ჯორდანმა ბრაუნი დაითხოვა

AutoSharing Option

გუშინდელი დღის მთავარი ამბავი "შარლოტ ბობკეტსიდან" ლეგენდარული მწვრთნელის, ლარი ბრაუნის გათავისუფლება იყო. კლუბის მფლობელმა, არანაკლებ ლეგენდარულმა მაიკლ ჯორდანმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილება ორმხრივი იყო, ხოლო მიზეზი ჩემპიონატის პირველ ნაწილში გუნდის სუსტი გამოსვლა გახდა - "შარლოტის" მიმდინარე ბალანსი 9 მოგება და 19 წაგებაა, რაც გუნდის ხელმძღვანელობას არ აწყობს. "ბობკეტსს" რეგულარულში ზედიზედ ოთხი მატჩი აქვს წაგებული.

"ორი კვირის წინ ველაპარაკე ბრაუნს და განვიხილეთ გუნდის უკეთესობისკენ შეცვლის ვარიანტები, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში პოზიტიური არაფერი მომხდარა. დღეს ისევ შევხვდი ლარის და ვუთხარი,

რომ გუნდის თამაში არ შეესაბამება ჩვენს მოლოდინს, ამიტომაც ორივემ გადავწყვიტეთ, რომ სერიოზული ცვლილებებია საჭირო", - განაცხადა ჯორდანმა.

70 წლის ბრაუნი მესამე სეზონს ატარებდა "ბობკეტსში". შარშან მან თითქმის შეუძლებელი შეძლო - გუნდი პლეი ოფში გაიყვანა, სადაც პირველ წრეში წააგო "ორლანდოსთან". ჯორდანის განცხადების შემდეგ მწვრთნელის აგენტმა ჯო გლასმა განაცხადა, რომ ბრაუნი მზად არის სხვა კლუბებისგან შემოთავაზების განსახილველად.

რაც შეეხება ბრაუნის შემცვლელს, სავარაუდოდ, ეს იქნება "ჰორნეტსის" ყოფილი დამრიგებელი პოლ სილასი. ჯორდანის აზრით, ეს სპეციალისტი 4.5 წელი მუშაობდა კლუბის სამწვრთნელო შტაბში და სწრაფად შეუძლია შედეგის მიღწევა.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული