ლეიკერსი პრეზიდენტთან

AutoSharing Option

გუშინდელი სათამაშო დღის წინ "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" კალათბურთელები და მწვრთნელები ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვდნენ. ქვეყნის პირველმა პირმა კალიფორნიულ კლუბს 2009-10 წლების სეზონის მოგება მიულოცა. გუნდმა მონაწილეობა მიიღო ვაშინგტონის ერთ-ერთი სკოლის დასახმარებელ საქველმოქმედო აქციაში, აგრეთვე სამახსოვრო ფოტო გადაიღო პრეზიდენტთან.
შარშანდელისგან განსხვავებით, თეთრ სახლში შეხვედრას ფორმალური ხასიათი ჰქონდა და მოთამაშეები პრეზიდენტს სპორტულ საკლუბო კოსტუმებში გამოწყობილნი ეწვივნენ. პრეზიდენტმა საზეიმო სიტყვა წარმოთქვა, აღნიშნა შარშანდელ წარმატებაში "ლეიკერსის" მწვრთნელის ფილ ჯექსონის, აგრეთვე კობი ბრაიანტისა და დერეკ ფიშერის წვლილი.

"მინდა მივულოცო ფილ ჯექსონს მე-11 საჩემპიონო ტიტული.

ეს მისი მეხუთე ჩემპიონობაა "ლეიკერსის" მთავარი მწვრთნელის რანგში, რაც ერთი ნაკლებია "ჩიკაგოში" მოპოვებული ბეჭდების რაოდენობაზე", - აღნიშნა ობამამ, რომელიც "ჩიკაგოს" ერთ-ერთ აქტიურ გულშემატკივრად მიიჩნევა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული