NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "პორტლენდი" ასებს დაეჩვია

AutoSharing Option
აუტსაიდერ "იუტას" დამარცხების შემდეგ "პორტლენდმა" განიმტკიცა ლიდერობა დასავლეთში. საინტერესოა, რომ "ბლეიზერსი" უკვე ზედიზედ ცხრა შეხვედრაა, მინიმუმ 100 ქულას აგროვებს. ბოლოს ასეთი სერია გუნდს 1993-94 წლების სეზონში ჰქონდა (13-მატჩიანი), როცა "პორტლენდს" რიკ ადელმანი ავარჯიშებდა, ხოლო შემადგენლობაში ირიცხებოდნენ კლაიდ დრექსლერი, კლიფორდ რობინსონი და როდ სტრიკლენდი. მაშინ ორეგონელებმა პლეი ოფის პირველი წრე წააგეს მომავალ ჩემპიონ "ჰიუსტონთან".

* * *
კურიოზული შემთხვევა მოხდა "ფილადელფიასა" და "კლიპერსის" მატჩის პირველ წუთებში. მასპინძლების გამთამაშებელი ტონი როუტენი ფარქვეშ ბურთისთვის ბრძოლის დროს მაისურზე ჩამოეკიდა მეტოქის ცენტრს, დეანდრე ჯორდანს და
მკერდზე წარწერა - "კლიპერსი" შემოახია.

ამან ჯორდანი მხოლოდ გააბრაზა და ახალი მაისურით მატჩში 11 ქულა და 21 მოხსნა დააგროვა. ასევე ორმაგი დუბლი ჰქონდა კრის პოლს (25+13 პასი). ეს საკმარისი აღმოჩნდა ახალგაზრდა "სიქსერზის" დასამარცხებლად (94:83), რომლის შემადგენლობაში არ ყოფილა მაიკლ კარტერ-უილიამსი.

უშუალოდ მატჩის დაწყების წინ ცნობილი გახდა, რომ "კლიპერსის" შემადგენლობას შეავსებს სტივენ ჯექსონი, რომელიც შარშან "სან ანტონიოში" თამაშობდა.

* * *
"საკრამენტომ" "ტორონტოსთან" ტრეიდის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა. "მეფეების" ახალწვეული რუდი გეი ჯერ მოედანზე არ გამოჩენილა, მაგრამ "კინგზის" დამრიგებელ მაიკ მელოუნს შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები მაინც დასჭირდა. მაგალითად, "ტორონტოში" წასული გრეივის ვასკესის ადგილი აიზია ტომასმა დაიკავა და კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრაც ჩაატარა (24+12 პასი).

ასევე ბრწყინვალე იყო კალიფორნიელთა ცენტრი დემარკუს კაზინსი, რომელმაც თამაში 32 ქულითა და 19 მოხსნით დაასრულა. ეს დუეტი გახდა "დალასთან" მოგების მთავარი ფაქტორი - 112:97.

* * *
"იუტა ჯაზის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, სამუდამოდ დაუკავშიროს 71 წლის ლეგენდარული მწვრთნელი ჯერი სლოუნი თავის ყოფილ შეგირდებს - ჯონ სტოქტონსა და კარლ მელოუნს.

31 იანვარს "იუტას" საშინაო არენის თაღზე აღმართავენ ბანერს, რომელზეც იქნება წარწერა - "ჯერი სლოუნი". ეს სპეციალისტი 22 წელი ავარჯიშებდა "ჯაზს" და გუნდი ორჯერ გაიყვანა NBA-ს ფინალში.

ვაშინგტონი-დენვერი 74:75
22:18, 23:22, 15:18, 14:17
ვ: უოლი (20), გორტატი (16), არიზა (14), ბუკერი (12+12 მოხსნა).
დ: ჩენდლერი (17), ნ. რობინსონი (16).

ფილადელფია-კლიპერსი 83:94
17:23, 19:21, 24:32, 23:18
ფ: ტერნერი (25), ტ. იანგი (16+11 მოხსნა).
კ: გრიფინი (26), პოლი (25+13 პასი), ჯორდანი (11+21 მოხსნა), დადლი (10).

შარლოტი-გ. სტეიტი 115:111
27:21, 26:20, 30:36, 32:34
შ: უოკერი (31), ჰენდერსონი (24), სეშენსი (13), გორდონი (12), მაკრობერტსი (11+10 მოხსნა), ელ ჯეფერსონი (11).
გ-ს: კარი (43), კ. ტომპსონი (22), დ. ლი (14+16 მოხსნა), ბარნსი (14).

მემფისი-ორლანდო 94:85
23:16, 28:14, 22:30, 21:25
მ: ზ. რენდოლფი (19+12 მოხსნა), ლოიერი (16+12 მოხსნა), კონლი (13), ბეილესი (11).
ო: ნელსონი (19), ნიკოლსონი (19+11 მოხსნა), აფლალო (17), გ. დევისი (16), ოლადიპო (10).

იუტა-პორტლენდი 94:105
22:22, 23:29, 19:26, 30:28
ი: ბერსკი (20), კანტერი (19), ჰეივორდი (17), ბერკი (15), რ. ჯეფერსონი (13).
პ: ოლდრიჯი (24), ლილარდი (18), მეტიუზი (16), რ. ლოპესი (15+11 მოხსნა).

საკრამენტო-დალასი 112:97
34:23, 23:24, 35:26, 20:24
ს: კაზინსი (32+19 მოხსნა), დერ. უილიამსი (31), ა. ტომასი (24+12 პასი), ჯ. ტომპსონი (10).
დ: ელისი (21), ნოვიცკი (18), კალდერონი (11), ლარკინი (10).

კვირის მოთამაშეები
“ბოსტონ სელტიქსის” მცველი ჯორდან კროუფორდი და "პორტლენდ თრეილ ბლეიზერსის" ფორვარდი ლამარკუს ოლდრიჯი გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს.

აღმოსავლეთ კონფერენციის ლაურეატი კროუფორდი თავის გუნდს სამიდან სამი მატჩის მოგებაში დაეხმარა და ამ შეხვედრებში საშუალოდ 23.3 ქულას (თამაშიდან 61 პროცენტის სიზუსტით ისროდა), 3.0 მოხსნასა და 6.7 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. კროუფორდმა გასულ კვირას 23 სამქულიანი ისროლა და 12 მოათავსა კალათში.

ოლდრიჯის კარგი თამაშის წყალობით, “პორტლენდმა” გასულ კვირას ოთხიდან სამი მატჩი მოიგო. ამ შეხვედრებში მისი მონაგარი იყო - 26.3 ქულა, 12.8 მოხსნა, 4.5 პასი და 1.5 ჩაჭრა. დურანტმა ოთხივე მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა.

კროუფორდის კვირა
3 დეკემბერი. ბოსტონი-მილუოკი 108:100. 25 ქულა, 2 მოხსნა, 5 პასი.
6 დეკემბერი. ბოსტონი-დენვერი 106:98. 22 ქულა, 4 მოხსნა, 8 პასი.
8 დეკემბერი. ნიუ იორკი-ბოსტონი 73:114. 23 ქულა, 3 მოხსნა, 7 პასი.

ოლდრიჯის კვირა
2 დეკემბერი. პორტლენდი-ინდიანა 106:102. 28 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი.
4 დეკემბერი. პორტლენდი-ოკლაჰომა 111:104. 38 ქულა, 13 მოხსნა, 5 პასი.
6 დეკემბერი. პორტლენდი-იუტა 130:98. 20 ქულა, 15 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა.

კვირის მოთამაშის სტატუსზე შემდეგი მოთამაშეები აცხადებდნენ პრეტენზიას: დირკ ნოვიცკი (“დალასი”), ანდრე დრამონდი ("დეტროიტი"), ბრენდონ ჯენინგსი ("დეტროიტი"), სტივენ კარი ("გოლდენ სტეიტი"), პოლ ჯორჯი (“ინდიანა”) და კევინ დურანტი (“ოკლაჰომა”).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კობი დაბრუნდა - წააგო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული