ბუზერი ჩიკაგოში მიდის, დურანტი და ალენი რჩებიან

AutoSharing Option
როგორც ჩანს, კიდევ ერთი ვარსკვლავის მომავალიც გაირკვა. "იუტა ჯაზის" ფორვარდი კარლოს ბუზერი დათანხმდა "ჩიკაგო ბულზის" წინადადებას და კარიერას სწორედ "ხარების" რიგებში გააგრძელებს. იმავე ESPN.com-ის ცნობით, ბუზერი ხუთწლიან და 90-მილიონიან კონტრაქტს გააფორმებს.

გასულ სეზონში ბუზერის მონაგარი 19.5 ქულა, 11.2 მოხსნა და 3.2 შედეგიანი პასი იყო.
ორი მოთამაშე კლუბს არ შეიცვლის. როგორც ირკვევა, "ოკლაჰომა-სიტის" ფორვარდი კევინ დურანტი დათანხმდა თავის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას. "მოხარული ვარ, რომ "ოკლაჰომასთან" ხუთი წლით გავაგრძელებ ხელშეკრულებას", - საკუთარ ვებგვერდზე დაწერა ახალგაზრდა სნაიპერმა.

რეი ალენი კი კიდევ ერთხელ
აპირებს "ბოსტონ სელტიქსთან" ერთად ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლას. "კელტების" ხელმძღვანელობა მოელაპარაკა ვეტერან მცველს კონტრაქტის ორი წლით გაგრძელებაზე. როგორც კლუბის მესვეურებმა გამოაცხადეს, ალენთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება ამ ზაფხულს "ბოსტონის" მთავარი მიზანი იყო.
გასულ სეზონში 34 წლის მცველმა 80 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 16.3 ქულა დააგროვა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული