NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ვაშინგტონი" ფავორიტებს დაერია

AutoSharing Option
"ოკლაჰომამ", რომელმაც შაბათს, ვაშინგტონში მოულოდნელად შეწყვიტა 10-მატჩიანი მოგებათა სერია, მორიგ წრეზე წავიდა. როგორც ჩანს, ამ გუნდის ლიდერი კევინ დურანტიც აპირებს "30-ქულიანი" მატჩების ახალი სერიის დაწყებას.

"დურანტულას" 31 ქულამ, 8 მოხსნამ და 8 პასმა "მემფისს" არანაირი შანსი არ დაუტოვა "თანდერის" წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ "მემფისი" ის გუნდია, რომელმაც შარშანდელი პლეი ოფის მეორე წრეში სენსაციურად გამოაგდო დურანტი და კომპანია.

მოკლედ, "ოკლაჰომას" დამაჯერებელი რევანში გამოუვიდა. დასავლეთ კონფერენციის ლიდერმა ზედიზედ მეშვიდე საშინაო მატჩი მოიგო, თანაც მეტოქეს მხოლოდ 77 ქულა დააგროვებინა. "მემფისი" ახლა პლეი ოფის ზონაში
შესასვლელად იბრძვის და ეს წაგება მეორე იყო მისთვის ბოლო 13 შეხვედრაში. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ სტუმრების რიგებში ტრავმის გამო ძირითადი გამთამაშებელი მაიკ კონლი არ თამაშობდა.

* * *
ამასობაში, "ვაშინგტონმა" "ოკლაჰომას" ძლევის შემდეგ დასავლეთის კიდევ ერთ ფავორიტს - "პორტლენდს" მოუგო, რითაც მოგება-წაგების 50-პროცენტიან მაჩვენებელს გადააჭარბა, რაც 2009 წლის 31 ოქტომბრის შემდეგ არ მომხდარა. ამ პერიოდში, "უიზარდსმა" მოიგო 120 და წააგო 236 შეხვედრა. თუ ასე გააგრძელა, დედაქალაქური კლუბი ბოლო ექვს წელიწადში პირველად მოხვდება პლეი ოფში.

"ინდიანას" განსაკუთრებული არაფერი უჩვენებია "ორლანდოს" წინააღმდეგ მატჩში. პირველ ტაიმში მეტოქეს 50-პროცენტიანი სიზუსტით ასროლინა და 50 ქულა დააგროვებინა, მაგრამ შესვენების შემდეგ საფირმო სტილში "მოახრჩო" "მეჯიქი". შედეგად, სტუმრებს მეორე ტაიმში 29 ქულითა და 28-პროცენტიანი რეალიზაციით შანსი არ ჰქონდათ.

"ბრუკლინმა" შეწყვიტა სამმატჩიანი წაგებათა სერია. "ფილადელფიასთან" მოგება რამდენიმე ფაქტორმა განსაზღვრა: პოლ პირსის 25 ქულა, შონ ლივინგსტონის 7 ჩაჭრა, კევინ გარნეტის 5 დაფარება (ვეტერანს კარიერაში 2 ათასზე მეტი ბლოკი დაუგროვდა), მეტოქის 26 (!) შეცდომა და მირზა ტელეტოვიჩის 5 ზუსტი სამქულიანი. თუმცა "სიქსერზისთვის" ასეთი კატასტროფული ციფრების მიუხედავად, მას მაინც შეეძლო ბოლოს გამარჯვების მოპოვება, მაგრამ არ გაუმართლა.

არც ისე იოლი აღმოჩნდა "მაიამისთვის" "დეტროიტთან" საშინაო შეხვედრა, თუმცა ლებრონ ჯეიმსის გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში ერთ ქულაზე მეტით ჩამორჩენილი არ ყოფილა. ლებრონის გარდა, ბრწყინვალე თამაში აჩვენა დუეინ უეიდმა, რომელმაც 30 ქულას 10 მოხსნა დაუმატა. სწორედ ამის წყალობით გახდა შესაძლებელი 21 შეცდომის ნიველირება. "პისტონზს" ისღა დარჩენოდა, კაპიტულაცია გამოეცხადებინა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე იბრძოლა.

შარშანდელმა ფინალისტმა "სან ანტონიომ" კი გამონახა ძალები "ნიუ ორლეანთან" გასვლით მატჩში 14-ქულიანი ჩამორჩენის გასაბათილებლად. ვეტერანების დუეტმა, ტიმ დანკანისა და ტონი პარკერის შემადგენლობით, მეორე ნახევარში 37 ქულა დააგროვა და გადაწყვიტა კიდეც მატჩის ბედი. ტექსასელებმა ზედიზედ მეოთხედ და ბოლო 10 მატჩში მეცხრედ აჯობეს ლუიზიანელებს.

