რთული უქმეები ჰქონდა აღმოსავლეთი კონფერენციის ერთ-ერთ ფავორიტ "ორლანდო მეჯიქს". ამ გუნდის ერთბაშად ოთხ წამყვან კალათბურთელს - დუაიტ ჰოვარდს, ჯამირ ნელსონს, ჯეი ჯეი რედიკსა და მიკაელ პიეტრულს უცნობი ვირუსი შეეყარათ და ზედიზედ ორი შეხვედრის გამოტოვება მოუწიათ. "მეჯიქი" ფაქტობრივად რვა კალათბურთელის ამარა დარჩა, თუმცა პირველ შეხვედრაში "დეტროიტის" წინააღმდეგ პატარა გმირობა ჩაიდინა და სტუმრად 13 ქულით გაიმარჯვა. განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი ვინს კარტერმა და ბრენდონ ბასმა, რომლებმაც ჯამური 27 ტყორცნიდან 21 კალათში მოათავსეს.
მაგრამ კვირას მეორე გმირობისთვის "ორლანდოს" ძალა აღარ ეყო. "მილუოკისთან" მატჩში საქმე
"ძალიან უკმაყოფილო დავრჩი საკუთარი თამაშით. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ საკუთარი პარტნიორები დავაღალატე", - ასეთი კომენტარი გაუკეთა რვა გაფუჭებულ საჯარიმო ბოგუტმა. ავსტრალიელმა ძალიან მკაცრად შეაფასა საკუთარი თამაში. ენდრიუ ზურგის ტრავმით გამოწვეული ხუთმატჩიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა მოედანზე და 31 ქულა, 18 მოხსნა, 2 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება დააგროვა.
* * *
როგორც ჩანს, კრიზისი დაძლია "მაიამი ჰიტმა", რომელმაც ოთხ მატჩამდე გაზარდა წარმატებული სერია. ფლორიდელებმა აღმოსავლეთში მთავარ კონკურენტს "ატლანტა ჰოქსს" მოუგეს. არადა, "ჰიტი" სერიოზული საფრთხის წინაშე იდგა, რადგან "დიდ ტრიოს" პარტნიორებისგან არანაირი დახმარება არ ჰქონია. "მაიამიმ" ჯამში 89 ქულა დააგროვა და აქედან 75 ქულა ლებრონ ჯეიმსის, კრის ბოშისა და დუეინ უეიდის ანგარიშზე მოდიოდა (სხვათა შორის, "ატლანტას" ჯამური მონაგარი მხოლოდ 77 ქულას შეადგენდა). მასპინძლების "მაღლებმა" - ჟიდრუნას ილგაუსკასმა, ჯუვან ჰოვარდმა, ერიკ დამპიემ და ჯოელ ენტონიმ მხოლოდ ხუთი ტყორცნა შეასრულეს და თავიანთი გუნდისთვის ერთი ქულაც არ მოუტანიათ.
მიუხედავად ამისა, "მაიამიმ" ბრწყინვალედ ჩატარებული ბოლო მეოთხედის წყალობით დაამარცხა "ატლანტა" და აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე გადაინაცვლა.
* * *
თანდათან აუთსაიდერად ყალიბდება "პორტლენდი", რომელსაც უკვე ექვსმატჩიანი წაგებათა სერია აქვს. გუნდის დამრიგებელმა ნეიტ მაკმილანმა აღიარა, რომ მის შეგირდებს აღარ ესმით მწვრთნელის დარიგებები და არ იციან, როგორი კალათბურთით უნდა მიაღწიონ წარმატებას.
"მე მათ ვკითხე - რა ხდება გუნდში? - მაგრამ ვერც ერთმა პასუხი ვერ გამცა. ვცდილობთ კორექტივების შეტანას, ვარჯიშებზე სპეციალურ დავალებებს ვაძლევთ, შეცდომებზე ვმუშაობთ, მაგრამ გადიან მოედანზე და ძველებურად თამაშს აგრძელებენ. ჩემი აზრით, უბრალოდ არ ესმით, რას ვითხოვ მათგან", - ამბობს "პორტლენდის" დამრიგებელი.
გუნდის ლიდერმა ბრენდონ როიმაც დაადასტურა, რომ "ბლეიზერსი" ცუდ მდგომარეობაში იმყოფება: "გუნდი აშკარად ჩამოუყალიბებელია და ჯერ არ ვიცი, როგორ უნდა გამოსწორდეს სიტუაცია. ვფიქრობ, მწვრთნელიც იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ არ იცის რა კორექტივები შეიტანოს თამაშში. კარგია, თუ ერთად მოვაგვარებთ ამ პრობლემას და ვიპოვნით კრიზისიდან გამოსასვლელ გზებს".
3 დეკემბერი
ვაშინგტონი-საკრამენტო 83:79
18:24, 16:22, 23:10, 26:23
ვ: ბლეტჩი (19+9 მოხსნა), არენასი (15+6 პასი), მაკგი (13+10 მოხსნა+5 დაფარება), ჰაინრიხი (11+5 პასი), უოლი (10).
ს: როი (18), ოლდრიჯი (16+15 მოხსნა), მილერი (12+7 მოხსნა), ბატუმი (11+6 მოხსნა).
ტორონტო-ოკლაჰომა 111:99
28:25, 24:34, 34:18, 25:22
ტ: ბარნიანი (26+12 მოხსნა), ბარბოზა (22), ჯონსონი (14+9 მოხსნა), დეროზანი (14), უიმსი (10), კალდერონი (8+15 პასი).
ო: უესტბრუკი (20+7 პასი), ჰარდენი (20), გრინი (17+7 პასი), კრსტიჩი (10).
შარლოტი-ნიუ ჯერსი 91:84 (ო)
18:16, 15:16, 27:16, 19:31, 12:5
შ: ჯექსონი (25+6 პასი), ოგუსტინი (15+6 მოხსნა), მუჰამედი (14+11 მოხსნა), უოლასი (12+13 მოხსნა+5 დაფარება), ტომასი (12), დიაო (11+16 მოხსნა+8 პასი).
ნ-ჯ: აუთლო (21+6 მოხსნა), მოროუ (19), ფარმარი (16+10 პასი), ლოპესი (13).
ატლანტა-ფილადელფია 93:88
18:26, 28:28, 23:20, 24:14
ა: უილიამსი (22), ჰორფორდი (15+14 მოხსნა+6 პასი), კროუფორდი (15).
ფ: ბრენდი (16+14 მოხსნა), უილიამსი (12+6 პასი), ტერნერი (11), იგუოდალა (10+8 მოხსნა+8 პასი).
დეტროიტი-ორლანდო 91:104
26:24, 29:30, 18:24, 18:26
დ: პრინსი (30+5 პასი), ვილანუევა (15), სტაკი (11+7 პასი), ჰემილტონი (10).
ო: ბასი (27), კარტერი (25+9 პასი), რიჩარდსონი (15+7 მოხსნა), ლუისი (15).
ბოსტონი-ჩიკაგო 104:92
31:19, 22:29, 29:19, 22:25
ბ: გარნეტი (20+17 მოხსნა+6 პასი), პირსი (18), ალენი (14), რონდო (12+19 პასი+6 მოხსნა), ო'ნილი (12).
ჩ: როუზი (20+8 პასი), დენგი (15+6 მოხსნა), ნოა (14+10 მოხსნა), ბუზერი (12), გიბსონი (10+8 მოხსნა).
ნიუ ორლეანი-ნიუ იორკი 92:100
26:21, 27:34, 20:24, 19:21
ნ-ო: არიზა (21+9 მოხსნა), პოლი (17+10 მოხსნა), სმიტი (12), ოკაფორი (11+14 მოხსნა+5 დაფარება).
ნ-ი: სტაუდმაიერი (34+10 მოხსნა), ფელტონი (17+13 პასი), ჩენდლერი (14+9 მოხსნა), გალინარი (13), უილიამსი (13).
მემფისი-ჰიუსტონი 111:127
31:38, 29:31, 30:29, 21:29
მ: გეი (29), გასოლი (20+7 მოხსნა+5 პასი), კონლი (19+8 პასი), რენდოლფი (14+8 მოხსნა).
ჰ: ლაური (28+12 პასი), მარტინი (28), მილერი (23+7 მოხსნა), ლი (16), სკოლა (15), ბატიე (12+5 პასი).
სან ანტონიო-მინესოტა 107:101
25:25, 28:29, 18:32, 36:15
ს-ა: დანკანი (22+10 მოხსნა+5 პასი+4 დაფარება), პარკერი (20+5 პასი), ჰილი (20), ჯინობილი (16), ჯეფერსონი (15+10 მოხსნა).
მ: ბიზლი (28+6 მოხსნა), ლავი (25+18 მოხსნა), რიდნური (14+7 პასი), ბრიუერი (14).
დენვერი-კლიპერსი 109:104
25:29, 24:19, 32:29, 28:27
დ: ენტონი (26), სმიტი (21), ბილაპსი (17+5 პასი), ნენე (11+7 მოხსნა), ლოუსონი (11).
კ: გორდონი (24), გრიფინი (17+12 მოხსნა), კუკი (13), კამანი (10+6 მოხსნა).
ფინიქსი-ინდიანა 105:97
20:28, 32:31, 22:17, 31:21
ფ: ფრაი (29), რიჩარდსონი (21), ნეში (12+11 პასი), დადლი (12).
ი: რაში (21), მაკრობერტსი (16+9 მოხსნა), დანლივი (16+8 მოხსნა), ფორდი (10+9 პასი).
ლეიკერსი-საკრამენტო 113:80
21:16, 31:19, 30:17, 31:28
ლ: ბრაიანტი (22), ოდომი (16+7 მოხსნა), გასოლი (16+5 პასი), ბრაუნი (14), ბლეიკი (11), კერეკტერი (10).
ს: ტომპსონი (19+10 მოხსნა), ევანსი (15), ჯეტერი (11).
იუტა-დალასი 81:93
20:23, 23:16, 19:27, 19:27
ი: მილსეპი (21+7 მოხსნა), ჯეფერსონი (18+8 მოხსნა), უილიამსი (12+7 პასი).
დ: ნოვიცკი (26+6 მოხსნა), ბატლერი (16), კიდი (15+7 პასი), ტერი (12+5 პასი+5 ჩაჭრა).
4 დეკემბერი
მაიამი-ატლანტა 89:77
26:15, 24:21, 13:25, 26:16
მ: ბოში (27+10 არლქრპრვ), უეიდი (26+10 მოხსნა), ჯეიმსი (22+7 მოხსნა).
ა: ჰორფორდი (22+9 მოხსნა), პაუელი (12+6 მოხსნა), კროუფორდი (12), სმიტი (11), ბიბი (10+6 პასი+5 მოხსნა).
ფილადელფია-შარლოტი 109:91
32:16, 24:29, 29:22, 24:24
ფ: მიქსი (26), იანგი (20), ბრენდი (15+10 მოხსნა), იგუოდალა (15+7 პასი+5 მოხსნა), ჰოლიდეი (15+7 პასი).
შ: დიაო (19+6 პასი), ჯექსონი (18), ბრაუნი (12+7 მოხსნა), ოგუსტინი (12).
ჩიკაგო-ჰიუსტონი 119:116 (ო)
25:23, 31:21, 25:35, 28:30, 10:7
ჩ: როუზი (30+11 პასი+7 მოხსნა+5 ჩაჭრა), ბუზერი (25+9 მოხსნა), დენგი (15), ნოა (13+12 მოხსნა), კორვერი (12).
ჰ: სკოლა (27+8 მოხსნა), მილერი (20), მარტინი (14), ბატიე (12+7 მოხსნა).
მინესოტა-კლივლენდი 129:95
37:24, 36:30, 29:17, 27:24
მ: ლავი (28+19 მოხსნა), ჯონსონი (20+6 მოხსნა), ელინგტონი (16), ბრიუერი (15), მილიჩიჩი (14+9 მოხსნა), ტელფეირი (10+7 პასი).
კ: სეშენსი (18+6 პასი), ჯეიმისონი (17), უილიამსი (11+6 მოხსნა), პოუ (10+6 მოხსნა).
მილუოკი-ორლანდო 96:85
24:16, 25:26, 20:20, 27:23
მ: ბოგუტი (31+18 მოხსნა), ჯენინგსი (27+7 მოხსნა+6 პასი), სალმონსი (16).
ო: კარტერი (20+7 მოხსნა+6 პასი), რიჩარდსონი (16), ლუისი (13+7 მოხსნა), ბასი (12+8 მოხსნა).
საკრამენტო-დალასი 103:105
37:28, 18:26, 25:26, 23:25
ს: ევანსი (25+8 პასი+5 მოხსნა), გრინი (19), კაზინსი (17+11 მოხსნა), უდრიხი (16+6 პასი).
დ: ნოვიცკი (25+5 მოხსნა+5 პასი), ტერი (23), ბატლერი (13+5 მოხსნა), ჩენდლერი (10+7 მოხსნა).