მოგება ნოვიცკის გარეშე

AutoSharing Option

წელს ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ყველაზე არასასურველ სტუმრად "დალას მავერიქსი" ჩამოყალიბდა. ჯერ რეგულარული ჩემპიონატი ეკვატორამდეც არ მისულა და "მავერიქსმა" უკვე მოასწრო გასვლაზე "დენვერის", "ნიუ ორლეანის", "ატლანტას", "სან ანტონიოს", "მაიამის", "იუტას", "ორლანდოსა" და "ოკლაჰომას" დამარცხება. სრული კოლექციის შესავსებად ფავორიტთაგან "ბოსტონისა" (ეს გუნდი "კოვბოებმა" შინ უკვე დაამარცხეს) და "ლეიკერსის" ძლევა დარჩა.

"ოკლაჰომას" სტუმრად დამარცხება იოლი საქმე არ არის, "დალასისთვის" კი ეს ამოცანა მეორე მეოთხედში კიდევ უფრო გართულდა, როცა სრულიად უწყინარ სიტუაციაში ფეხი დაიზიანა დირკ ნოვიცკიმ. იმ მომენტისთვის გერმანელი საუკეთესო იყო მოედანზე - 11

წუთში 13 ქულა ჰქონდა დაგროვებული.

ბუნებრივია, "დალასის" მდგომარეობა დამძიმდა, მით უმეტეს, რომ გუნდს ოკლაჰომაში არც მთავარი მწვრთნელი რიკ კარლაილი ახლდა, რომელმაც მუხლის ოპერაცია გადაიტანა და მის ნაცვლად გუნდს ასისტენტი დუეინ კეისი ხელმძღვანელობდა. მაგრამ ჩემპიონატის ერთ-ერთმა ლიდერმა მაინც შეძლო გამარჯვება. მოგების რეცეპტი მარტივი აღმოჩნდა - მთავარი იყო გუნდი პირველ სამ მეოთხედში არ ჩამორჩენოდა მეტოქეს, ბოლო 12-წუთეულში კი თავის საქმეს ჯეისონ ტერი გააკეთებდა.

ბოლო მეოთხედის წინ "დალასი" მინიმალური ანგარიშით აგებდა, საფინალო სირენას კი კომფორტული 10-ქულიანი უპირატესობით შეხვდა. ტერიმ 12 წუთში 11 ქულა (ერთით ნაკლები, ვიდრე "ოკლაჰომამ") დააგროვა და ორი შედეგიანი პასი გააკეთა. თუმცა მხოლოდ ჯეისონის შექება არ იქნება მართებული - მთელმა "დალასმა" შესანიშნავად ითამაშა: ექვსმა ტეხასელმა გადაჭარბა 10-ქულიან ზღვარს. ბოლოს კი აღვნიშნავთ, რომ ჯეისონ კიდს საფირმო სამმაგი დუბლის გასაფორმებლად ერთი მოხსნა არ ეყო. ვეტერანს 10 ქულა, 10 პასი და 9 მოხსნა ჰქონდა.

* * *

სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია "მინესოტას" მოულოდნელი მოგება "ნიუ ორლეანთან", არადა "ჰორნეტსმა" შესანიშნავად დაიწყო თამაში, პირველ მეოთხედში 35 ქულა დააგროვა და 12 ქულით გაიჭრა წინ.

მეორე ნახევარი "მგლებმა" 59:41 მოიგეს. ბრწყინვალედ გამოიყურებოდნენ მათი მცველები - მაიკლ ბიზლი და უესლი ჯონსონი. პირველმა 45 წუთში 30 ქულა, 9 მოხსნა და 7 შედეგიანი პასი დააგროვა, დებიუტანტმა კი რვიდან ექვსი სამქულიანი გამოიყენა. ცალკე აღნიშვნის ღირსია "მინესოტას" ლიდერის კევინ ლავის მიღწევა - 22 წლის ფორვარდმა ზედიზედ მე-18 ორმაგი დუბლი შეასრულა.
"შარლოტის" მწვრთნელის რანგში პირველი გამარჯვება მოიპოვა პოლ სილასმა. პირველი ტაიმის დასრულებამდე ოთხი წუთი ადრე "ბობკეტსი" 53:30-ს უგებდა "დეტროიტს", მაგრამ იმდენი მოახერხა, რომ კინაღამ დათმო განაღდებული მოგება. ცხრა წამით ადრე 103:100-ზე ტაირუს ტომასმა ორივე საჯარიმო გააფუჭა და "დეტროიტს" შანსი მისცა, თუმცა ბენ გორდონის სამქულიანმა მიზანს არ მიაღწია და სილასმა პირველი გამარჯვება იზეიმა.