"დალასმა" ამ სეზონში ცხრიდან რვა მატჩი მოიგო მაშინ, როცა მისმა ექვსმა მოთამაშემ დააგროვა მინიმუმ 10 ქულა. კაირი ირვინგის მონდომების მიუხედავად, მასპინძლები, უბრალოდ, ყველა კომპონენტში სჯობდნენ "კლივლენდს". დირკ ნოვიცკიმ ისევ გაიხსენა ახალგაზრდობა და ტექსასელთა გუნდში ყველაზე შედეგიანი გახდა.

სასწაულის მოწმენი გახდნენ დენვერელი გულშემატკივრები. მასპინძლების ბოლო შეტევაში ბურთი რენდი ფოიემ მიიღო: ორქულიანი ჩამორჩენის ლიკვიდირება მხოლოდ შორეული ტყორცნით შეიძლებოდა, რადგან ფარქვეშ შესვლისთვის დრო აღარ იყო. მცველს არც უფიქრია, ისე გაისროლა კალათისკენ 9 მეტრიდან და... ჩააგდო! გაოგნებულმა "კლიპერსმა" დამარცხებულმა დატოვა მოედანი.

ინდიანა-ორლანდო 98:79
29:22, 30:28, 16:13, 23:16
ი: გრეინჯერი (16), სტივენსონი (15+12 მოხსნა), ჯორჯი (15), უოტსონი (12), სკოლა (10).
ო: აფლალო (20), ვუჩევიჩი (16+13 მოხსნა), ჰარისი (11), ოლადიპო (6+11 პასი).

მილუოკი-ნიუ იორკი 101:98
18:19, 32:24, 25:26, 26:29
მ: ნაითი (25), მიდლტონი (19), ადეტოკუნბო (15), ილიასოვა (13), ფაჩულია (12), სანდერსი (8+11 მოხსნა).
ნ-ი: ენტონი (36), სმიტი (30), ტ. ჩენდლერი (7+10 მოხსნა).

ვაშინგტონი-პორტლენდი 100:90
32:29, 24:26, 26:14, 18:21
ვ: უოლი (22), არიზა (20), სერაფინი (19), ბილი (13), ნენე (13), გორტატი (6+11 მოხსნა).
პ: ლილარდი (25), ოლდრიჯი (20+10 მოხსნა), ბატუმი (18), ლოპესი (12).

ბრუკლინი-ფილადელფია 108:102
24:16, 30:33, 30:20, 24:33
ბ: პირსი (25), უილიამსი (21), ტელეტოვიჩი (20), ლივინგსტონი (13).
ფ: კარტერ-უილიამსი (21), როუტენი (18), ტ. იანგი (17), ანდერსონი (12).

მაიამი-დეტროიტი 102:96
32:29, 31:28, 21:23, 18:16
მ: უეიდი (30+10 მოხსნა), ჯეიმსი (24+11 პასი), ბოში (17).
დ: ჯენინგსი (26), სტაკი (20), მონრო (17+11 მოხსნა), დრამონდი (12+12 მოხსნა), სმიტი (12).

ნ. ორლეანი-სან ანტონიო 95:102
27:25, 27:17, 22:22, 19:38
ნ-ო: მოროუ (20), გორდონი (19), დევისი (17+16 მოხსნა), რივერსი (10), ტომასი (8+10 მოხსნა).
ს-ა: პარკერი (32), დანკანი (21), ბელინელი (13).

ოკლაჰომა-მემფისი 86:77
20:18, 31:18, 18:25, 17:16
ო: დურანტი (31+8 მოხსნა+8 პასი), იბაკა (21+12 მოხსნა), ჯექსონი (12).
მ: რენდოლფი (13+13 მოხსნა), მ. გასოლი (13), ლი (11), მილერი (11).

დალასი-კლივლენდი 124:107
27:25, 32:27, 35:27, 30:28
დ: ნოვიცკი (23), ელისი (22), დალემბერი (18), ჰარისი (16), რაიტი (14), კალდერონი (11+10 პასი).
კ: ირვინგი (27), დენგი (18), ტომპსონი (17), ჯეკი (12), ბენეტი (11), მაილზი (10), ვარეჟაო (10).

დენვერი-კლიპერსი 116:115
25:29, 35:31, 22:21, 34:34
დ: ფარიდი (28+11 მოხსნა), ლოუსონი (27), ჰიქსონი (17+12 მოხსნა), ფოიე (14), უ. ჩენდლერი (14).
კ: გრიფინი (36+11 მოხსნა), ჯორდანი (19+12 მოხსნა), კროუფორდი (19), ბარნსი (10).

იუტა-ტორონტო 79:94
27:24, 17:31, 18:16, 17:23
ი: მო უილიამსი (23), ბერკსი (20), კანტერი (10).
ტ: დეროზანი (23), ვალანჩუნასი (18), სალმონსი (13), ვასკესი (12), ჯონსონი (11+11 მოხსნა).

საკრამენტო-ჩიკაგო 99:70
24:12, 20:21, 27:24, 28:13
ს: კაზინსი (25+16 მოხსნა), ტომასი (19), გეი (14), ფრედეტი (11).
ჩ: ბატლერი (17), სნელი (11), გიბსონი (11).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული