გუშინდელ დღემდე "ნიუ ორლეანი" ერთადერთი გუნდი იყო, რომელსაც საკუთარ მოედანზე არც ერთი მატჩი არ ჰქონდა წაგებული. "ჰორნეტსის" სერია მერვე საშინაო მატჩში "სან ანტონიომ" შეწყვიტა. ამ გუნდებმა უკვე მოასწრეს წელს ერთხელ დაპირისპირება და მაშინ "ნიუ ორლეანმა" 99:90 მოიგო. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო "სან ანტონიოს" 12-მატჩიანი მოგებათა სერია, რომელიც მხოლოდ გასულ შაბათს შეწყდა.
პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლებს სრული საფუძველი ჰქონდა ზედიზედ მერვე საშინაო გამარჯვებაზე ეფიქრათ. "ჰორნეტსმა" შესანიშნავი შემტევი კალათბურთი აჩვენა და "სან ანტონიოს" ნაქებ დაცვას საშინელი დღე აყარა. დიდ შესვენებაზე გუნდები 17-ქულიანი
ბუნებრივია, "სან ანტონიოს" დამრიგებელ გრეგ პოპოვიჩს არ აწყობდა დაცვაში თავისი შეგირდების მოქმედება და საჭირო დარიგებები მისცა კალათბურთელებს. სტუმრებმაც მაქსიმალურად შებოჭეს კრის პოლი და არც სხვა მოთამაშეების მეურვეობა დავიწყებიათ. ამას დაემატა ტყორცნების რეალიზაციის გამოსწორება - 60.5 პროცენტი თამაშიდან (38-დან 23). საბოლოოდ, "სპურსმა" ბოლო ორი მეოთხედი 65:58 მოიგო. გადამწყვეტი აღმოჩნდა სტუმრების გაქცევა მეოთხე მეოთხედის სტარტზე - 17:4, რომელმაც ხუთქულიანი ჩამორჩენა შვიდქულიან უპირატესობად აქცია. ასეთი შოკისგან მონტი უილიამსის გუნდი ვეღარ გამოვიდა.
* * *
გუშინდელ დღეს თავისი გმირებიც ჰყავდათ. მაგრამ თუ ბლეიკ გრიფინმა (35 ქულა, 14 მოხსნა, 7 პასი) და ჯეისონ რიჩარდსონმა (39 ქულა, 10 მოხსნა) თავიანთ გუნდებს ვერ მოაგებინეს, ამარე სტაუდმაიერმა ბრწყინვალე თამაშის გარდა, "ნიუ იორკის" გამარჯვებითაც გაიხარა. ამარემ 54 წუთის განმავლობაში 37 ქულა, 15 მოხსნა და 7 შედეგიანი პასი დააგროვა და "ნიქსის" გასვლითი მოგებათა სერია ოთხ მატჩამდე გაიზარდა.
"ნიუ იორკსა" და "დეტროიტს" შორის ურთიერთობის გარკვევა ორ ოვერტაიმამდე გაიწელა და აქაც "ნიქსს" სტაუდმაიერი დაეხმარა - მისი მეურვეობით გართულ დეტროიტელებს ოთხი სამქულიანი გამოეპარათ.
სხვათა შორის, "ნიუ იორკის" კალათბურთელებმა უნიკალური შედეგი დააფიქსირეს. ტონი დუგლასისა და რონი ტურიაფის ტრავმების გამო მაიკ დ'ენტონი მთლიანად სასტარტო ხუთეულის წევრებზეა დამოკიდებული. სტაუდმაიერმა, რაიმონდ ფელტონმა, დანილო გალინარიმ და ლენდრი ფიოდსმა შესაბამისად 54, 53, 52 და 51 წუთი დაჰყვეს მოედანზე. 40 წელია ერთი გუნდის ოთხ მოთამაშეს მოედანზე 50 წეთზე მეტი არ გაუტარებია. საინტერესოა, რომ მაშინაც ეს "ნიუ იორკის" კალათბურთელებმა გააკეთეს: უოლტ ფრეიზერმა, უილის რიდმა, ბილ ბრედლიმ და დიკ ბარნეტმა.
* * *
აღიარებული სნაიპერების - კევინ დურანტის, სტივ ნეშისა და კობი ბრაიანტის შეცდომები მათ გუნდებს დამარცხებად დაუჯდათ. "ოკლაჰომა" სტუმრად ეთამაშებოდა "ჰიუსტონს" და ბოლო წამებზე წააგო - 98:99. ბოლო შეტევაში დურანტს მიეცა თავის გამოჩენის საშუალება, მაგრამ ექვსი მეტრიდან ნასროლი აცდა მიზანს.
დღის ყველაზე შედეგიან მატჩში "ფინიქსი" "დენვერის" წინააღმდეგ 19 ქულას აგებდა, მაგრამ ხანგრძლივი სპურტით კინაღამ გაუთანაბრდა მეტოქეს. ბოლოსკენ სხვაობა სულ რაღაც სამი ქულა იყო და სტუმრებმა უკანასკნელ შეტევაში ბრწყინვალედ გათამაშებული კომბინაციით ნეში სამქულიანის სასროლად გაიყვანეს. კანადელს ხელს არავინ უშრიდა, მაგრამ ვეტერანმა ააცილა და "ფინიქსმა" წააგო - 133:138.
კობი ბრაიანტმა კი "ინდიანას" წინააღმდეგ ბოლო 10 წამში ორი აცილება მოასწრო. 92:95-ზე "ლეიკერსის" ლიდერმა, რომელსაც იმ მომენტისთვის 41 ქულა ჰქონდა, სამქულიანი ვერ ჩააგდო. ბურთი არტესტმა მოხსნა და ოდომის გავლით ბურთი ისევ კობის მიაწოდა, მაგრამ ამჯერად მან 10 მეტრიდან ისროლა და ისევ არაზუსტად. შედეგად, "ლეიკერსმა" ისტორიაში პირველად წააგო "სტეიპლ ცენტრში" "ინდიანასთან".
ტორონტო-ატლანტა 78:96
23:27, 23:25, 11:25, 21:19
ტ: ბარნიანი (14+7 მოხსნა), დეროზანი (13+6 მოხსნა).
ა: უილიამსი (17+12 მოხსნა), ჯონსონი (16), ჰორფორდი (16+8 მოხსნა), სმიტი (12+13 მოხსნა+10 პასი+3 ჩაჭრა).
დეტროიტი-ნიუ იორკი 116:125 (2ო)
25:28, 30:25, 23:22, 21:24, 10:10, 7:16
დ: პრინსი (31+8 მოხსნა+7 პასი), სტაკი (29), ჰემილტონი (16+6 პასი), მაკგრეიდი (13+6 მოხსნა).
ნ-ი: სტაუდმაიერი (37+15 მოხსნა+7 პასი), ფელტონი (23+11 პასი+5 მოხსნა), გალინარი (20+9 მოხსნა), ჩენდლერი (20), ფიოლდსი (16+11 მოხსნა+6 პასი).
ნიუ ორლეანი-სან ანტონიო 95:109
34:26, 27:18, 16:28, 18:37
ნ-ო: უესტი (23+7 მოხსნა), პოლი (15+6 მოხსნა+7 პასი), ოკაფორი (12+7 მოხსნა+5 დაფარება), ბელინელი (12), არიზა (10).
ს-ა: ჯინობილი (23+7 მოხსნა+8 პასი), დანკანი (21+7 მოხსნა), ჯეფერსონი (19), ჰილი (14).
კლიპერსი-იუტა 97:109
32:30, 28:22, 14:27, 23:30
კ: გრიფინი (35+14 მოხსნა+7 პასი), გორდონი (21+9 პასი), ბლედსოუ (12+5 პასი), ამინუ (12).
ი: უილიამსი (26+5 მოხსნა+9 პასი), მაილზი (16), კირილენკო (15), მილსეპი (15), ბელი (12), ჯეფერსონი (10).
