დღის მთავარი მატჩი Amway Center-ში გაიმართა, სადაც "ორლანდო" ბოლოდროინდელი წარუმატებლობებით განაწყენებულ "მაიამის" მასპინძლობდა. ეს გუნდები წელს ერთხელ უკვე შეხვდნენ ერთმანეთს და "ჰიტმა" გაანადგურა თანაშტატელი - 96:70.
დღეს კი "მაიამი" საერთოდ არ ჰგავს საჩემპიონო გუნდს. "დიდი ტრიო" ჯერაც შეუთამაშებელია, უდონის ჰასლემის ტრავმამ საკადრო პრობლემები გაამძაფრა და გუნდი ფარქვეშ ბრძოლაში უშანსოდ დატოვა, მის ნაცვლად შეძენილი ერიკ დამპიე კი უვარჯიშებელია და ვერც ახალი გუნდის სათამაშო სქემებში ერკვევა. და კიდევ, "ორლანდოსთან" შეხვედრას "ჰიტი" ორმატჩიანი წაგებათა სერიით შეხვდა. პრობლემა მასპინძლებსაც ჰქონდათ - მათ ტრავმის გამო
უკვე პირველ მეოთხედშივე ცხადი გახდა - სტენ ვან განდის შეგირდებმა იცოდნენ, როგორ გამოეყენებინათ მეტოქის სისუსტეები - განსაკუთრებით პირველ და მეხუთე ნომრებზე. ჯამირ ნელსონმა მთლიანად დაჩაგრა კარლოს აროიო და სასტარტო მეოთხედში შვიდი შედეგიანი პასი მიითვალა, დუაიტ ჰოვარდმა და ბრენდონ ბასმა კი ერთად 13 ქულას მოუყარეს თავი. შედეგად, პირველი შესვენების წინ "ორლანდომ" 12:2 გაქცევა მოახერხა. მეორე მეოთხედის მსვლელობისას სხვაობა 12 ქულამდე გაიზრდა. ისევ ჰოვარდმა და ბასმა გამოიჩინეს თავი, რომლებსაც რაშარდ ლუისი წამოეხმარა - 43:31.
"ორლანდო" ბოლო მეოთხედის შუამდე დომინირებდა, სანამ თამაში არ დაიჭირა დუეინ უეიდმა. მან ორჯერ პასებით მონახა ილგაუსკასი და ჰაუსი და თავად ზედიზედ შვიდი ქულა ჩააგდო - რვაქულიანი ჩამორჩენა ერთქულიან უპირატესობად აქცია. თუმცა "მაიამი" დიდი ხანი არ ყოფილა წინ. მატჩის გმირმა ნელსონმა სამჯერ ჩააგდო თამაშიდან და ორივე საჯარიმო გამოიყენა. 28 წლის გამთამაშებელმა ამ მატჩში 14 შედეგიანი პასი შეასრულა, რაც მისი პირადი რეკორდია. ნელსონმა სხვა მხრივაც "გამოიჩინა" თავი - მეტოქის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მეორე ტექნიკური ჯარიმა მიიღო და მოედნიდან გააძევეს. სხვათა შორის, მესამე მეოთხედში თამაშიდან მეორე ორლანდოელი - ჯეისონ უილიამსიც გააგდეს, რომელმაც თავში ესროლა ბურთი ჯამალ მაგლოირს.
"მაიამის" "დიდი ტრიოდან ყველაზე ცუდი შთაბეჭდილება უეიდმა დატოვა - მან თამაშიდან 21 ტყორცნა შეასრულა და მხოლოდ ექვსი ჩააგდო.
* * *
გასულ სათამაშო დღეს ორი მატჩის ბედი ფანტასტიკური შემობრუნებით დასრულდა. "ჩიკაგო" "ფინიქსთან" გასვლით შეხვედრას პირველ მეოთხედში 23 ქულით აგებდა და თითქოს დაკარგული ჰქონდა გადარჩენის ყველანაირი შანსი, მაგრამ მეთოდურად დაიწყო სხვაობის შემცირება. საფინალო სირენამდე 9 წუთით ადრე "ფინიქსის" უპირატესობა კვლავაც ორნიშა იყო - 89:78, მაგრამ "ხარებმა" ბრწყინვალედ ჩაატარეს ძირითადი დროის ბოლო ნაწილი და შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანეს. პირველი დამატებითი დროის დასრულებამდე 12 წამით ადრე ჩენინგ ფრაის "ფინიქსი" საჯარიმოების შემდეგ სამი ქულით იგებდა და მაინც გაუშვა ხელიდან მოგება. რიჩარდსონს ხელი აუკანკალდა, დერიკ როუზმა კი ბოლო წამზე კიდევ ერთხელ გაათანაბრა ანგარიში - 111:111.
"ჩიკაგოს" ლიდერს მობეზრდა მუდმივად მდევრის როლში ყოფნა და მეორე ოვერტაიმის სტარტზე ზედიზედ ხუთი ქულა დააგროვა, ცოტა ხანში კი "ბულზი" უკვე რვა ქულით იყო წინ. "ხარების" რიგებში საუკეთესოები იყვნენ ლუოლ დენგი, დერიკ როუზი და კაილ კორვერი. ამ ტრიომ ერთად 85 ქულა მოიპოვა, თუმცა როუზი მაინც ცალკე აღნიშვნის ღირსია - მან 19 ბურთი ააცილა, 4 შეცდომა დაუშვა და ექვსი პერსონალურის გამო ვადაზე ადრე დატოვა მოედანი და ამის მიუხედავად, 35 ქულით, 12 მოხსნითა და 7 შედეგიანი პასით დაასრულა მატჩი.
21-ქულიანი სხვაობის გაბათილება შეძლო "სან ანტონიო სპურსმა", რომელმაც ზედიზედ მე-12 გამარჯვება იზეიმა. მატჩის გმირი შეიძლება გამხდარიყო "მინესოტას" მძიმე ფორვარდი კევინ ლავი (32 ქულა და 22 მოხსნა), მაგრამ ოვერტაიმის მიწურულს ჯერ ბურთი ააცილა, შემდეგ შეცდომა დაუშვა და ბოლოს მანუ ჯინობილი ვერ შეაჩერა.
* * *
გუშინდელი ტური სერიოზული ტრავმითაც აღინიშნა. მნიშვნელოვანი დანაკლისი განიცადა "ბოსტონ სელტიქსმა". ამ გუნდის მცველმა დელონტე უესტმა "ნიუ ჯერსი ნეტსთან" მატჩში მოედანზე დაცემისას მაჯა სერიოზულად დაიზიანა და თამაშის გაგრძელებს ვერ შეძლო. როგორც მოგვიანებით "კელტების" მთავარმა მწვრთნელმა დოკ რივერსმა განაცხადა, დელონტემ, შესაძლოა, სეზონის ბოლომდე ვერ შეძლოს თამაში.
კლივლენდი-მილუოკი 83:81
19:22, 15:22, 31:24, 18:13
კ: უილიამსი (25+5 პასი), პარკერი (14), გიბსონი (12), ვარეჟაო (6+13 მოხსნა).
მ: დულინგი (18+5 პასი), სალმონსი (14), მაჯეტი (10+8 მოხსნა), მბა ა მუტე (10+9 მოხსნა), გუდენი (8+9 მოხსნა).
ტორონტო-ფილადელფია 106:90
33:18, 29:25, 25:28, 19:19
ტ: ბარნიანი (24+5 მოხსნა), კალდერონი (16+9 პასი), ბეილესი (13), ევანსი (12+22 მოხსნა), ბარბოზა (11).
ფ: იგუოდალა (17+8 მოხსნა+6 პასი), ჰოლიდეი (16+7 მოხსნა+6 პასი), იანგი (14+5 მოხსნა).
შარლოტი-ნიუ იორკი 95:99
25:24, 23:27, 23:30, 24:18
შ: ტომასი (26+11 მოხსნა+4 დაფარება), ჯექსონი (18), ოგუსტინი (14+8 მოხსნა+7 პასი), დიაო (11+5 მოხსნა).
ნ-ი: ფელტონი (23+13 პასი), ჩენდლერი (21+8 მოხსნა), სტაუდმაიერი (20+4 მოხსნა+6 დაფარება), უოლკერი (10).
ბოსტონი-ნიუ ჯერსი 89:83
18:17, 20:29, 23:17, 28:20
ბ: შ. ო'ნილი (25+11 მოხსნა), პირსი (18+5 მოხსნა), ალენი (17+7 პასი), გარნეტი (8+5 მოხსნა).
ნ-ჯ: ჰარისი (20+5 პასი), მოროუ (18), ლოპესი (16+5 მოხსნა), ფარმარი (10+7 პასი).
ორლანდო-მაიამი 104:95
26:18, 25:25, 23:28, 30:24
ო: ჰოვარდი (24+18 მოხსნა), რედიკი (20+5 პასი), ბასი (18+6 მოხსნა), ნელსონი (17+14 პასი), ლუისი (14).
მ: ჯეიმსი (25+6 მოხსნა), ბოში (21+6 მოხსნა), უეიდი (18+7 მოხსნა+5 პასი), აროიო (9+5 პასი).
მინესოტა-სან ანტონიო 109:113 (ო)
33:18, 22:23, 27:30, 24:35, 3:7
მ: ლავი (32+22 მოხსნა), მილიჩიჩი (22+8 მოხსნა), ჯონსონი (15).
ს-ა: ჯინობილი (26+6 მოხსნა+6 პასი), ჯეფერსონი (19), პარკერი (18+6 პასი).
ოკლაჰომა-დალასი 103:111
27:24, 29:31, 25:20, 22:36
ო: დურანტი (32+11 მოხსნა), გრინი (17), უესტბრუკი (13+10 პასი).
დ: ნოვიცკი (34), ჩენდლერი (17+18 მოხსნა), ბატლერი (15), მერიონი (12+7 მოხსნა).
მემფისი-დეტროიტი 105:84
24:21, 23:29, 18:33, 16:25
მ: რენდოლფი (21+14 მოხსნა), გეი (17+6 მოხსნა), კონლი (14+7 პასი), არტური (14+6 მოხსნა).
დ: სტაკი (17), ჰემილტონი (12+5 მოხსნა), ვილანუევა (11), გორდონი (10), ბინუმი (10).
ჰიუსტონი-გ. სტეიტი 111:101
36:23, 23:28, 23:27, 29:23
ჰ: მარტინი (25), სკოლა (24+12 მოხსნა), ჰეისი (16+7 მოხსნა), ლოური (14+7 მოხსნა+10 პასი).
გ-ს: რაიტი (24+8 მოხსნა), კარი (21+6 პასი), ელისი (18), უილიამსი (15).
ფინიქსი-ჩიკაგო 115:123 (2ო)
36:17, 26:33, 22:22, 17:29, 10:10, 4:12
ფ: ჰილი (27+8 მოხსნა), უორიკი (23+7 მოხსნა), რიჩარდსონი (20+7 მოხსნა), ფრაი (16+7 მოხსნა), ნეში (14+16 პასი), თურქოგლუ (10+10 მოხსნა).
ჩ: როუზი (35+12 მოხსნა+7 პასი), დენგი (26+10 მოხსნა), კორვერი (24), ნოა (17+15 მოხსნა).
იუტა-ნიუ ორლეანი 105:87
31:30, 30:21, 19:21, 25:15
ი: უილაიმსი (26+11 პასი), ჯეფერსონი (23+10 მოხსნა), მილსეპი (17+ 7 მოხსნა).
ნ-ო: პოლი (17+9 პასი), უესტი(15+5 მოხსნა), გრინი (13), ბელინელი (10), ოკაფორი (7+10 მოხსნა).