"საკრამენტოსა" და "კლიპერსის" შეხვედრის გმირი უნდა გამხდარიყო "კინგზის" 21 წლის მცველი ტაირიკ ევანსი, რომელმაც 32 ქულით სეზონის პირადი რეკორდი დაამყარა. მაგრამ სწორედ მისმა უზუსტობამ წააგებინა "საკრამენტოს". 97:98-ზე მან ავანტურული გარღვევა წამოიწყო და ბლოკ-შოტი მიიღო, ამის შემდეგ საფინალო სირენამდე 5.1 წამით ადრე სამი საჯარიმოს უფლება მოიპოვა, მაგრამ ორი ჩააგდო და ბოლო ააცილა, თუმცა ფარიდან ასხლეტილი ბურთი მას მიუვიდა. პასის ნაცვლად ისევ თავად შეუტია სამი მეტრიდან და ისევ ააცილა - 100:99 "კლიპერსის" სასარგებლოდ. ამ გუნდმა სტუმრად ზედიზედ 11 წაგების შემდეგ, მიყოლებით სამი გასვლითი მატჩი მოიგო.

კვირის მოთამაშეები

"მაიამი ჰიტი" ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი და "გოლდენ სტეიტ უორიორზის" მცველი მონტა ელისი გასულის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასახელდნენ.
აღმოსავლეთი კონფერენციის ლაურეატმა ჯეიმსმა გასულ კვირას ჩატარებულ სამ შეხვედრაში საშუალოდ 27.3 ქულა, 9.0 მოხსნა, 7.0 შედეგიანი პასი და 2.33 ჩაჭრა დააგროვა. მან "ლეიკერსთან" საშობაო შეხვედრაში სამმაგი დუბლი შეასრულა: 27 ქულა, 11 მოხსნა და 10 გადაცემა.

დასავლეთში საუკეთესო ელისი გასულ კვირას ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა - მის ანგაშიზე საშუალო 39.7 ქულა მოდის, რასაც 7.0 შედეგიანი პასი და 3.0 ჩაჭრაც ემატება.

ჯეიმსის კვირა
20 დეკემბერი. მაიამი-დალასი 96:98. 19 ქულა, 10 მოხსნა, 7 პასი.
23 დეკემბერი. ფინიქსი-მაიამი 83:95. 36 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი, 3 ჩაჭრა.
25 დეკემბერი. ლეიკერსი-მაიამი 80:96. 27 ქულა, 11 მოხსნა, 10 პასი.
ელისის კვირა
20 დეკემბერი. გოლდენ სტეიტი-ჰიუსტონი 112:121. 44 ქულა, 7 პასი, 3 ჩაჭრა.
21 დეკემბერი. საკრამენტო-გოლდენ სტეიტი 109:117. 36 ქულა, 7 პასი, 4 ჩაჭრა.
25 დეკემბერი. გოლდენ სტეიტი-პორტლენდი 109:102. 39 ქულა, 7 პასი, 2 ჩაჭრა.
კვირის მოთამაშის სტატუსზე შემდეგი კალათბურთელები აცხადებდნენ პრეტენზიას: კარლოს ბუზერი ("ჩიკაგო"), დირკ ნოვიცკი ("დალასი"), ამარე სტაუდმაიერი ("ნიუ იორკი") და კევინ დურანტი ("ოკლაჰომა").

ნიუ ჯერსი-ორლანდო 88:104
25:24, 19:27, 25:30, 19:23
ნ-ჯ: ჰარისი (24+6 პასი), ლოპესი (20+7 მოხსნა), აუთლო (10), ფარმარი (10), ჰემფრიზი (7+11 მოხსნა).
ო: თურქოგლუ (20+7 მოხსნა+5 პასი), ჰოვარდი (19+13 მოხსნა+6 დაფარება), რედიკი (15), რიჩარდსონი (14), ბასი (11), ანდერსონი (10+12 მოხსნა).
შარლოტი-დეტროიტი 105:100
26:26, 30:14, 29:29, 20:31
შ: ოგუსტინი (27), ჯექსონი (23+9 მოხსნა), ტომასი (14), მოჰამედი (10+5 მოხსნა).
დ: ვილანუევა (25), გორდონი (17), პრინსი (17), უილკოქსი (15+8 მოხსნა).
მილუოკი-ატლანტა 80:95
18:29, 24:28, 25:20, 13:18
მ: სალმონსი (18), დულინგი (15+9 პასი), ბოგუტი (14+11 მოხსნა), ბოიკინსი (13).
ა: ჰორფორდი (18+12 მოხსნა), ჯონსონი (15+6 პასი), უილიამსი (14+5 მოხსნა), კროუფორდი (14), სმიტტ (13+7 მოხსნა).
მინესოტა-ნიუ ორლეანი 113:98
27:35, 27:22, 28:20, 31:21
მ: ბიზლი (30+9 მოხსნა+7 პასი), ჯონსონი (24), ლავი (16+11 მოხსნა), მილიჩიჩი (14+5 მოხსნა), რიდნური (12+11 პასი).
ნ-ო: უესტი (23), პოლი (22+13 პასი+6 მოხსნა+5 ჩაჭრა), არიზა (15), ბელინელი (11).
ოკლაჰომა-დალასი 93:103
29:34, 27:22, 25:23, 12:24
ო: დურანტი (28+5 მოხსნა), ჰარდენი (18), უესტბრუკი (15+7 პასი), გრინი (12+5 მოხსნა).
დ: ბატლერი (21), მერიონი (20+9 მოხსნა), ნოვიცკი (13), კიდი (10+10 პასი+9 მოხსნა), ჩენდლერი (7+10 მოხსნა).
მემფისი-ტორონტო 96:85
16:24, 32:20, 29:19, 19:22
მ: რენდოლფი (21+8 მოხსნა), გეი (18+6 პასი+5 მოხსნა+5 ჩაჭრა), ალენი (14+8 მოხსნა+6 ჩაჭრა), კონლი (12+6 პასი), მაიო (12).
ტ: კლეიზა (22), დეროზანი (18), კალდერონი (13+9 პასი), ბარბოზა (11), დორსი (10+13 მოხსნა).
ჰიუსტონი-ვაშინგტონი 100:93
28:27, 19:21, 21:25, 32:20
ჰ: მარტინი (20+7 მოხსნა), ბატიე (15+6 მოხსნა), ბრუქსი (15+5 პასი), სკოლა (14), ჰილი (13+7 მოხსნა).
ვ: ჰაინრიხი (19+5 მოხსნა), იანგი (18), ბლეტჩი (17+14 მოხსნა), უოლი (13+6 პასი+5 მოხსნა), ლუისი (12+9 მოხსნა+5 პასი), ჰოვარდი (12).
იუტა-პორტლენდი 91:96
27:20, 20:25, 19:21, 25:30
ი: უილიამსი (31+6 პასი), ჯეფერსონი (11+9 მოხსნა), მილსეპი (11), მაილსი (10).
პ: ოლდრიჯი (26+7 მოხსნა), მილერი (17+6 პასი), მეტიუზი (14), ფერნანდესი (13), კემბი (4+12 მოხსნა).
საკრამენტო-კლიპერსი 99:100
21:28, 28:30, 27:18, 23:24
ს: ევანსი (32), კასპი (16), უდრიხი (14+6 პასი), ლენდრი (13+5 მოხსნა), გარსია (12).
კ: გორდონი (31+6 მოხსნა), გრიფინი (21+14 მოხსნა), დევისი (11+9 პასი+5  მოხსნა), ამინუ (11+8 მოხსნა).
გ. სტეიტი-ფილადელფია 110:95
25:30, 30:19, 21:22, 34:24
გ-ს: რაიტი (28+6 მოხსნა), ელისი (22+12 მოხსნა), ლი (21+16 მოხსნა), კარი (17+8 პასი+5 მოხსნა).
ფ: ჰოლიდეი (23+11 პასი), მიქსი (19), ბრენდი (16+16 მოხსნა), იანგი (15+8 მოხსნა).
აღმოსავლეთი
 თ მ წ %
1. ბოსტონი* 28 23 5 82.1
2. მაიამი* 32 23 9 71.9
3. ჩიკაგო* 29 19 10 65.5
4. ორლანდო 31 19 12 61.3
5. ატლანტა 33 20 13 60.6
6. ნიუ იორკი 30 18 12 60.0
7. ინდიანა 28 13 15 46.4
8. მილუოკი 29 12 17 41.4
9. ფილადელფია 30 12 18 40.0
10. შარლოტი 29 10 19 34.5
11. ტორონტო 30 10 20 33.3
12. დეტროიტი 31 10 21 32.3
13. ნიუ ჯერსი 31 9 22 29.0
14. კლივლენდი 30 8 22 26.7
15. ვაშინგტონი 29 7 22 24.1
დასავლეთი
 თ მ წ %
1. სან ანტონიო* 30 26 4 86.7
2. დალასი 29 24 5 82.8
3. ლეიკერსი* 30 21 9 70.0
4. იუტა* 31 21 10 67.7
5. ოკლაჰომა 32 21 11 65.6
6. ნიუ ორლეანი 31 18 13 58.1
7. დენვერი 29 16 13 55.2
8. პორტლენდი 31 16 15 51.6
9. ჰიუსტონი 30 15 15 50.0
10. მემფისი 31 14 17 45.2
11. ფინიქსი 29 13 16 44.8
12. გ. სტეიტი 30 12 18 40.0
13. კლიპერსი 32 10 22 31.2
14. მინესოტა 32 8 24 25.0
15. საკრამენტო 28 5 23 17.9
ქულა
კევინ დურანტი (ოკლ) 28.1
ამარე სტაუდმაიერი (ფინ) 26.2
მონტა ელისი (გ-სტ) 25.9
კობი ბრაიანტი (ლეი) 25.4
ლებრონ ჯეიმსი (კლივ) 24.8
დერიკ როუზი (ჩიკ) 24.3
დირკ ნოვიცკი (დალ) 24.1
კარმელო ენტონი (დენ) 24.0
ერიკ გორდონი (კლიპ) 23.9
კევინ მარტინი (ჰიუ) 23.4
მოხსნა
კევინ ლავი (მინ) 15.5
დუაიტ ჰოვარდი (ორლ) 13.1
ბლეიკ გრიფინი (კლიპ) 12.4
ზაკ რენდოლფი (მემ) 12.4
პაუ გასოლი (ლეი) 11.0
მარკუს კემბი (პორ) 10.9
ანდერსონ ვარეჟაო (კლი) 9.8
ლამარ ოდომი (ლეი) 9.8
ემეკა ოკაფორი (ნ-ორლ) 9.7
კევინ გარნეტი (ბოს) 9.7
პასი
რაჟონ რონდო (ბოს) 13.8
სტივ ნეში (ფინ) 10.7
კრის პოლი (ნ-ორლ) 9.9
დერონ უილიამსი (იუტ) 9.5
რეიმონდ ფელტონი (ნ-იორკ) 9.2
ჯეისონ კიდი (დალ) 8.8
დერიკ როუზი (ჩიკ) 8.4
ჯონ უოლი (ვაშ) 8.4
რასელ უესტბრუკი (ოკლ) 8.1
ანდრე მილერი (პორ) 7.5
ჩაჭრა
კრის პოლი (ნ-ორლ) 2.8
მონტა ელისი (გ-სტ) 2.4
კაილ ლოური (ჰიუ) 2.0
მაიკ კონლი (მემ) 2.0
რასელ უესტბრუკი (ოკლ) 2.0
რეიმონდ ფელტონი (ნ-იორ) 2.0
ჯეისონ კიდი (დალ) 1.8
რუდი გეი (მემ) 1.8
ანდრე მილერი (პორ) 1.8
კევინ გარნეტი (ბოს) 1.8
დაფარება
ენდრიუ ბოგუტი (მილ) 2.8
დუაიტ ჰოვარდი (ორლ) 2.6
ჯავალ მაკგი (ვაშ) 2.5
დარკო მილიჩიჩი (მინ) 2.4
სერჟ იბაკა (ოკლ) 2.3
ამარე სტაუდმაიერი (ფინ) 2.2
ჯოშ სმიტი (ატლ) 2.0
პაუ გასოლი (ლეი) 2.0
ტიმ დანკანი (ს-ანტ) 2.0
როი ჰიბერტი (ინდ) 2.0

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული