სელტიქსმა ზედიზედ მე-14 მოიგო

AutoSharing Option

შესანიშნავ ფორმაში მყოფმა "სან ანტონიომ" გუშინ 25-ე გამარჯვებას მიაღწია. "სპურსი" ბოლო ექვსი დღის განმავლობაში მეორედ ხვდებოდა "დენვერ ნაგეტს". მათი წინა შეხვედრის გამო დღემდე არ წყდება კამათი. კოლორადოელ გულშემატკივრებს მიაჩნიათ, რომ ბოლო წამებზე პერსონალური არა კარმელო ენტონიზე, არამედ მანუ ჯინობილიზე უნდა დაეფიქსირებინათ. მაგრამ, ასეა თუ ისე, მატჩის შედეგი არ შეიცვლება და "დენვერს" გუშინდელ მატჩში უნდა ეზრუნა რევანშზე.

თუმცა ამის გაკეთება რთული იქნებოდა, რადგან "ნაგეტს" არ ჰყავდა თავისი ლიდერი - კარმელო ენტონი. წინა დღეს NBA-ის ვარსკვლავს და გარდაეცვალა და ამ მიზეზით ტოვებდა

შეხვედრას.

მიუხედავადა ამისა, "დენვერი" მაქსიმალური განწყობით შეხვდა ამ შეხვედრას. შემადგენლობაში დაბრუნდნენ ჩონსი ბილაპსი, კრის ანდერსენი და კენიონ მარტინი, რომელსაც დებიუტი ჰქონდა ამ სეზონში.

ენტონის არყოფნაში სასტარტოში დაიკავა ადგილი ჯერ არ სმიტმა. მან სეზონში სარეკორდო 38 წუთი დაჰყო მოედანზე და 22 ქულა დააგროვა, აქედან 16 - მესამე მეოთხედში, რომელშიც სმიტი გენიალურად მოქმედებდა.

სწორედ ამ 25 წლის მცველის გმირობის წყალობით, "დენვერმა" ბოლო მეოთხედის წინ კომფორტული უპირატესობა მოიპოვა - 89:80. და მაინც, შეხვედრა "სან ანტონიომ" მოიგო. ტეხასელებმა გაუძლეს მეტოქის შეტევას და ძირითადად რეზერვისტების დახმარებით, არა მარტო გაათანაბრეს ანგარიში, არამედ გამარჯვება გამოსტაცეს ჯორჯ კარლის გუნდს. და ეს დანკანის, ჯინობილისა და პარკერის ჩარევის გარეშე. თავიდან "სპურსი" 12:4 გაიქცა - ბონერმა ორჯერ ჩააგდო სამქულიანი, სპლიტერმა კი ფარქვეშიდან ზედიზედ ოთხი ქულა მოიპოვა.

ამის შემდეგ გარი ნილის დრო დადგა. NBA-ის დებიუტანტმა, რომელიც სამი წელი ოკეანის გაღმა თამაშობდა, ბოლოსკენ სამი სამქულიანი ჩააგდო და პირადი შედეგიანობის რეკორდი გაიმეორა - 22 ქულა. "სან ანტონიო" 6 ქულით გავიდა წინ და ეს სხვაობა საფინალო სირენამდე შეინარჩუნა.

ზედიზედ მეთოთხმეტე გამარჯვება მოიპოვა "ბოსტონ სელტიქსმა", თუმცა ფავორიტს გაუჭირდა მოკრძალებული "ფილადელფიას" დამარცხება. ვერც ერთმა გუნდმა ვერ შეძლო რვა ქულაზე მეტით წინ გასვლა, ხოლო ბოლო მეოთხედში ქულა ქულაში თამაში მიდიოდა. საფინალო სირენამდე რვა წუთით ადრე "სიქსერზმა" ლიდერობა დაიბრუნა და მას იქამდე ინარჩუნებდა, სანამ "ბოსტონის" რიგებში არ გაიღვიძა "დიდმა ტრიომ". პირსის, ალენისა და გარნეტის მიერ ორგანიზებული გაქცევა მაინც და მაინც შთამბეჭდავი არ ყოფილა (8:2), მაგრამ ასეთი ხასიათის თამაშში ის საკმარისი აღმოჩნდა მოგებისთვის. წუთითა და 36 წამით ადრე "ბოსტონი" 4 ქულით დაწინაურდა. "ფილადელფიამ" ბრენდის მონდომებით ორამდე შეამცირა სხვაობა, ხოლო ბოლო წუთზე ანგარიშის გათანაბრების ორი შესანიშნავი შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ ანდრე იგუოდალამ ჯერ ბურთი დაკარგა, შემდეგ კი მასვე გარნეტმა დაუფარა. ბურთი ალენს მიუვიდა და მეტოქეს შეცდომა არ აპატია. 84:80 - დოკ რივერსის შეგირდების მორიგი წარმატება. "ბოსტონს" თვეზე მეტია არ წაუგია - ბოლოს ის 21 ნოემბერს "ტორონტოსთან" მატჩში დამარცხდა.

ატლანტა-კლივლენდი 98:84
17:22, 32:24, 28:23, 21:15
ა: ჯონსონი (23+7 პასი+5 მოხსნა), ჰორფორდი (18+8 მოხსნა), უილიამსი (17), სმიტი (16+11 მოხსნა+6 პასი).
კ: ჯეიმისონი (23+7 მოხსნა), უილიამსი (18+11 პასი), გიბსონი (12).

ვაშინგტონი-ჩიკაგო 80:87
33:29, 17:17, 20:27, 10:14
ვ: იანგი (22), ჰაინრიხი (19+9 პასი+5 მოხსნა), ჰოვარდი (13), ტორნტონი (11).
ჩ: ბუზერი (30+10 მოხსნა+7 პასი), როუზი (25+5 მოხსნა+5 პასი), დენგი (14+5 მოხსნა).

ტორონტო-დეტროიტი 93:115
23:24, 21:38, 24:24, 25:29
ტ: ბარბოზა (21), კლეიზა (19+5 მოხსნა), ბარნიანი (16), უიმსი (10), დეროზანი (10).
დ: ჰემილტონი (35), სტაკი (21), ვილანუევა (18), მაკგრეიდი (17+7 მოხსნა+7 პასი).

ბოსტონი-ფილადელფია 84:80
23:17, 15:27, 26:17, 20:19
ბ: ალენი (22+6 პასი), შ. ო'ნილი (13+9 მოხსნა), გარნეტი (12+7 მოხსნა), პირსი (11).
ფ: ბრენდი (16+12 მოხსნა), ჰოლიდეი (15+5 მოხსნა+5 პასი), იანგი (12), ბატი (10+6 მოხსნა).

ნიუ იორკი-ოკლაჰომა 112:98
27:28, 36:27, 27:23, 22:20
ნ-ი: სტაუდმაიერი (23+7 მოხსნა), ჩენდლერი (21+5 მოხსნა), ფილდსი (14+10 მოხსნა), გალინარი (13+5 პასი), ფელტონი (12+10 პასი+6 მოხსნა), ტურიაფი (11).
ო: დურანტი (26+7 მოხსნა), უესტბრუკი (25+5 მოხსნა+5 პასი), გრინი (14+7 მოხსნა), ჰარდენი (13+5 მოხსნა).

ნიუ ორლეანი-ნიუ ჯერსი 105:91
32:29, 25:21, 26:13, 22:28
ნ-ო: ოკაფორი (21+10 მოხსნა), უესტი (18+9 მოხსნა), ტორნტონი (18), ბელინელი (14), პოლი (12+14 პასი+6 მოხსნა).
ნ-ჯ: ჰარისი (21+8 პასი), ლოპესი (16), ვუიაჩიჩი (12), ფეივორსი (10).

მინესოტა-იუტა 107:112
29:20, 27:25, 27:26, 24:41
მ: ლავი (25+19 მოხსნა), ბიზლი (24+10 მოხსნა), რიდნური (16+5 პასი), უებსტერი (16), ჯონსონი (14).
ი: უილიამსი (25+7 მოხსნა+7 პასი), მილსეპი (23+11 მოხსნა), ჯეფერსონი (23+9 მოხსნა), კირილენკო (16+7 მოხსნა).

სან ანტონიო-დენვერი 109:103
26:27, 33:29, 21:33, 29:14
ს-ა: ჯინობილი (22+6 პასი), ნილი (22), ჯეფერსონი (16), ბონერი (13), სპლიტერი (12+9 მოხსნა), პარკერი (11+9 პასი).
დ: სმიტი (22+7 მოხსნა), ლოუსონი (22), ბილაპსი (20+7 პასი), ნენე (13+5 მოხსნა), აფლალო (12+10 მოხსნა).

კლიპერსი-ჰიუსტონი 92:97
28:32, 15:24, 19:18, 30:23
კ: გრიფინი (24+18 მოხსნა), გორდონი (18+6 პასი), ჯორდანი (14+13 მოხსნა).
ჰ: მარტინი (28), სკოლა (22), ბატიე (13+10 მოხსნა+7 პასი).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული