ლეიკერსის შურისძიება

AutoSharing Option

ერთმნიშვნელოვნად, გუშინდელი სათამაშო დღის ცენტრალური მატჩი "მედისონ სკვერ გარდენში" გაიმართა, სადაც "ნიქსმა" "ბოსტონ სელტიქსს" უმასპინძლა. შეხვედრამ აშკარად გაამართლა გულშემატკივართა მოლოდინი.

გუნდები ამ შეხვედრას შთამბეჭდავი მოგებათა სერიით შეხვდნენ - მასპინძლებს რვა მატჩია წაეგოთ, სტუმრებს - ათი. შესაბამისად, რთული იყო ფავორიტის დასახელება, მიუხედავად იმისა, რომ ქაღალდზე "ბოსტონი" "ნიუ იორკზე" ძლიერი ჩანს. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ უკვე დიდი ხანია "სელტიქსი" სამი ცენტრის - შაკილ ო'ნილის, ჯერმეინ ო'ნილისა და კენდრიკ პერკინისის გარეშე თამაშობს, რის გამოც სასტარტოში უწევს გამოსვლა თურქ დებიუტანტ სემიჰ არდენს. "ნიქსში" კი

შვიდი-რვა კალათბურთელისგან შემდგარი ბირთვი არსებობს, რომელიც მოედანზე საშუალოდ 40 წუთს ატარებს. ამჯერადაც, ჩენდლერმა, გალინარიმ, სტაუდმაიერმა და ფელტონმა 42-42 წუთი ითამაშეს, ფილდსმა - 36. თუმცა ისინი კარგ ფიზიკურ ფორმაში არიან და მატჩის ბოლოს დაღლა არ დასტყობიათ.

დებიუტში უკეთესად მასპინძლები გამოიყურებოდნენ, რომლებიც პირველ პაუზამდე 3 წუთით ადრე 26:15 დაწინაურდნენ. მეორე მეოთხედის სტარტზე "ბოსტონის" ჯერი დადგა და მან 10:2 გაქცევა მოახერხა, რითაც ანგარიში გაათანაბრა. მიუხედავადა ამისა, სტუმრებმა წინ გასვლა ვერ შეძლეს და "ნიქსმა" დიდი შესვენების წინ დაიბრუნა კომფორტული უპირატესობა - რეიმონდ ფელტონმა სირენასთან ერთად 10 მეტრიდან ჩააგდო - 58:51.

თუ მესამე მეოთხედი აბსოლუტურად თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, ბოლო 12 წუთმა სტუმრების ინიციატივით ჩაიარა. გადამწყვეტი როლი "კელტების" გამოცდილებამ ითამაშა. კარგი მონაკვეთი ჰქონდა კევინ გარნეტს, შესანიშნავად დირიჟორობდა პარტნიორებს რაჟონ რონდო, რეი ალენმა კი სამი სამქულიანი ჩააგდო - მათ შორის ერთ-ერთი საფინალო სირენამდე 61 წამით ადრე: 116:113 "ბოსტონის" სასარგებლოდ. მაიკ დ'ანტონის მიერ აღებული ტაიმ-აუტის შემდეგ გალინარიმ თავის თავზე აიღო თამაში, ფარქვეშ შესვლა ზუსტი სროლით დაასრულა და თან ჯარიმაც გამოსტყუა მეტოქეს - 116:116.

გუნდებმა უშედეგო შეტევები გაცვალეს, პოლ პირსის მოხსნის შემდეგ კი "სელტიქსს" 12 წამი რჩებოდა ბოლო იერიშისთვის. სწორედ პირსმა მიიღო შეტევის საშუალება და ამარე სტაუდმაიერის მეურვეობის მიუხედავად, საშუალო მანძილიდან გამარჯვების ტყორცნა ჩააგდო - 118:116.

"ნიქსს" მაინც დარჩა 0.4 წამი და თქვენ წარმოიდგინეთ, სტაუდმაიერმა სამქულიანის ჩაგდება მოასწრო, მაგრამ არბიტრებმა ვიდეჩანაწერით დაადგინეს, რომ სროლის მომენტში დრო უკვე გასული იყო. ამარემ თავი იმით უნდა ინუგეშოს, რომ 39 ქულა დააგროვა და უკვე ზედიზედ ცხრა შეხვედრაში მინიმუმ 30 ქულით ტოვებს მოედანს.