ჰიუსტონი-ოკლაჰომა 99:98
33:25, 17:17, 27:29, 22:27
ჰ: მარტინი (23), ბატიე (18+6 მოხსნა), ლაური (14+6 მოხსნა+8 პასი), სკოლა (13+6 მოხსნა), ჰილი (12+7 მოხსნა), მილერი (11+7 მოხსნა).
ო: უესტბრუკი (23+10 პასი), დურანტი (18), იბაკა (16+8 მოხსნა), გრინი (15+7 მოხსნა), ჰარდენი (10).
ნიუ ჯერსი-პორტლენდი 98:96
23:26, 21:26, 29:26, 25:18
ნ-ჯ: ჰარისი (25+8 პასი), მოროუ (16), ლოპესი (13), ჰემფრიზი (10+8 მოხსნა+4 დაფარება).
პ: მეტიუზი (25), როი (21), ოლდრიჯი (20+5 მოხსნა), მილერი (13+5 პასი).
დენვერი-ფინიქსი 138:133
31:18, 37:39, 37:32, 33:44
დ: სმიტი (30+8 მოხსნა), ბილაპსი (25+8 პასი), ლოუსონი (15+7 პასი), აფლალო (15), ფორბსი (15), უილიამსი (14+7 მოხსნა), ნენე (12+9 მოხსნა)
ფ: რიჩარდსონი (39+10 მოხსნა), ნეში (17+11 პასი), ჩილდრესი (15+5 მოხსნა), ჰილი (11), ფრაი (10+5 მოხსნა).
ლეიკერსი-ინდიანა 92:95
26:23, 19:28, 24:26, 23:18
ლ: ბრაიანტი (41+5 მოხსნა), ოდომი (15+11 მოხსნა), გასოლი (13+12 მოხსნა+3 დაფარება).
ი: ჰიბერტი (24+12 მოხსნა+6 პასი), გრეინჯერი (18), კოლისონი (14), რაში (11).
კარმელო ისევ აქტუალურია
"ნიუ ჯერსი ნეტსის" ხელმძღვანელობის ნომერ პირველ სატრანსფერო მიზნად კვლავინდებურად კარმელო ენტონი რჩება". "ნეტსს" სურს "დენვერის" ლიდერის ტრანსფერი იქამდე გაჩარხოს, სანამ ვარსკვლავ ფორვარდს ცხვირწინ ააცლიან ნიუიორკელი კონკურენტები.
"ნიუ ჯერსი" "ნაგეტსს" გაცვლას სთავაზობს, რომელშიც დერიკ ფეივორსს შეიყვანენ და მას დრაფტის პირველ რაუნდში ორი სასურველი მოთამაშის არჩევის უფლებას დაუმატებენ.
მაგრამ მხარეებმა კონტრაქტის ხანგრძლივობაზე ვერ მოილაპარაკეს. "ნიუ ჯერსის" არ სურს მხოლოდ სეზონის ბოლომდე ენტონის მიწვევა. მათ უნდათ, რომ კარმელომ ტრეიდამდე გააგრძელოს კონტრაქტი "დენვერთან" და ამის შემდეგ გადავიდეს ფორვარდი ახალ კლუბში.
* * *
ამასობაში, აღმოსავლეთი კონფერენციის ერთ-ერთი ფავორიტი "ორლანდო მეჯიქი" მზად არის თავისი ნებისმიერი მოთამაშე ჩართოს ტრეიდში შემადგენლობის გასაძლიერებლად. ერთადერთი, ვისაც გუნდის დატოვება არ ემუქრება - NBA-ის სუპერცენტრი დუაიტ ჰოვარდია.
როგორც გაზეთი Orlando Sentinel წერს, "ორლანდოს" ხელმძღვანელობა დაინტერესებულია თავის რიგებში კრის პოლის ან კარმელო ენტნის მიწვევით. კლუბში მიაჩნიათ, რომ ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად უფრო მეტი სუპერკლასის მოთამაშე ესაჭიროებათ.