კვირის თემა. "ორლანდოს", "ფინიქსის" და "ვაშინგტონის" ბოლო ტრეიდებმა ლიგაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. "მეჯიქის" ბოლოდროინდელმა წარუმატებელმა თამაშმა გუნდის გენერალურ მენეჯერ ოტის სმიტს კარდინალური ნაბიჯებისკენ უბიძგა. ფლორიდელებმა თავდაპირველად მასშტაბური ტრეიდი მოაწყვეს "ფინიქსთან" - ამ გუნდში ვინს კარტერი, მარსინ გორტატი და მიკაელ პიეტრუსი გაუშვეს, სანაცვლოდ კი ჯეისონ რიჩარდსონი, ჰედო თურქოგლუ და ირლ კარლი მიიღეს. ოდნავ მოგვიანებით სმიტმა "ვაშინგტონთანაც" მოაგვარა საქმე - ამ გუნდს გილბერტ არენასში რაშარდ ლუისი გაუცვალა.
ოტიმ სმიტი ერთადერთი არ ყოფილა, ვინც გასულ კვირას თავისი გუნდის გაძლიერებაზე იზრუნა. "ნიუ ჯერსი ნეტსის"
ეს გაცვლა სამივე მხარეს აწყობდა. გარდაქმნის პროცესში მყოფ "ნეტსს" მომავალ ორ დრაფტზე პირველ რაუნდში სასურველი მოთამაშის არჩევის რამდენიმე შანსი გაუჩნდა, "ლეიკერსმა" მიიღო სასურველი მძიმე ფორვარდი, "როკეტსმა" კი შემადგენლობა ძალიან პერსპექტიული მსუბუქი ფორვარდით შეავსო, რომელიც გუნდს აუცილებლად გამოადგება.
კვირის დრამა. ფატალურად არ უმართლებს იაო მინს. როცა ის ვაშინგტონში მოედანს ტოვებდა, იმ მომენტში ფეხის მოტეხილობაზე ეჭვი არავის ჰქონდა. მას შემდეგ ჩინელის მოედანზე დაბრუნების თარიღი რამდენჯერმე გადაიწია და როცა თამაშის განახლების დრო მოვიდა, ექიმებმა სავალალო დიაგნოზი დასვეს - "როკეტსის" ვარსკვლავს ფეხი აქვს მოტეხილი. როდის მიიღო მინმა ეს დაზიანება არავინ იცის. "ჰიუსტონის" გულშემატკივრებს უკვე სათვალავიც აერიათ ჩინელის მოტეხილობების ჩამოთვლისას.
ჯერჯერობით ექიმების ოფიციალური ვერდიქტი ასეთია - იაო სეზონს დაემშვიდობა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ჩინელის კარიერის დასასრულს ნიშნავს. ასე გაგრძელება უბრალოდ შეუძლებელია, რადგან მინი, შესაძლოა, ინვალიდად ჩამოყალიბდეს.
კვირის პროგრესი. როგორც იქნა საუკეთესო თვისებები გამოავლინა "ლოს ანჯელეს კლიპერსმა". გარდა იმისა, რომ ამ კლუბმა სეზონში პირველი გასვლითი შეხვედრა მოიგო, აღმოსავლეთ ტურნეში ზედიზედ ორ გამარჯვებასაც მიაღწია. აშკარად ჩანს, რომ იმავე "საკრამენტოსგან" განსხვავებით, კალიფორნიელები დიდი მონდომებით თამაშობენ. ასევე სასიამოვნოა ბლეიკ გრიფინის წარმატება, რომელიც თითქმის ყოველ მატჩში აგროვებს საშუალოდ 20 ქულასა და 12 მოხსნას. თუ ასე გააგრძელა, იქნებ შარშანდელი დრაფტის პირველი ნომერი "ყველა ვარსკვლავის მატჩშიც" ვიხილოთ.
კვირის სერიები. გამარჯვებათა სერიები გააგრძელეს "ბოსტონმა" და "მაიამიმ". ორივე გუნდმა 10-მოგებიან ზღვარს გადააბიჯა და მნიშვნელოვნად ჩამოიტოვა უკან კონკურენტები. თუმცა შორსმიმავალი დასკვნების გაკეთება არ შეიძლება, რადგან უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ "სელტიქსი" საშობაო პაუზის შემდეგ უკლებს თამაშს, "მაიამიმ" კი მოხერხებული კალენდრით ისარგებლა და ზედიზედ მოიგო მატჩები. ფლორიდელებს ახლა სერიოზული გამოცდა ელით, რადგან ზედიზედ უწევთ თამაში "დალასთან", "ფინიქსთან" და "ლეიკერსთან"...
კვირის მოთამაშეები. "ბოსტონ სელტიქსის" ფორვარდი პოლ პირსი და "სან ანტონიო სპურსის" გამთამაშებელი ტონი პარკერი გასულის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასახელდნენ.
აღმოსავლეთი კონფერენციის ლაურეატმა პირსმა გასულ კვირას ჩატარებულ სამ შეხვედრაში საშუალოდ 21.7 ქულა, 8.3 მოხსნა, 8.7 შედეგიანი პასი და 2.3 ჩაჭრა დააგროვა. მან ერთ შეხვედრაში სამმაგი დუბლი შეასრულა, დანარჩენ ორში - ორმაგი დუბლი. გარდა ამისა, "ნიუ იორკის" წინააღმდეგ პირსი გამარჯვების ტყორცნის ავტორი გახდა.
დასავლეთში საუკეთესო პარკერის ანგარიშზე 25.7 ქულა (თამაშიდან ტყორცნების სიზუსტე - 56.4%) და 8.7 შედეგიანი პასი მოდის. "მემფისთან" მატჩში ფრანგმა 37 ქულა დააგროვა და ტყორცნების 71.4 პროცენტი გამოიყენა. პარკერი დასავლეთ კონფერენციაში მესამეა ბომბარდირთა შორის და მეოთხე - შედეგიანი გადაცემების რაოდენობით.
პირსის კვირა
15 დეკემბერი. ნიუ იორკი-ბოსტონი 116:118. 32 ქულა, 10 მოხსნა, 4 პასი.
16 დეკემბერი. ბოსტონი-ატლანტა 102:90. 15 ქულა, 10 პასი, 5 მოხსნა.
19 დეკემბერი. ბოსტონი-ინდიანა 99:88. 18 ქულა, 10 მოხსნა, 12 პასი, 4 ჩაჭრა.
პარკერის კვირა
15 დეკემბერი. სან ანტონიო-მილუოკი 92:90. 16 ქულა, 8 პასი, 3 მოხსნა.
16 დეკემბერი. დენვერი-სან ანტონიო 112:113. 24 ქულა, 9 პასი, 2 მოხსნა.
18 დეკემბერი. სან ანტონიო-მემფისი 112:106. 37 ქულა, 9 პასი.
კვირის მოთამაშის სტატუსზე შემდეგი კალათბურთელები აცხადებდნენ პრეტენზიას: ტაიშონ პრინსი ("დეტროიტი"), ბლეიკ გრიფინი ("კლიპერსი"), ლებრონ ჯეიმსი ("მაიამი"), კევინ დურანტი ("ოკლაჰომა"), ლამარკუს ოლდრიჯი ("პორტლენდი") და მანუ ჯინობილი ("სან ანტონიო").
აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. ბოსტონი* 26 22 4 84.6
2. მაიამი* 30 21 9 70.0
3. ჩიკაგო* 25 16 9 64.0
4. ატლანტა 30 18 12 60.0
5. ორლანდო 27 16 11 59.3
6. ნიუ იორკი 28 16 12 57.1
7. ინდიანა 27 13 14 48.1
8. ფილადელფია 27 11 16 40.7
9. მილუოკი 26 10 16 38.5
10. ტორონტო 28 10 18 35.7
11. შარლოტი 27 9 18 33.3
12. დეტროიტი 28 9 19 32.1
13. კლივლენდი 28 8 20 28.6
14. ნიუ ჯერსი 28 8 20 28.6
15. ვაშინგტონი 26 7 19 26.9
დასავლეთი
თ მ წ %
1. სან ანტონიო* 27 24 3 88.9
2. დალასი 27 22 5 81.5
3. ლეიკერსი* 28 21 7 75.0
4. იუტა* 29 20 9 69.0
5. ოკლაჰომა 28 19 9 67.9
6. დენვერი 26 16 10 61.5
7. ნიუ ორლეანი 28 16 12 57.1
8. პორტლენდი 29 15 14 51.7
9. ფინიქსი 27 13 14 48.1
10. ჰიუსტონი 28 13 15 46.4
11. მემფისი 28 12 16 42.9
12. გ. სტეიტი 27 9 18 33.3
13. კლიპერსი 29 8 21 27.6
14. მინესოტა 29 6 23 20.7
15. საკრამენტო 25 5 20 20.0