არანაკლედ საინტერესოდ განვითარდა მოვლენები სან ანტონიოში გამართულ შეხვედრაში, სადაც დასავლეთის ულაპარაკო ლიდერმა "სპურსმა" "მილუოკის" უმასპინძლა. მესამე მეოთხედის დასრულებამდე 4 წამით ადრე ტეხასელები 11 ქულით იყვნენ წინ, მაგრამ ბრენდონ ჯენინგსმა თითქმის ცენტრიდან ჩააგდო, შესვენების შემდეგ კი ამას "ბაქსის" ხანგრძლივი შტურმი მოჰყვა და ანგარიში გათანაბრდა - 87:87. სათამაშო იყო წუთი და 47 წამი.

თამაში ქულა ქულაში გაგრძელდა, ბოლო ტყორცნის უფლება კი მასპინძლებმა მიიღეს. გრეგ პოპოვიჩმა მატჩის ბედი გადაწყვეტა მანუ ჯინობილის მიანდო, რაც ლოგიკური გადაწყვეტილები გახლდათ, რადგან მანამდე არგენტინელმა 24 ქულა ჩააგდო. მანუმ გაამართლა მწვრთნელის ნდობა - ურთულესი გარღვევისას მოუტყუა "მილუოკის" ერთ-ერთი საუკეთესო მცველი მბა ა მუტე და თითქმის წაქცეულმა ოთხი მეტრიდან სირენასთან ერთად ჩააგდო - 92:90. "სან ანტონიომ" 24 მატჩში 21-ე გამარჯვებას მიაღწია.

"ლეიკერსმა" სასტიკად იძია შური ორი კვირის წინ "ინდიანასთან" მარცხის გამო. თანაც ამ შურისძიებისთვის მოქმედმა ჩემპიონმა 385 წამი და პაუ გასოლი იკმარა - მატჩის სასტარტო მონაკვეთი კალიფორნიელებმა 26:10 მოიგეს და აქედან ესპანელის მონაგარი 16 ქულა გახლდათ.

საბოლოოდ კი ყველაფერი მეორე მეოთხედის შუაში გაირკვა, როცა "ინდიანამ" ზედიზედ რვა შეტევა გააფუჭა და მასპინძლების ჩამორჩენა 24 ქულამდე ავიდა. მეტი საინტერესო ამ მატჩში არაფერი მომხდარა, თუ არ ჩავთვლით მეორე ტაიმში კობი ბრაიანტის მოწყობილ შოუს. "ლეიკერსის" ვარსკვლავი ვერ შეურიგდა იმას, რომ სხვა ხდებოდა მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი და მესამე მეოთხედში 17 ქულის მოპოვება მოასწრო. საბოლოოდ კობის მონაგარმა 31 ქულა შეადგინა, თუმცა გასოლის სტატისტიკაც არანაკლებ შთამბეჭდავად გამოიყურებოდა - 28 ქულა და 8 მოხსნა.

დღის ერთ-ერთ გმირად მოინათლა "ჩიკაგო ბულზის" დებიუტანტი კარლოს ბუზერი, რომელიც ტრავმის შემდეგ სულ ახლახანს დაუბრუნდა მოედანს. მწვრთნელმა ყოფილ "ჯაზმენს" მხოლოდ 26 წუთი სათამაშო დრო მისცა, მაგრამ კარლოსმა 36 ქულის (თამაშიდან - 13/17, საჯარიმო - 8/11), 12 მოხსნის, 3 შედეგიანი პასისა და 2 ჩაჭრის მოგროვება მოასწრო.

ინდიანა-ლეიკერსი 94:109
22:36, 15:23, 32:28, 25:22
ი: კოლისონი (17+6 პასი), რაში (16), გრეინჯერი (13), ჰიბერტი (12+6 მოხსნა), დანლივი (11).
ლ: ბრაიანტი (31+6 პასი), გასოლი (28+8 მოხსნა), ოდომი (13+17 მოხსნა), არტესტი (13).

ნიუ იორკი-ბოსტონი 116:118
32:24, 26:27, 32:32, 26:35
ნ-ი: სტაუდმაიერი (39+10 მოხსნა), ფელტონი (26+14 პასი), გალინარი (20), ჩენდლერი (18+12 მოხსნა).
ბ: პირსი (32+10 მოხსნა), ალენი (26), გარნეტი (20+13 მოხსნა), დევისი (11+5 მოხსნა), რონდო (10+14 პასი).

ფილადელფია-კლიპერსი 105:91
28:29, 25:27, 34:18, 18:17
ფ: ჰოლიდეი (24+6 მოხსნა+5 პასი), იგუოდალა (20+5 პასი), ჰაუსი (16+12 მოხსნა+5 დაფარება), ბრენდი (15+6 მოხსნა), იანგი (12+5 მოხსნა).
კ: გრიფინი (20+18 მოხსნა+5 პასი), დევისი (18+5 პასი), გორდონი (16+5 მოხსნა), ჯორდანი (15+6 მოხსნა).

ტორონტო-ჩიკაგო 93:110
18:23, 26:40, 20:28, 29:19
ტ: ბარბოზა (21), ბეილესი (20), დორსი (12+13 მოხსნა), დეროზანი (12), დევისი (10+10 მოხსნა).
ჩ: ბუზერი (34+12 მოხსნა), დენგი (19), კორვერი (13+6 პასი), ნოა (11+11 მოხსნა), ბრიუერი (10).

მაიამი-კლივლენდი 101:95
24:26, 22:23, 27:22, 28:24
მ: უეიდი (28+6 მოხსნა), ჯეიმსი (21+13 მოხსნა+5 პასი), ბოში (16), ჩალმერსი (14), ჯონსი (11).
კ: გიბსონი (26), ვარეჟაო (18+15 მოხსნა), ჯეიმისონი (15+8 მოხსნა), უილიამსი (13+9 პასი), პაკერი (11).

მემფისი-შარლოტი 113:80
24:20, 35:16, 25:19, 29:25
მ: მაიო (24), გეი (23+6 მოხსნა+5 პასი), რენდოლფი (19+9 მოხსნა), არტური (10), გასოლი (5+10 მოხსნა).
შ: ჯექსონი (16), ტომასი (12), ოგუსტინი (10+7 პასი+5 მოხსნა), დიაო (10).

ოკლაჰომა-ჰიუსტონი 117:105
31:31, 31:25, 25:20, 30:29
ო: დურანტი (32+7 მოხსნა), გრინი (21+5 პასი), უესტბრუკი (17+5 პასი), ჰარდენი (16), სეფოლოშა (15+9 მოხსნა).
ჰ: მარტინი (22), სკოლა (18+5 მოხსნა), ლაური (15), ჰილი (13+5 მოხსნა), ლი (12).

ნიუ ორლეანი-საკრამენტო 94:91
23:29, 18:28, 28:20, 25:14
ნ-ო: პოლი (22+11 პასი), ტორნტონი (19), უესტი (11+9 მოხსნა+7 პასი), ოკაფორი (10+9 მოხსნა), გრინი (10).
ს: ევანსი (22+7 პასი), უდრიხი (20+6 მოხსნა), კაზინსი (13+7 მოხსნა), ლენდრი (13+6 მოხსნა).

ფინიქსი-მინესოტა 128:122
31:30, 25:26, 35:30, 37:36
ფ: რიჩარდსონი (29+8 მოხსნა), ფრაი (21+9 მოხსნა), ჰილი (21+5 მოხსნა), ლოპესი (12+8 მოხსნა), ნეში (11+19 პასი), დრაგიჩი (11+5 პასი), დადლი (11).
მ: ლავი (23+16 მოხსნა), ბრიუერი (20), ბიზლი (17+6 მოხსნა), ჯონსონი (17+5 მოხსნა), მილიჩიჩი (16+5 მოხსნა), უებსტერი (11).

სან ანტონიო-მილუოკი 92:90
25:20, 26:15, 20:28, 21:27
ს-ა: ჯინობილი (26+6 მოხსნა), პარკერი (16+8 პასი), დანკანი (13+11 მოხსნა), ჯეფერსონი (11+9 მოხსნა).
მ: დუგლას-რობერტსი (21), გუდენი (20+11 მოხსნა), ბოგუტი (15+7 მოხსნა+7 დაფარება), ილიასოვა (13+6 მოხსნა), ჯენინგსი (12+7 პასი).

დალასი-პორტლენდი 103:98
17:14, 34:25, 27:29, 25:30
დ: ბატლერი (23+7 მოხსნა), ნოვიცკი (21+5 მოხსნა), ტერი (13), ჩენდლერი (11+8 მოხსნა), კიდი (11+7 მოხსნა+6 პასი), ბარეა (10).
პ: ოლდრიჯი (35+10 მოხსნა), მეტიუზი (17), ბატუმი (11+6 მოხსნა).

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული