როგორც იქნა ათამაშდა "ორლანდო მეჯიქი"! გუშინ "ჯადოქრები" სერიოზულად იყვნენ განწყობილი საბრძოლველად და საკუთარ გულშემატკივრებს საშობაო საჩუქრად თვით რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო გუნდთან - "სან ანტონიო სპურსთან" გამარჯვება მიართვეს. სამი მატჩი დასჭირდათ "ორლანდოს" ახალწვეულებს - ჯეისონ რიჩარდსონს, გილბერტ არენასსა და ჰედო თურქოგლუს მიზნის გასასწორებლად და როგორც კი ეს მოახერხეს, წარმატება მაშინვე მოვიდა. "სან ანტონიომ" მეტოქის შეტევებს მხოლოდ პირველი მეოთხედი გაუძლო და დიდ შესვენებამდე ტეხასელები უკვე ვეღარ ასწრებდნენ "მეჯიქის" სნაიპერთა დაწევას. სწორედ ამით იყო გამოწვეული დიდი ანგარიშით მარცხი.
მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი დუაიტ
იგივეს თქმა შეიძლება "მაიამი ჰიტზე" - ეს გუნდი ორ დღეში კალიფორნიას ეწვევა და მოქმედ ჩემპიონ "ლეიკერსს" შეხვდება. მანამდე კი ფლორიდელებმა დუეინ უეიდის გარეშეც უპრობლემოდ დაამარცხეს სტუმრად "ფინიქს სანზი". ამისთვის საკმარისი აღმოჩნდა ლებრონის მორიგი შედეგიანი თამაში და კრის ბოშის ორმაგი დუბლი. შეხვედრის შუაში "მაიამის" გაქცევის შემდეგ, მეოთხე მეოთხედი ფორმალობად იქცა.
რაც შეეხება "ფინიქსს", "ორლანდოს" მსგავსად მასაც აქვს ახალბედების ადაპტაციის პრობლემა. ასეთი დაბალშედეგიანი "სანზი" კარგა ხანია არ გვინახავს. როგორც ჩანს, შეტევაში უფრო თამამი უნდა ყოფილიყო სტივ ნეში, რადგან "ფინიქსში" ბურთის ჩამგდები არ ჩანდა. გამონაკლისი მხოლოდ ჯარედ დადლია, რომელმაც 33 ქულა (თამაშიდან - 11/16, საჯარიმოდან - 4/6) დააგროვა.
რაც შეეხება დღის მესამე შეხვედრას, იქ კვლავ გააკვირვა საზოგადოება 165 სანტიმეტრი სიმაღლის მცველმა ირლ ბოიკინსმა.
ტრავმირებული ბრენდონ ჯენინგსის არყოფნაში ვეტერანმა ისევ იტვირთა "მილუოკიში" ლიდერის როლი და თავის გუნდს გაამარჯვებინა, არადა თამაშის დამთავრებამდე რვა წუთით ადრე "ირმები" 69:75-ს აგებდნენ. ბოიკინსმა თავისი 19 ქულიდან ცხრა ბოლო მეოთხედში დააგროვა. შეგახსენებთ, რომ ორი დღით ადრე მინიატურულმა მცველმა 22 ქულა ჩაუგდო მოქმედ ჩემპიონ "ლეიკერსს".
"მილუოკის" გამარჯვებას ხელი შეუწყო "საკრამენტოს" საშინელმა თამაშმა - ამ გუნდმა 25 შეცდომა დაუშვა და ტყორცნების მხოლოდ 36 პროცენტი გამოიყენა.
ახლა NBA ერთდღიან საშობაო არდადეგებს იღებს, რის შემდეგაც ნამდვილი შოუ გველოდება "ლეიკერსი"-"მაიამის" შეხვედრის სახით.
ორლანდო-სან ანტონიო 123:101
28:26, 34:27, 35:23, 26:25
ო: ჰოვარდი (29+14 მოხსნა), ბასი (17+6 მოხსნა), რედიკი (17), რიჩარდსონი (15), რენასი (14+9 პასი+6 მოხსნა), თურქოგლუ (11+6 პასი), ანდერსონი (10).
ს-ა: პარკერი (16), ნილი (16), დანკანი (12+6 მოხსნა), სპლიტერი (11+5 მოხსნა), ჯინობილი (10+6 პასი+5 მოხსნა), ჯეფერსონი (10+6 მოხსნა), ბონერი (10+6 მოხსნა), ბლეირი (10+5 მოხსნა).
საკრამენტო-მილუოკი 79:84
25:24, 14:19, 25:19, 15:22
ს: უდრიხი (17+7 მოხსნა+5 პასი), დალემბერი (13+12 მოხსნა), ლენდრი (9+12 მოხსნა).
მ: ბოიკინსი (19), ბოგუტი (15+13 მოხსნა), დულინგი (14+5 პასი), სალმონსი (12+6 პასი).
ფინიქსი-მაიამი 83:95
22:19, 17:26, 20:27, 24:23
ფ: დადლი (33+12 მოხსნა), ფრაი (14+6 მოხსნა), ლოპესი (12+5 მოხსნა), ნეში (4+18 პასი).
მ: ჯეიმსი (36+6 მოხსნა), ბოში (23+11 მოხსნა), აროიო (11), ჩალმერსი (11).