიჯი (27+9 მოხსნა), ლილარდი (26+9 პასი), მეტიუზი (17+3 ჩაჭრა), ლოპესი (12+12 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ტრავმების სეზონი NBA-ში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული