"დენვერ ნაგეტსმა" "შარლოტთან" ვიზიტამდე შამპანური მოიმარაგა - გამარჯვების შემთხვევაში ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ჯორჯ კარლი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მეათასე გამარჯვებას იზეიმებდა. ზეიმის მოწყობის შანსი დიდი იყო, რადგან "დენვერი" კარგ ფორმაში იმყოფება და ამ შეხვედრას შვიდმატჩიანი მოგებათა სერიით შეხვდა, თანაც მეტოქეც მოკრძალებული ჰყავდა.
კოლორალოელთა სამწუხაროდ, მათ შამპანურის გახსნა არ დასცალდათ და კარლის ანგარიშზე 999 გამარჯვება დარჩა. არადა, ჯორჯს საიუბილეო მოგება სწორედ ჩრდილოეთ კაროლინაში უნდოდა, სადაც უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული. "ნაგეტსს" შეეძლო ამ მატჩში წარმატების მიღწევა, მაგრამ ბოლო წამებზე ჩონსი ბილაპსმა ხელსაყრელი სიტუაციიდან
"შარლოტის" წინააღმდეგ სათამაშოდ წელიწადში ერთხელ ჩამოვდივართ, თანაც ჩემი მეგობრის ლარი ბრაუნის გუნდის წინააღმდეგ თამაშის ყოველთვის რთულია, - თქვა მატჩის შემდეგ კარლმა. - სამუდამოდ დამამახსოვრდებოდა მეათასე მატჩის სწორედ ამ ქალაქში მოგება. იმედი მაქვს, იუბილეს, რაც შეიძლება მალე ვიზეიმებ. ამ წაგების გამო კი მხოლოდ საკუთარ თავს ვადანაშაულებ. საფინალო სირენამდე შვიდი წამით ადრე საკუთარ ფართან მოვხსენით ბურთი და მე ტაიმ-აუტი არ ავიღე. ამის ნაცვლად ბილაპსს ვენდე. უნდა ვნახო ვიდეოჩანაწერი და გავარკვიო, სად შევცდი".
საინტერესოა, რომ "დენვერი" წუთნახევრით ადრე, ბორის დიაოს ტყორცნის შემდეგ რვა ქულას აგებდა - 91:99. მაგრამ ამის შემდეგ ჯეი არ სმიტმა დროულად ჩააგდო სამქულიანი, ნენე ილარიომ და ბილაპსმა საჯარიმოები გამოიყენეს და მაყურებელმა დაძაბული ბოლო წამები იხილა. სტუმრებმა დაცვაში იყოჩაღეს, მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბილაპსმა უმნიშვნელოვანესი ბურთის ჩაგდება ვერ მოახერხა. გადამწყვეტი ტყორცნის ოსტატმა მთელი მოედანი გაიარა და ექვსი მეტრიდან ისროლა. პრაქტიკულად ჩავარდნილი ბურთი კალათიდან ამოვარდა და "დენვერის" სერია ამით შეწყდა.
ატლანტა-ნიუ ჯერსი 116:101
27:26, 33:21, 23:24, 33:30
ა: სმიტი (34+7 პასი), კროუფორდი (26), ჰორფორდი (24+10 მოხსნა+6 პასი).
ნ-ჯ: ლოპესი (24), ჰარისი (18+13 პასი), ფარმარი (16), მოროუ (10), ჯეიმსი (10).
ფილადელფია-კლივლენდი 117:97
35:26, 31:28, 23:20, 28:23
ფ: ტ. იანგი (26+11 მოხსნა), ლ. უილიამსი (19), ჰოლიდეი (16+7 პასი), მიქსი (16), იგუოდალა (13+6 მოხსნა+7 პასი), ჰაუსი (10+12 მოხსნა).
კ: ჰიქსონი (18), გიბსონი (16), მ. უილიამსი (15+7 პასი), სეშენსი (11), ჯეიმისონი (10).
შარლოტი-დენვერი 100:98
21:16, 31:31, 24:29, 24:22
შ: ჯექსონი (23+9 მოხსნა+7 პასი), უოლასი (20+9 მოხსნა), ოგუსტინი (18), ტომასი (16).
დ: ბილაპსი (25), ენტონი (22+7 მოხსნა), სმიტი (14), ნენე (12+7 მოხსნა).
დალასი-გ. სტეიტი 105:100
27:26, 23:22, 21:24, 34:28
დ: ნოვიცკი (25), ტერი (20), ბატლერი (19+6 მოხსნა), მაინმი (12+10 მოხსნა), კიდი (3+7 პასი).
გ-ს: კარი (21), ლი (20+8 მოხსნა+7 პასი), ელისი (18+7 პასი), რაიტი (17+11 მოხსნა), ბიედრინში (8+11 მოხსნა).
ჰიუსტონი-დეტროიტი 97:83
29:24, 25:21, 21:21, 22:17
ჰ: სკოლა (35+12 მოხსნა), ლოური (22+12 პასი), მარტინი (21).
დ: სტაკი (18), დეი (12), მაკგრეიდი (11), პრინსი (10+8 მოხსნა).
პორტლენდი-ფინიქსი 106:99
29:23, 22:24, 18:28, 37:24
პ: მეტიუზი (24), ოლდრიჯი (20+6 მოხსნა), როი (20+5 მოხსნა+5 პასი), ბატუმი (12), მილსი (9+7 პასი).
ფ: ნეში (24+15 პასი), ჰილი (23+8 მოხსნა), ფრაი (13+7 მოხსნა), დადლი (13).
ლეიკერსი-ვაშინგტონი 115:108
36:23, 33:33, 18:28, 28:24
ლ: ბრაიანტი (32), ოდომი (24+7 მოხსნა), პ. გასოლი (21+14 მოხსნა+8 პასი).
ვ: იანგი (30), არენასი (23), უოლი (22+14 პასი), ბუკერი (14).