კარლოსმა დებიუტი ჩააგდო

AutoSharing Option

NBA-ის მოქმედ ჩემპიონს უკვე აშკარა კრიზისი აქვს. გუშინ, "ლეიკერსმა" ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო - პირველად 2007 წლის აპრილის შემდეგ. ამჯერად კალიფორნიული კლუბი "ჰიუსტონმა" გააწბილა. იაო მინისა და აარონ ბრუქსის გარეშე მოთამაშე "რაკეტებმა" წარმატებას უმაღლეს დონეზე ჩატარებული მეოთხე მეოთხედის ხარჯზე მიაღწიეს. არადა, საფინალო სირენამდე სამი წუთით ადრე "ლეიკერსი" ბრაიანტის ზუსტი ტყორცნის შემდეგ წინ იყო - 97:94, მაგრამ გადაწყვეტი მომენტში შეინ ბეტიემ "გაისროლა". ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო დამცველი ამჯერად სნაიპერული თვისებებით გამოირჩა და ორი წუთის განავლობაში ზედიზედ 11 ქულა მოიპოვა. კვლავ ვერ აჩვენეს

საფირმო თამაში კობიმ და პაუ გასოლმა. ბრაიანტმა 24 ცდიდან მხოლოდ ათი ბურთი ჩააგდო, ესპანელმა ფორვარდმა კი 39 წუთში რვა ქულა დააგროვა.

სამაგიეროდ, მეორე ლოსანჯელესურმა კლუბმა შემოგვთავაზა სენსაცია - ლიგის ყველაზე უარესმა გუნდმა ლიდერი "სან ანტონიო" დაამარცხა. "კლიპერსს" საკუთარი ანგარიშები ჰქონდა გასასწორებელი "სპურსთან" - გრეგ პოპოვიჩის გუნდს ზედიზედ 19-ჯერ (!) ჰყავდა დამარცხებული ლოს ანჯელესის მეორე კლუბი.

მაგრამ ამ მატჩებში "კლიპერსს" არ ჰყავდა ბლეიკ გრიფინი. წლევანდელი სეზონის დებიუტანტმა სეზონში მე-12 და ზედიზედ მეექვსე ორმაგი დუბლი შეასრულა - 31 ქულა და 13 მოხსნა. თანაც ნუ დაგვავიწყდება, რომ იუნიორს თვით ტიმ დანკანის წინააღმდეგ უწევდა თამაში.

"ჩიკაგოს" გულშემატკივრები, როგორც იქნა, ეღირსნენ კარლოს ბუზერის გამოჯანმრთელებას. "იუტას" ყოფილი მოთამაშე მომავალი საჩემპიონო გუნდის ერთ-ერთი მთავარ ფიგურად განიხილება, მაგრამ დებიუტი ახალ გუნდში არ გამოუვიდა - ხუთიდან ორი ჩაგდებული ბურთი, ხუთი ქულა და საშინაო განადგურება "ორლანდოსთან".

ამასობაში, კიდევ ერთხელ გაიბრწყინა რასელ უესტბრუკმა და "ოკლაჰომას" კევინ დურანტის გარეშე მოაგებინა. "თანდერის" გამთამაშებელს ერთი პასი არ ეყო სამმაგ დუბლამდე, მაგრამ ამის გარეშეც ბრწყინვალე სტატისტიკა ჰქონდა - 38 ქულა, 15 მოხსნა და ცხრა პასი. როგორც ირკვევა, ბოლო 20 წლის განმავლობაში მხოლოდ ხუთმა მოთამაშემ შეძლო ერთ მატჩში მინიმუმ 35 ქულის, 15 მოხსნისა და 9 პასის დაგროვება. ესენი იყვნენ - ჩარლზ ბარკლი, დანკანი, კევინ გარნეტი, ვინს კარტერი და დევიდ ლი.

ატლანტა-მემფისი 112:109
27:29, 36:28, 23:19, 26:33
ა: ჰორფორდი (20+6 მოხსნა+6 პასი), კროუფორდი (16+8 პასი), პაუელი (16), ბიბი (15+6 პასი), უილიამსი (15), სმიტი (13+8 მოხსნა).
მ: გეი (23, კონლი (22+9 პასი), რენდოლფი (19+19 მოხსნა), გასოლი (16+10 მოხსნა), მაიო (10).

ნიუ ჯერსი-ოკლაჰომა 120:123 (3ო)
22:16, 27:28, 13:27, 31:22, 7:7, 10:10, 10:13
ნ-ჯ: ლოპესი (28+11 მოხსნა), ფარმარი (28+9 პასი), მოროუ (25+5 მოხსნა), აუთლო (16), ჰემფრიზი (6+15 მოხსნა).
ო: უესტბრუკი (38+15 მოხსნა+9 პასი), გრინი (37+5 მოხსნა), ჰარდენი (16+7 მოხსნა), იბაკა (11+6 მოხსნა+4 დაფარება).

ტორონტო-ვაშინგტონი 127:108
34:25, 38:27, 29:29, 26:27
ტ: დეროზანი (20+6 მოხსნა), ბარნიანი (18+8 მოხსნა), უიმსი (18+5 მოხსნა), ბეილესი (16+6 მოხსნა+5 პასი), ბარბოზა (16), კალდერონი (11+8 მოხსნა), დევისი (11+6 მოხსნა).
ვ: მაკგი (21+7 მოხსნა), უოლი (19+8 პასი), ბლეტჩი (17+6 მოხსნა), ჰაინრიხი (15+5 პასი).

მაიამი-დეტროიტი 97:72
29:18, 25:24, 19:9, 24:21
მ: ჯეიმსი (18+6 მოხსნა), ბოში (16+7 მოხსნა), უეიდი (16), ჰოვარდი (12), ჰაუსი (10).
დ: მონრო (15+8 მოხსნა), ვილანუევა (10+6 მოხსნა).

ბოსტონი-პორტლენდი 99:95
20:26, 28:23, 31:23, 20:23
ბ: პირსი (28+7 მოხსნა), გარნეტი (17+8 მოხსნა), დევისი (16+7 მოხსნა), ო'ნილი (14), რონდო (10+10 პასი).
პ: მეტიუზი (23), მილერი (20+6 პასი), ოლდრიჯი (18+6 მოხსნა), როი (18).

ჩიკაგო-ორლანდო 78:107
22:28, 15:33, 25:24, 16:22
ჩ: ნოა (16), როუზი (15), გიბსონი (10).
ო: ნელსონი (24+9 პასი), კარტერი (22+6 მოხსნა), ბასი (17+5 მოხსნა), ჰოვარდი (13+12 მოხსნა), ლუისი (13).

ნიუ ორლეანი-შარლოტი 89:73
28:24, 15:21, 22:17, 24:11
ნ-ო: უესტი (22+6 მოხსნა), ოკაფორი (14+13 მოხსნა), არიზა (10+5 მოხსნა+5 პასი), გრინი (10+5 მოხსნა), პოლი (9+14 პასი+5 მოხსნა).
შ: უოლასი (18), ოგუსტინი (13+6 პასი), დიაო (13), ტომასი (9+10 მოხსნა).

დალასი-მინესოტა 100:86

29:20, 26:23, 28:21, 17:22
დ: მერიონი (16+8 მოხსნა), ბარეა (14), ნოვიცკი (10), ბატლერი (10), ჩენდლერი (9+18 მოხსნა).
მ: ბიზლი (16), ელინგტონი (13), ლავი (12+15 მოხსნა), მილიჩიჩი (12+8 მოხსნა).

ჰიუსტონი-ლეიკერსი 109:99
23:26, 30:30, 23:22, 33:21
ჰ: მარტინი (22), ბატიე (17+6 მოხსნა), სკოლა (14+9 მოხსნა), ბადინგერი (10), ჰილი (10), ლაური (8+10 პასი).
ლ: ბრაიანტი (27), ოდომი (25+11 მოხსნა), ბარნსი (14+8 მოხსნა), ბრაუნი (11).

დენვერი-მილუოკი 105:94
19:22, 26:28, 31:21, 29:23
დ: ნენე (24+9 მოხსნა), სმიტი (20+10 მოხსნა), ბილაპსი (16+9 პასი), ჰარინგტონი (14+7 მოხსნა), ენტონი (14), აფლალო (12).
მ: სალმონსი (21), მაგეტი (17), სანდერსი (14+10 მოხსნა), ჯენინგსი (14+5 მოხსნა).

იუტა-ინდიანა 110:88
35:17, 19:29, 31:22, 25:20
ი: უილიამსი (24+16 პასი), კირილენკო (18+7 მოხსნა), ჯეფერსონი (17+10 მოხსნა), მილსეპი (16+8 მოხსნა), მაილზი (13+5 მოხსნა), ბელი (10).
ი: კოლისონი (16+5 მოხსნა+5 პასი), ჰიბერტი (15+5 მოხსნა), რაში (15), გრეინჯერი (14+7 მოხსნა), დანლივი (11).

კლიპერსი-სან ანტონიო 90:85
25:24, 23:16, 25:28, 17:17
კ: გრიფინი (31+13 მოხსნა), გორდონი (21+6 მოხსნა), ჯორდანი (4+13 მოხსნა).
ს-ა: ჰილი (17), ჯინობილი (15+6 მოხსნა+6 პასი), ჯეფერსონი (13+9 მოხსნა), ნილი (12+5 მოხსნა).

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული