NBA-ს კლუბმა "მაიამი ჰიტმა" ლიგის ახალი რეკორდი დაამყარა - ერთი თვის მანძილზე მიყოლებით 10 გასვლითი მატჩი მოიგო.
30 დეკემბრის ღამეს "მაიამიმ" ჰიუსტონში ადგილობრივი "როკეტსი" 125:119 დაამარცხა და თვის მანძილზე მოგებული მატჩების რაოდენობის მიხედვითაც (15) რეკორდი დაამყარა.
აღსანიშნავია, რომ NBA-ს კალენდარი ისეა შედგენილი, რომ გუნდები ყოველ თვეს ათ გასვლით მატჩს ატარებენ. "ჰიუსტონთან" შეხვედრაში "მაიამის" შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი დუეინ უედი იყო, რომელმაც 45 ქულა მოაგროვა. კრის ბოშმა 21 ქულა მოაგროვა, ლებრონ ჯეიმსმა - 20.
მომზადებულია nba.com-ის მიხედვით
.