უეიდის უქმეები

AutoSharing Option

"დენვერ ნაგეტსის" მთავარმა მწვრთნელმა ჯორჯ კარლმა მესამე ცდიდან შეძლო კარიერაში მეათესე გამარჯვების მოპოვება. მისმა გუნდმა "ტორონტოსთან" გასვლით შეხვედრა კარმელო ენტონის გარეშე ჩაატარა და მიუხედავად ამისა, 123:116 გაიმარჯვა. სტუმრებისგან საუკეთესოები ელ ჰარინგტონი (31 ქულა) და ნენე ილარიო (26) იყვნენ. სხვათა შორის, კარიერაში მე-900 გამარჯვებაც კარლმა ტორონტოში მოიპოვა - 2008 წლის 31 დეკემბერს. აქამდე 1000 მოგება ექვს მწვრთნელს ჰქონდა: დონ ნელსონს, ლენი უილკენსს, პატ რაილის, ჯერი სლოუნს, ფილ ჯექსონსა და ლარი ბრაუნს.

უქმეების გმირი გახდა "მაიამი ჰიტის" მცველი დუეინ უეიდი. შაბათს, "გოლდენ

სტეიტთან" მატჩი იმით დაიწყო, რომ დუეინი "მეომრების" ცენტრ ანდრის ბიედრინშს შეეჯახა და ძლივს მიაღწია სათადარიგოთა სკამამდე. რამდენიმე წუთის შემდეგ უეიდი მოედანზე დაბრუნდა და შურისძიებაც დაიწყო. მაიამელმა თამაშიდან 20 ტყორცნა შეასრულა და 12 ჩააგდო. აღსანიშნავია, რომ თორმეტივე შეტევა მან ფაქვეშ შესვლით დაასრულა. ამას დაემატა 10 ზუსტი საჯარიმო და ჯამში დუეინმა 34 ქულა დააგროვა. მას სულ მცირედი არ ეყო სამმაგ დუბლამდე - 7 პასი და 9 მოხსნა. ეს მოგება "მაიამისთვის" ზედიზედ მეშვიდე იყო და მან სამხრეთ-აღმოსავლეთი დივიზიონის პირველ ადგილზე "ორლანდო" ჩაანაცვლა.

მაგრამ "ჰიტი" და უეიდი ამით არ დაკმაყოფილდნენ და მეორე დღეს "საკრამენტო" გაანადგურეს. უეიდმა ამჯერად 36 ქულა ჩააგდო. აღსანიშნავია, რომ ეს კალათბურთელი ბოლო ხუთი მატჩია მინიმუმ 25 ქულას აგროვებს.

უფრო შთამბეჭდავია ამარე სტაუდმაიერის სერია. ამ მძიმე ფორვარდის ბრწყინვალე თამაშის წყალობით "ნიუ იორკ ნიქსს" უკვე შვიდმატჩიანი მოგებათა სერია აქვს. ამჯერად მაიკ დ'ანტონის გუნდმა "ვაშინგტონს" მოუგო, ამარეს ანგარიშზე კი 36 ქულა და 10 მოხსნა იყო. ამარემ ზედიზედ მეშვიდე მატჩში დააგროვა 30-ზე მეტი ქულა, რითაც გაიმეორა ვილი ნოლსის საკლუბო რეკორდი, რომელიც 1962 წელს იყო დამყარებული.

სტატისტიკის თემას გავაგრძელებთ და აუცილებლად აღვნიშნავთ "ლეიკერსის" ლიდერის კობი ბრაიანტის კიდევ მიღწევას. "ჩიკაგოს" წინააღმდეგ კობიმ 23 ქულა დააგროვა და NBA-ის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მე-11 ადგილზე გადაინაცვლა - ბრაიანტმა ჯონ ჰავლიჩეკს გაუსწრო. ახლა კალიფორნიელის ვარსკვლავის ანგარიშზე 26 398 ქულა მოდის. კობის შემდეგი სამიზნე ლეგენდარული დომინიკ უილკინსია - მე-10 ადგილამდე ლეიკერსელს 270 ქულა აშორებს.

"ლეიკერსისა" და "ჩიკაგოს" მატჩი ცენტრალური იყო გასულ უქმეებზე. გარდა იმისა, რომ ერთმანეთის პირისპირ წარსდგნენ კობი ბრაიანტი და დერიკ როუზი, ეს შეხვედრა იმითაც იყო გამორჩეული, რომ, შესაძლოა, ჩიკაგოში მწვრთნელის რანგში ბოლოჯერ ჩავიდა ფილ ჯექსონი, ვინც, თავის დროზე, "ხარებს" ექვსჯერ მოაპოვებინა ტიტული. ესეც დამატებითი ინტრიგა იყო.
საწყის მეოთხედში "ლეიკერსის" რიგებში პრაქტიკულად არავის გამოუვიდა თამაში მეტ ბარნსის გარდა. მისმა ათმა ქულამ და შვიდმა მოხსნას სტუმრები ათი ქულით გაიყვანა წინ, მაგრამ შემდეგ კალიფორნიელთა აქტიურობისგან არაფერი დარჩა. მეორე მეოთხედში მათ მხოლოდ 10 ქულა დააგროვეს, დიდ შესვენებამდე ბოლო ექვს წუთში კი მხოლოდ ერთი ბურთი ჩააგდეს, რითაც "ჩიკაგო" 16:2 გაიქცა და მეორე ტაიმის წინ ოთხქულიანი უპირატესობა მიიღო - 36:32.

