"ჰიუსტონ როკეტსის" ხელმძღვანელობა თავისი ტრავმირებული ცენტრის, იაო მინის გაცვლის ვარიანტებს განიხილავს. როგორც იცით, ჩინელი ტრავმის გამო სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს, ხოლო მისი კონტრაქტის დიდ ნაწილს - 8 მილიონ დოლარს დაზღვევა აანაზღაურებს. იაოს კლუბთან ხელშეკრულება ამ სეზონის ბოლოს უმთავრდება.
Foxsports-ის ინფორმაციით, იაო მინის კონტრაქტით უკვე ხუთი-ექვსი კლუბი დაინტერესდა, მაგრამ ყველა მოლაპარაკება ჯერ საწყის სტადიაშია.
ამასთან, "როკეტსი" არ გამორიცხავს ჩინელთან ხელშეკრულების გაგრძელებას, ეს ექიმების საბოლოო დიაგნოზზე იქნება დამოკიდებული.
.