გასოლი დაიღალა

AutoSharing Option

"ლოს ანჯელეს ლეიკერსის"ერთერთმა ლიდერმა პაუ გასოლმა, შესაძლოა, რეგულარული ჩემპიონატის მორიგი მატჩი გამოტოვოს, თუმცა თავად ესპანელი დარწმუნებულია, რომ ბარძაყის ტრავმის მიუხედავად შეძლებს დღეს "საკრამენტო კინგზის" წინააღმდეგ მოედანზე გასვლას. პაუ სამედიცინო ტესტს გაივლის და ამის შემდეგ გაირკვევა, მოახერხებს თუ არა ის თამაშს.

ამავდროულად, გასოლმა აღიარა, რომ რამდენიმე წამყვანი მოთამაშის ტრავმის გამო დატვირთვები ერთი ორად გაიზარდა და ამან უარყოფითად იმოქმედა ესპანელის ფიზიკურ მდგომარეობაზე. ბოლო ტურებში პაუ ისეთი შედეგიანი არ არის, როგორიც რეგულარული ჩემპიონატის სტარტზე იყო.

"ფეხი ჯერ ისევ მტკივა და უსიამოვნო შეგრძნება არ

გასულა. ახლა ჩვენ არ გვყოფნის მოთამაშეები, ამიტომაც არსებული სიცარიელის შევსება მე მიწევს. ამას მომავალშიც გავაკეთებ, მთავარია, ჯანმრთელობა არ გავიუარესო. აუცილებელია მაქსიმალურად მოვინდომო და ბიჭების დაბრუნებას დაველოდო.

დღეს ფილ ჯექსონმა მითხრა, რომ იმაზე ორი წუთით მეტს ვთამაშობ, ვიდრე შარშანდელ სეზონში. ვიღაცას შეიძლება მოეჩვენოს, რომ ეს არც ისე ბევრია, მაგრამ უკვე ვგრძნობ, რამდენად გადაღლილი ვარ. ბოლო პერიოდში ბარძაყის კუნთზე ძლიერი დატვირთვები მქონდა და ამან ძალიან იმოქმედა ძველ ტრავმაზე", - ამბობს გასოლი ESPN-თვის მიცემულ ინტერვიუში.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული