შეშინებული ლებრონი

AutoSharing Option


გასულ უქმეების გმირად "დალას მავერიქსი" უნდა მოვნათლოთ, მთავარ მოვლენად კი "სან ანტონიოს სპურსის" 12-მატჩიანი მოგებათა სერიის შეწყვეტა. გრეგ პოპოვიჩის გუნდის შეჩერება სწორედ "კოვბოებმა" მოახერხეს.

ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს შარშანდელი სეზონის პლეი ოფში შეხვდნენ. მაშინ "დალასი" მეორე ნომრად იყო განთესილი დასავლეთში და ამ სერიის ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ 2:4 დამარცხდა. რა თქმა უნდა, რიკ კარლაილის შეგირდები რევანშზე ფიქრობდნენ. მეტოქის მსგავსად, "მავერიქსიც" კარგი განწყობით შეხვდა ამ შეხვედრას - მის აქტივში სამმატჩიანი მოგებათა სერია იყო. ბრწყინვალე ფორმაშია "კოვბოების" ლიდერი დირკ ნოვიცკი, რომელმაც ბოლო ხუთ

მატჩში საშუალოდ 32.4 ქულა დააგროვა.
შესაბამისად, გრეგ პოპოვიჩმა თავის მოთამაშეებს გერმანელის მჭიდრო მეურვეობა დაავალა. "სპურსის" რიგებში საკმაოდ არიან მძიმე ფორვარდები, რომლებსაც კარგი დაცვა ეხერხებათ, მაგრამ ვერც ბლეირმა, ვერც მაკდაესმა და ვერც ბონერმა ვერ შეძლეს ნოვიცკის "ჩაკეტვა". გერმანელმა მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა - 40 წუთში 14-დან 12 ტყორცნა გამოიყენა, 26 ქულა დააგროვა, 8 მოხსნა და 5 შედეგიანი პასი შეასრულა. სწორედ დირკმა 93:88-ზე უმნიშვნელოვანესი ბურთი ჩააგდო და მასპინძლებს თამაშის გადარჩენის შანსი მოუსპო.

"სან ანტონიოს" რიგებში ლიდერის ფუნქციები მანუ ჯინობილიმ იტვირთა. არგენტინელი მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდა - 16-დან 9 ზუსტი ტყორცნა და 31 ქულა. მას კი მხარი სათადარიგო ჯორჯ ჰილმა აუბა - 21 ქულა, 3 მოხსნა და 3 ჩაჭრა.
პირველი ნახევარი "სან ანტონიოს" მცირე უპირატესობით მიმდინარეობდა და დიდი შესვენებისთვის მასპინძლების უპირატესობა მინიმალური იყო - 51:49. ეს სხვაობა შეინარჩუნეს მათ ბოლო მეოთხედის წინ, სანამ საქმეში არ ჩაერთო "დალასის" დაცვა. ამას დაემატა შონ მერიონისა და ჯეისონ ტერის გააქტიურება, ბოლო კი პირველ პლანზე დირკ ნოვიცკი გამოვიდა. სტუმრები ხუთი ქულით გავიდნენ წინ, რის შემდეგაც იყო დირკის გადამწყვეტი ტყორცნა და ასე შეწყდა "სან ანტონიოს" 12-მატჩიანი მოგებათა სერია.

მომდევნო დღეს "დალასი" უკვე შინ იღებდა "მაიამი ჰიტს", რომლის სუსტი თამაში უკვე ნორმად იქცა. ამჯერად სტუმრების "დიდი ტრიო" საკმაოდ დაბალანსებულად მოქმედებდა, კარგად იყოფდა ბურთს, მაგრამ ეს მხოლოდ პირველ ტაიმში თანაბარი თამაშისთვის აღმოჩნდა საკმარისი.

მეორე ნახევარში უპირატესობა მთლიანად "დალასის" მხარეს გადავიდა. "კოვბოებმა" საჭირო სიჩქარე ჩართეს და ამ სიტუაციაში ისევ გამოჩნდა ფლორიდელთა სისუტეები სამწამიან ზონაში. აქ "მაიამი" იმდენად სუსტად გამოიყურებოდა, რომ ტაისონ ჩენდლერს 14 ქულა და 17 მოხსნა დააგროვებინა. კარგი იყო მასპინძლების რეზერვიც - ტერიმ, მერიონმა და ბასმა პირმინდად მოუგეს "მაიამის" სათადარიგოებს. საბოლოოდ, ბოლო 12 წუთისთვის "მავერიქსის" უპირატესობა 16 ქულას შეადგენდა. ბუნებრივია, სტუმრებმა სცადეს მატჩის გადარჩენა, მაგრამ დღეისთვის "ჰიტი" ასეთი გმირობებისთვის მზად არ არის.

სხვათა შორის, ამ კვირას "მაიამის" გასვლა ელის კლივლენდში ლებრონ ჯეიმსის ყოფილი კლუბის წინააღმდეგ. NBA-ის ვარსკვლავმა განაცხადა, რომ უკვე ძალიან ნერვიულობს ამ ვიზიტის გამო. "როგორ შეიძლება ამაზე არ ვიფიქრო? დარბაზში ძალიან მტრული განწყობა იქნება - ამას უკვე ვგრძნობ. გულშემატკივრები ჩემს მიმართ აგრესიულად იქნებიან განწყობილნი და ვფიქრობ, NBA-მ და "კავალიერსის" ხელმძღვანელობამ უნდა იზრუნონ მოთამაშეთა უსაფრთხოებაზე. არც კი ვიცი, ღირს თუ არა ამ მატჩზე ოჯახისა და მეგობრების მიწვევა. ისინი ჩემს შესახებ ბევრ უწმაწურ ფრაზას მოისმენენ", - აღიარა ჯეიმსმა.
* * *

ერთგვარი იუბილე ჰქონდა "ოკლაჰომას" ლიდერ კევინ დურანტს, რომელმაც ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 250-ე მატჩი ჩაატარა. თითქოს უმნიშვნელო მიღწევაა, მაგრამ საქმე ისაა, რომ კევინმა ამ ზღვარს 6360 ქულით მიაღწია და მოქმედ კალათბურთელებს შორის უფრო მეტი ქულა შაკილ ო'ნილსა (6830) და ლებრონ ჯეიმსს (6638) ჰქონდათ. გარდა ამისა, "ოკლაჰომას" ფორვარდს კიდევ ორი კალათბურთელი უსწრებს - დეილ ელისი (6505) და სპენსერ ჰეივუდი (6437).
დურანტის თანაგუნდელი რასელ უესტბრუკი კი გასულ უქმეების საუკეთესო ბომბარდირი გახდა. "ოკლაჰომას" მცველმა "ინდიანას" 43 ქულა ჩაუგდო (თამაშიდან - 13/24, საჯარიმო - 17/18) და 8 მოხსნა, 8 პასი და 3 ჩაჭრაც მიითვალა. ამ შეხვედრის ბედი ოვერტაიმში გადაწყდა და დამატებით ხუთ წუთში "ოკლაჰომას" მიერ დაგროვილი 14 ქულიდან 12 - დურანტისა და უესტბრუკის ანგარიშზე იყო.

26 ნოემბერი
ორლანდო-კლივლენდი 111:100
32:22, 30:27, 23:25, 26:26
ო: ჰოვარდი (23+11 მოხსნა), ნელსონი (20+6 პასი), რედიკი (15+5 პასი), რიჩარდსონი (14), ლუისი (14), ბასი (10).
კ: ჯეიმისონი (22+7 მოხსნა), უილიამსი (20+8 პასი), სეშენსი (13+6 პასი), გრემი (10).
შარლოტი-ჰიუსტონი 99:89
22:26, 23:26, 27:16, 27:21
შ: უოლასი (21+14 მოხსნა), დიაო (20+10 მოხსნა), ჯექსონი (16), მუჰამედი (15+7 მოხსნა), ლივინგსტონი (10).
ჰ: ბადინგერი (19+8 მოხსნა), მარტინი (16), ჰილი (14), სკოლა (11+7 მოხსნა).
ბოსტონი-ტორონტო 110:101
31:20, 27:32, 28:15, 24:34
ბ: გარნეტი (26+11 მოხსნა), პირსი (18), დევისი (18), ალენი (17+8 პასი), ო'ნილი (16+9 მოხსნა), რონდო (4+14 პასი).
ტ: კლეიზა (18+7 მოხსნა), ბარბოზა (14), სტოიაკოვიჩი (13), კალდერონი (12+15 პასი), ბარნიანი (11+8 მოხსნა), ჯონსონი (11+6 მოხსნა).
დეტროიტი-მილუოკი 103:89
29:18, 26:25, 20:21, 28:25
დ: სტაკი (18+7 პასი), ჰემილტონი (15+9 პასი), ვილანუევა (15+8 მოხსნა), პრინსი (14+7 მოხსნა), ბინუმი (13), გორდონი (11), მაქსიელი (10).
მ: ჯენინგსი (25+6 პასი), ილიასოვა (14+11 მოხსნა), სალმონსი (11), მაგეტი (10+7 მოხსნა).
მაიამი-ფილადელფია 99:90
25:17, 26:30, 22:24, 26:19
მ: უეიდი (23+8 პასი+6 მოხსნა), ჯეიმსი (20+8 მოხსნა+6 პასი), ბოში (18+9 მოხსნა), აროიო (17).
ფ: მიქსი (21), იგუოდალა (20+9 მოხსნა+5 პასი), ბრენდი (12+8 მოხსნა), იანგი (11+6 მოხსნა).
ინდიანა-ოკლაჰომა 106:110 (ო)
20:23, 32:21, 24:27, 20:25, 10:14
ი: გრეინჯერი (30), ჰიბერტი (19+10 მოხსნა), მაკრობერტსი (13+8 მოხსნა), დანლივი (12+10 მოხსნა), კოლისონი (10+5 პასი).
ო: უესტბრუკი (43+8 პასი+8 მოხსნა), დურანტი (25+8 მოხსნა), გრინი (15+14 მოხსნა), სეფოლოშა (13+10 მოხსნა).
სან ანტონიო-დალასი 94:103
29:27, 22:22, 22:22, 21:32
ს-ა: ჯინობილი (31), ჰილი (21), დანკანი (15+8 მოხსნა).
დ: ნოვიცკი (26+8 მოხსნა+5 პასი), ჩენდლერი (19+8 მოხსნა), მერიონი (19), კიდი (12+6 პასი+6 მოხსნა), ტერი (12+6 პასი).
დენვერი-ჩიკაგო 98:97
25:20, 23:18, 28:35, 22:24
დ: ენტონი (22+8 პასი+6 მოხსნა), ნენე (18+7 მოხსნა), ლოუსონი (17), აფლალო (13).
ჩ: უოტსონი (33), დენგი (24+11 მოხსნა), ნოა (17+16 მოხსნა).
ფინიქსი-კლიპერსი 116:108
42:21, 25:30, 31:30, 18:27
ფ: რიჩარდსონი (29+6 მოხსნა), უორიკი (25+6 მოხსნა), ნეში (16+10 პასი), ფრაი (16), ჰილი (12+5 პასი).
კ: გორდონი (32+6 პასი), გრიფინი (20+14 მოხსნა), გომესი (20), კუკი (16+10 მოხსნა).
იუტა-ლეიკერსი 102:96
17:33, 29:17, 29:22, 27:24
ი: უილიამსი (29+12 პასი), ჯეფერსონი (20+8 მოხსნა), მილსეპი (13+8 მოხსნა), კირილენკო (11+7 მოხსნა).
ლ: ბრაიანტი (31), გასოლი (21+11 მოხსნა), ოდომი (16+10 მოხსნა+5 პასი), არტესტი (11).
მემფისი-გ. სტეიტი 116:111
30:24, 33:29, 24:29, 29:29
მ: გეი (25), მაიო (23), რენდოლფი (14+7 მოხსნა), კონლი (14+5 პასი), ვასკესი (10).
გ-ს: ბიედრინსი (28+21 მოხსნა), კარი (26), ელისი (23+8 პასი), ადრიანი (12+8 მოხსნა), რაიტი (10+8 პასი+6 მოხსნა).
პორტლენდი-ნიუ ორლეანი 78:97
33:26, 15:28, 17:21, 13:22
პ: როი (27), ოლდრიჯი (14+9 მოხსნა).
ნ-ო: გრინი (19), არიზა (18+7 მოხსნა), პოლი (16+13 პასი+6 მოხსნა), უესტი (14+7 მოხსნა), ბელინელი (14).
27 ნოემბერი
ნიუ იორკი-ატლანტა 90:99
22:32, 16:24, 28:19, 24:24
ნ-ი: სტაუდმაიერი (24+10 მოხსნა), ფელტონი (18), ფილდსი (15+11 მოხსნა), ჩენდლერი (15+6 მოხსნა).
ა: კროუფორდი (21), ჰორფორდი (17+9 მოხსნა), ბიბი (14), უილიამსი (13+8 მოხსნა), სმიტი (13+6 მოხსნა), ჯუნსონი (7+10 მოხსნა+7 პასი).
ვაშინგტონი-ორლანდო 99:100
20:30, 23:25, 29:19, 27:26
ვ: არენასი (31+5 პასი), იანგი (21), ბლეტჩი (10+13 მოხსნა).
ო: ჰოვარდი (32+11 მოხსნა), რიჩარდსონი (20+6 მოხსნა), ნელსონი (11).
კლივლენდი-მემფისი 92:86
22:32, 23:19, 30:16, 17:19
კ: უილიამსი (25+12 პასი), ჰიქსონი (16), გრემი (12).
მ: გეი (17+6 პასი), რენდოლფი (13+11 მოხსნა), მაიო (13), კონლი (11+5 პასი).
ფილადელფია-ნიუ ჯერსი 102:86
27:24, 19:24, 20:18, 36:20
ფ: ჰოლიდეი (20+13 პასი), იგუოდალა (16+7 მოხსნა), უილიამსი (15+5 პასი), ბრენდი (14+10 მოხსნა), იანგი (13).
ნ-ჯ: ლოპესი (25+6 მოხსნა), ჰარისი (19+6 პასი), ჰემფრიზი (7+15 მოხსნა).
მინესოტა-გ. სტეიტი 94:104
26:28, 25:20, 17:36, 26:20
მ: ბიზლი (28+9 მოხსნა), ლავი (21+22 მოხსნა), რიდნური (16+6 პასი).
გ-ს: რაიტი (30), ელისი (26+10 პასი), კარი (20+7 პასი), ლი (10+6 მოხსნა), ბიედრინსი (2+12 მოხსნა).
დალასი-მაიამი 106:95
26:26, 25:23, 31:17, 24:29
დ: ბატლერი (23), ნოვიცკი (22+6 მოხსნა), ჩენდლერი (14+17 მოხსნა), მერიონი (14), ბარეა (13), ტერი (12), კიდი (5+13 პასი+8 მოხსნა).
მ: ჯეიმსი (23+8 მოხსნა), უეიდი (22+9 მოხსნა+5 პასი), ბოში (22+8 მოხსნა).
მილუოკი-შარლოტი 104:101
29:16, 31:37, 22:19, 22:29
მ: ჯენინგსი (32+7 პასი), ილიასოვა (17+9 მოხსნა+6 პასი), სალმონსი (16+7 პასი), დაგლას რობერტსი (11), სანდერსი (10).
შ: ოგუსტინი (26+6 პასი), უოლასი (19), ლივინგსტონი (16), მაკგუაირი (13+15 მოხსნა).
საკრამენტო-ჩიკაგო 85:96
28:21, 29:23, 19:25, 9:27
ს: ტომპსონი (18+9 მოხსნა), ევანსი (17+9 პასი+6 მოხსნა), გრინი (13+7 მოხსნა), დალემბერი (12+6 მოხსნა+5 დაფარება).
ჩ: როუზი (30+7 პასი+7 მოხსნა), დენგი (22+9 მოხსნა), ნოა (17+8 მოხსნა+5 პასი).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული