როგორც კვირის მიმოხილვაში დავწერეთ, "მაიამის" წაუგებელმა სერიამ 12 მატჩი შეადგინა. ბოლოს ეს გუნდი ზუსტად ერთი თვის წინ "დალასთან" დამარცხდა. მას შემდეგ "დიდი ტრიოს" მისამარითით კრიტიკა აღფრთოვანებულმა შეფასებებმა შეცვალა, გუნდის მთავარი მწვრთნელი ერიკ სპოელსტრა კი გადადგომას გადაურჩა.
მაგრამ ისიც აღვნიშნეთ, რომ "მაიამის" სერიოზული მეტოქეები არ ჰყოლია. ერთია "ვაშინგტონისა" და "კლივლენდის" დონის გუნდების დამარცხება და მეორე იმ გუნდთან მოგება, რომელიც სწორედ მეტოქე გუნდების სერიების შეწყვეტაზეა დადარაჯებული. თავად განსაჯეთ: "ბოსტონი" ხუთი მოგების შემდეგ დამარცხდა "მავერიქსთან", "იუტამ" ამ გუნდთან 7 მოგების შემდეგ წააგო, "ნიუ
"დალასმა" ტრადიცია არც ამჯერად დაარღვია. სტუმრებმა სერიოზული განწყობა სტარტიდანვე დაგვანახეს, როცა 7:0 და 14:4 დაწინაურდნენ. მასპინძლებს პრაქტიკულად არაფერი გამოსდიოდათ, იმ დროს, როცა ნოვიცკი და კიდი მშვიდად ათავსებდნენ ბურთს კალათში. როცა ლებრონმა მეორე პერსონალური მიიღო, ფლორიდული პუბლიკა დადუმდა. თუმცა მალევე გამოცოცხლდა, რადგან პირველივე მეოთხედში მასპინძლებმა 12:0 გაქცევა მოაწყვეს და თითქმის გაათანაბრეს ანგარიში, პირველი შესვენების შემდეგ კი ეს "სპურტი" 17:0-მდე ავიდა.
ამის შემდეგ თანაბარი და ნერვიული თამაში წავიდა. მასპინძლები შეტევაში მაინც და მაინც დამაჯერებლად ვერ გამოიყურებოდნენ, სამაგიეროდ ბრწყინვალედ იცავდნენ თავს. თან ძალიან უმართლებდათ, რადგან შეტევაში მათ მიერ აცილებული ბურთი ისეთი ტრაექტორიიდან ბრუნდებოდა უკან, რომ პირდაპირ მაიამელებს უვარდებოდათ ხელში. მესამე მეოთხედის ბოლოსთვის შეტევაში მოხსნების მხრივ ანგარიში 15:3 იყო "ჰიტის" სასარგებლოდ. მატჩის კიდევ ერთი პარადოქსი ლებრონ ჯეიმსი გახდა. პირველ ტაიმში მან ერთი ქულა ვერ აიღო, მეორეში კი კინაღამ სამმაგი დუბლი შეასრულა.
სტუმრებისთვის საბედნიეროდ, მათ შემადგენლობაში აღმოჩნდა ნამდვილი ლიდერი - ჯეისონ ტერი. ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მეექვსე ნომერი პირველი სამი მეოთხედი არაფერს აკეთებდა, მეოთხეში კი 19 ქულა დააგროვა. ფლორიდელებმა ვერაფერი მოუხერხეს ამ მცველს, ტერის პარტნიორები კი მხოლოდ მისი მისამართით აკეთებდნენ პასებს. ბოლო ექვსი წუთის განმავლობაში მასპინძლები მინიმუმამდე ამცირებდნენ სხვაობას, მაგრამ ამის იქით ვერ მიდიოდნენ - მათ ყოველ ზუსტ ტყორცნას ტერი პასუხობდა. "მაიამის" ვერ უშველა მაიკ მილერის დაბრუნებამ, რომელმაც "ჰიტის" ფორმით პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. "დალასმა" შეწყვიტა "მაიამის" მოგებათა სერია, თანაც, ეს გუნდი რეგულარულ ჩემპიონატში ზედიზედ მეთოთხმეტედ (!) დაამარცხა.
* * *
მნიშვნელოვანი დღე იყო გუშინ "იუტა ჯაზის" მთავარ მწვრთნელ ჯერი სლოუნისთვის. მან კარიერაში 1210-ე გამარჯვება მოიპოვა და მოგებათა რაოდენობით გაუთანაბრდა ლეგენდარულ პატ რაილის, რომელიც ისტორიაში მესამე ადგილს იკავებდა. ახლა "ჯაზმენების" დამრიგებელი ყველა დროის სიაში მხოლოდ ლენი უილკენსსა და დონ ნელსონს ჩამორჩება, რომლებსაც შესაბამისად 1332 და 1335 გამარჯვება აქვთ.
"იუტამ" 101:90 დაამარცხა "კლივლენდი", რაც სი ჯეი მაილსის, პოლ მილსეპისა და რაჯა ბელის დამსახურებაა, რომლებმაც ჯამში 60 ქულას მოუყარეს თავი.
* * *
"ორლანდოში" დებიუტი ჰქონდათ ახალწვეულებს - გილბერტ არენასს, ჯეისონ რიჩარდსონსა და ჰედო თურქოგლუს, თუმცა მათ "ატლანტასთან" თამაში ჩააგდეს. პირველ მეოთხედში "ორლანდომ" სეზონში თავისი ანტირეკორდი დაამყარა - მხოლოდ 14 ქულა ჩააგდო, ხოლო დიდი შესვენების შემდეგ რვა წუთის განმავლობაში თამაშიდან ბურთი ვერ მოათავსა კალათში. სტენ ვან განდიმ მთელი აქცენტი დუაიტ ჰოვარდსა და ჯამირ ნელსონზე გადაიტანა, მაგრამ ამ დუეტმა "ატლანტას" ვერ მოუგო - 81:91. არენასმა, რიჩარდსონმა და თურქოგლუმ ჯამში 23 ტყორცნიდან მხოლოდ 6 გამოიყენეს და შესაბამისად 10, 9 და 8 ქულა დააგროვეს, "ორლანდომ" კი ბოლო რვა თამაშში მეშვიდედ წააგო.
ატლანტა-ორლანდო 91:81
20:14, 23:24, 22:20, 26:23
ა: ჰორფორდი (24+11 მოხსნა), ჯონსონი (17+6 პასი+5 მოხსნა), ბიბი (15), სმიტი (12+10 მოხსნა), უილიამსი (12+9 მოხსნა)
ო: ჰოვპრდი (19+20 მოხსნა), ნელსონი (18), ბასი (13+5 მოხსნა), არენასი (10)
კლივლენდი-იუტა 90:101
20:24, 24:25, 20:27, 26:25
კ: გიბსონი (29), უილიამსი (16+10 პასი+6 მოხსნა), ჯეიმისონი (13+6 მოხსნა), პარკერი (11)
ი: მაილზი (22+5 პასი), მილსეპი (19+7 მოხსნა), ბელი (19), უილიამსი (17+10 პასი+5 მოხსნა), ჯეფერსონი (16+13 მოხსნა)
ინდიანა-ნიუ ორლეანი 94:93
24:16, 28:27, 16:26, 26:24
ი: გრეინჯერი (27+6 მოხსნა), კოლისონი (18+5 მოხსნა+5 პასი), პოუსი (15)
ნ-ო: ოკაფორი (19+15 მოხსნა), უესტი (18), პოლი (15), ბელინელი (14)
ვაშინგტონი-შარლოტი 108:75
32:25, 18:20, 31:11, 27:19
ვ: იანგი (21), ბლეტჩი (19+5 მოხსნა), ჰაინრიხი (18+11 პასი+6 მოხსნა), მაკგი (10)
შ: ჯექსონი (13), ბრაუნი (10+5 მოხსნა), ტომასი (10)
მაიამი-დალასი 96:98
22:23, 22:20, 24:22, 28:33
მ: უეიდი (22+7 პასი), ჯეიმსი (19+10 მოხსნა+7 პასი), ბოში (19+8 მოხსნა), ჩალმერსი (13), ჯონსი (10)
დ: ნოვიცკი (26+9 მოხსნა), ტერი (19), ბატლერი (13), ჩენდლერი (8+10 მოხსნა)
სან ანტონიო-ფინიქსი 118:110
27:26, 26:28, 40:24, 25:32
ს-ა: ნილი (22), დანკანი (20+15 მოხსნა+6 პასი), პარკერი (19), ჯეფერსონი (17), ჯინობილი (15), ბლეირი (10+8 მოხსნა)
ფ: დადლი (27+5 მოხსნა), ჰილი (19), ნეში (17+10 პასი), ჩილდრესი (15+5 მოხსნა), ლოპესი (14+7 მოხსნა)
პორტლენდი-მილუოკი 106:80
25:18, 34:17, 19:25, 28:20
პ: ოლდრიჯი (29+19 მოხსნა), მეტიუზი (22+6 მოხსნა), ფერნანდესი (17+7 პასი), ბატუმი (10)
მ: სალმონსი (23), დულინგი (12+5 პასი), მბა ა მუტე (10+7 მოხსნა), გუდენი (10)
გ. სტეიტი-ჰიუსტონი 112:121
26:26, 20:24, 29:31, 37:40
გ-ს: ელისი (44+7 პასი), ლი (19+8 მოხსნა), უილიამსი (11)
ჰ: მარტინი (30+5 მოხსნა), სკოლა (20+9 მოხსნა+6 პასი), ბატიე (14+5 პასი), ლოური (13+8 პასი), ჰეიესი (12+10 მოხსნა)
კლიპერსი-მინესოტა 113:90
34:31, 34:27, 26:21, 19:11
კ: გორდონი (36+6 პასი), გრიფინი (22+10 მოხსნა+7 პასი), გომესი (22+10 მოხსნა)
მ: ბიზლი (20), უებსტერი (18+5 მოხსნა), ლავი (12+10 მოხსნა), რიდნური (10+6 პასი)