მეორე ტაიმში გუნდები უფრო აქტიურად ათამაშდნენ და ეს მატჩის შედეგიანობასაც დაეტყო. ასე მაგალითად, მეტოქეებმა მესამე მეოთხედში ერთად 56 ქულა ჩააგდეს, რომელთაგანაც 30 "ხარებისა" იყო. "ჩიკაგო" თანდათან ზრდიდა უპირატესობას და საფინალო სირენამდე წინ იყო - 81:69. მიუხედავად ამისა, "ლეიკერსი" არ დანებდა და საპასუხო 8:0 გაქცევა მოაწყო. თუმცა მატჩის ბოლოს მაყურებელმა დერიკ როუზის სოლო იხილა. 22 წლის გამთამაშებელმა ბოლოს ორი უმნიშვნელოვანესი ბურთი ჩააგდო და თავის გუნდს ბოლო ოთხ წელიწადში პირველად მოაგებინა "ლეიკერსთან" - 88:84. სხვათა შორის, 84 ქულა ყველაზე დაბალი შედეგიანობაა კალიფორნიელებისთვის ამ სეზონში.


10 დეკემბერი
ინდიანა-შარლოტი 100:92
30:22, 27:28, 22:19, 21:23
ი: გრეინჯერი (18), რაში (16), დანლივი (15+6 მოხსნა), ჰიბერტი (13+14 მოხსნა+6 პასი), მაკრობერტსი (11), კოლისონი (10+7 პასი).
შ: უოლასი (26+13 მოხსნა), ჯექსონი (15+8 პასი), მუჰამედი (13+5 დაფარება), მაკგუაიერი (10+6 მოხსნა), ბრაუნი (4+12 მოხსნა).

ვაშინგტონი-ნიუ იორკი 95:101
23:19, 31:30, 19:27, 22:25
ვ: არენასი (20+6 პასი), იანგი (17), ბლეტჩი (16), ჰაინრიხი (13), მაკგი (10+10 მოხსნა).
ნ-ი: სტაუდმაიერი (36+10 მოხსნა+5 პასი), ჩენდლერი (16+8 მოხსნა), გალინარი (16), ფელტონი (13), ფილდსი (11+6 მოხსნა).

ტორონტო-დენვერი 116:123
33:39, 32:35, 21:24, 30:25
ტ: კლეიზა (26+12 მოხსნა), ბარნიანი (24), ბარბოზა (22), უიმსი (21+7 მოხსნა).
დ: ჰარინგტონი (31+6 მოხსნა), ნენე (26+6 მოხსნა), ბილაპსი (21+8 პასი), ფორსბი (15+6 მოხსნა), სმიტი (11).

ნიუ ორლეანი-ოკლაჰომა 92:97
32:31, 27:21, 12:22, 21:23
ნ-ო: უესტი (24+13 მოხსნა), პოლი (18+7 პასი+5 ჩაჭრა), ბელინელი (15), ჯეკი (13).
ო: უესტბრუკი (29+10 პასი), დურანტი (25+6 პასი), იბაკა (18+9 მოხსნა), გრინი (13+8 მოხსნა).

ჩიკაგო-ლეიკერსი 88:84
12:22, 24:10, 30:26, 22:26
ჩ: როუზი (29+9 პასი), დენგი (14), კორვერი (13), ბუზერი (10+11 მოხსნა), ბრიუერი (10).
ლ: ბრაიანტი (23+7 პასი), გასოლი (21+8 მოხსნა), ოდომი (18+8 მოხსნა), ბარნსი (10+7 მოხსნა).

მინესოტა-დეტროიტი 109:99
19:23, 31:24, 26:23, 33:29
მ: ლავი (27+18 მოხსნა), რიდნური (20+10 პასი), ბიზლი (12+7 მოხსნა), მილიჩიჩი (11+7 დაფარება), ჯონსონი (11), ბრიუერი (10).
დ: ჰემილტონი (26), სტაკი (19+6 პასი), პრინსი (10+6 მოხსნა).

მილუოკი-ჰიუსტონი 97:91
27:24, 20:19, 26:28, 24:20
მ: ბოგუტი (24+22 მოხსნა+5 დაფარება), ჯენინგსი (19), სალმონსი (17+6 მოხსნა+5 პასი), ილიასოვა (13), მაგეტი (10).
ჰ: მარტინი (23), ლი (16), ლაური (11), სკოლა (10+6 მოხსნა), ტეილორი (10).

სან ანტონიო-ატლანტა 108:92
26:21, 27:27, 18:21, 37:23
ს-ა: ჯეფერსონი (18), ჯინობილი (18), პარკერი (17+6 პასი), ბლეირი (16+12 მოხსნა), ჰილი (16), დანკანი (12).
ა: კროუფორდი (23+5 პასი), ჰორფორდი (19+9 მოხსნა), უილიამსი (15+7 მოხსნა), სმიტი (15+5 პასი).

ფინიქსი-პორტლენდი 94:101
22:28, 31:33, 20:26, 21:14
ფ: ნეში (24+7 მოხსნა+5 პასი), ჰილი (17), უორიკი (14+6 მოხსნა), ფრაი (12+7 მოხსნა), თურქოგლუ (11).
პ: როი (26+6 პასი), ოლდრიჯი (23), კემბი (16+18 მოხსნა), მეტიუზი (16), მილერი (10+9 პასი).

იუტა-ორლანდო 117:105
30:31, 28:26, 24:15, 35:33
ი: უილიამსი (32+9 პასი), მაილზი (26), მილსეპი (22+5 პასი), კირილენკო (17+13 მოხსნა+5 პასი), ჯეფერსონი (16+8 მოხსნა).
ო: ნელსონი (19+10 პასი), ბასი (18+8 მოხსნა), კარტერი (17), ლუისი (15), ჰოვარდი (14+12 მოხსნა), რედიკი (14).

გ. სტეიტი-მაიამი 84:106
20:26, 25:22, 20:36, 19:22
გ-ს: ელისი (20+7 პასი), ლი (13+8 მოხსნა), უილიამსი (13), რაიტი (12+10 მოხსნა).
მ: უეიდი (34+9 მოხსნა+7 პასი), ჯეიმსი (25+9 პასი+7 მოხსნა), ბოში (16+7 მოხსნა).


11 დეკემბერი
კლიპერსი-მემფისი 83:84
27:19, 20:22, 19:22, 21:17
კ: გორდონი (25), გრიფინი (19+11 მოხსნა+5 პასი), კუკი (13), ჯორდანი (10+14 მოხსნა).
მ: რენდოლფი (18+13 მოხსნა), გამოლი (17+8 მოხსნა), მაიო (13), გეი (12).

ატლანტა-ინდიანა 97:83
16:14, 32:21, 27:25, 22:23
ა: კროუფორდი (25), სმიტი (21+7 მოხსნა), ჰორფორდი (16+16 მოხსნა+8 პასი), უილიამსი (10).
ი: დანლივი (16+9 მოხსნა), გრეინჯერი (14), რაში (14), ფორდი (10).

შარლოტი-ბოსტონი 62:93
16:20, 16:22, 15:22, 15:29
შ: მუჰამედი (14), ჯექსონი (13+7 პასი).
ბ: დევისი (16+7 მოხსნა), ალენი (16+6 მოხსნა), გარნეტი (13+11 მოხსნა), ერდენი (10+7 მოხსნა).

დეტროიტი-ტორონტო 116:120
29:28, 43:25, 27:30, 17:37
დ: უოლასი (23+14 მოხსნა+5 ჩაჭრა), სტაკი (23+12 პასი), ვილანუევა (17), პრინსი (12+8 მოხსნა), ჰემილტონი (11), მონრო (10).
ტ: ბეილესი (31+7 პასი), ბარბოზა (22+7 პასი), ბარნიანი (22), დეროზანი (16), კლეიზა (11).

ჩიკაგო-მინესოტა 113:82
27:18, 31:19, 29:28, 26:17
ჩ: როუზი (21+7 პასი), დენგი (19), ბუზერი (17+7 მოხსნა), გიბსონი (12+10 მოხსნა), კორვერი (12), ნოა (9+10 მოხსნა+6 დაფარება).
მ: ლავი (23+15 მოხსნა), ბიზლი (16+6 მოხსნა).

დალასი-იუტა 103:97
34:19, 20:23, 27:28, 22:27
დ: ნოვიცკი (31+15 მოხსნა), სტივენსონი (17), ბატლერი (16), ტერი (14).
ი: უილიამსი (34+6 პასი), მილსეპი (16+8 მოხსნა), პრაისი (14), მაილზი (10).

ჰიუსტონი-კლივლენდი 110:95
37:29, 29:29, 26:17, 18:20
ჰ: მარტინი (40), ბადინგერი (16), ბატიე (16), სკოლა (14+14 მოხსნა).
კ: ჯეიმისონი (24), უილიამსი (18+9 პასი), ჯ. უილიამსი (13), გიბსონი (12), ვარეჟაო (11+8 მოხსნა).

საკრამენტო-მაიამი 83:104
24:17, 18:30, 20:31, 21:26
ს: კასპი (20), ტომპსონი (13), უდრიხი (12+7 პასი).
მ: უეიდი (36+6 პასი+6 მოხსნა), ჯეიმსი (25+10 მოხსნა), ბოში (14+17 მოხსნა).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული