სრული ხელფასი ქველმოქმედებისთვის

AutoSharing Option

"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ვეტერანი ვარსკვლავი რონ არტესტი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მთავარ ქველმოქმედად ჩამოყალიბდა. სკანდალურად ცნობილი კალათბურთელი მზად არის 2011-12 წლების სეზონისთვის განკუთვნილი ხელფასი მთლიანად ქველმოქმედებას მოახმაროს. ეს თანხა კი არც მეტი, არც ნაკლები - 6,79 მილიონ დოლარს შეადგენს. როგორც არტესტი ამბობს, ის ამ მილიონებს ფსიქიურად დაავადებულ ადამიანებს მოახმარს.

"2011 წლის პირველ ივლისს გამოვაცხადებ, რა თანხას შევწირავ ამ საქმეს. შესაძლოა, ეს იყო ჩემი ხელფასის 100 პროცენტი, შესაძლოა, უფრო ნაკლები. ჯერ არ გადამიწყვეტია. რაც მთავარია, ოჯახი მხარში მიდგას, რადგან ჩემი გამოხდომების გამო

ჩვენ ერთხელ უკვე დავკარგეთ 7 მილიონი (არტესტი "დეტროიტის" გულშემატკივრებთან ჩხუბისთვის 73 მატჩით იყო დისკვალიფიცირებული და ამ პერიოდში ხელფასს არ იღებდა), ახლა კი ეს ფული ქველმოქმედებას მოხმარდება. მომავალ კვირას ვაშინგტონში პრეზიდენტ ობამას ვხვდებით, თუმცა მე არ ვაპირებ თავი მოვაბეზრო მას საქველმოქმედო პროგრამებით. ვფიქრობ, ამის შესახებ ისედაც კარგად იცის. მე უბრალოდ მინდა გაჭირვებულ ადამიანებს დავეხმარო", - განაცხადა არტესტმა.

რონმა წელს ერთი საქველმოქმედო აქცია უკვე ჩაატარა - აუქციონზე გაყიდა შარშან მოგებული საჩემპიონო ბეჭედი და აღებული ფული ამ შემთხვევაშიც ფსიქიურად დაავადებულ ადამიანებს მოახმარა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული