NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის მოთამაშეები - ჰორფორდი და ოლდრიჯი

AutoSharing Option
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ კვირის ლაურეატები დაასახელა. აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესო გახდა "ატლანტა ჰოქსის" ცენტრი ელ ჰორფორდი.

მან თავის გუნდს სამიდან სამი მატჩი მოაგებინა. ჰორფორდი საშუალოდ 18.3 ქულას, 6.7 მოხსნას, 5.0 შედეგიან გადაცემას, 1.67 დაფარებასა და 1.0 ჩაჭრას აგროვებდა; აგრეთვე, 60-პროცენტიანი სიზუსტით ისროდა.

დასავლეთ კონფერენციის ლაურეატი გახდა "პორტლენდ თრეილ ბლეიზერსის" ფორვარდი ლამარკუს ოლდრიჯი. ის თავის გუნდს ოთხიდან ოთხი მატჩის მოგებაში დაეხმარა.

ოლდრიჯი ოთხივე შეხვედრაში ორმაგ დუბლს ასრულებდა, მისი საშუალო სტატისტიკა კი 26.3 ქულას, 14.3 მოხსნასა და 2.25 ჩაჭრას შეადგენდა. ოლდრიჯმა განსაკუთრებით გამოიჩინა
თავი "სან ანტონიოსთან" 3-ოვერტაიმიან მატჩში, როცა 32 ქულა, 16 მოხსნა, 5 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.

ჰორფორდის კვირა
15 დეკემბერი. ატლანტა-ჩიკაგო 93:86. 21 ქულა, 10 მოხსნა, 6 პასი.
17 დეკემბერი. კლივლენდი-ატლანტა 98:127. 20 ქულა, 4 პასი, 2 დაფარება.
20 დეკემბერი. ჰიუსტონი-ატლანტა 97:104. 14 ქულა, 5 პასი, 8 მოხსნა, 3 დაფარება.

ოლდრიჯის კვირა
15 დეკემბერი. პორტლენდი-სან ანტონიო 108:95. 23 ქულა, 14 მოხსნა.
19 დეკემბერი. სან ანტონიო-პორტლენდი 119:129 (3ო). 32 ქულა, 16 მოხსნა, 5 ჩაჭრა, 2 დაფარება.
20 დეკემბერი. ნიუ ორლეანი-პორტლენდი 88:114. 27 ქულა, 12 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 2 დაფარება, 2 პასი.

კვირის მოთამაშის ტიტულზე პრეტენზიას აცხადებდნენ: კელი ოლინიკი ("ბოსტონი"), ჯიმი ბატლერი ("ჩიკაგო"), ლებრონ ჯეიმსი ("კლივლენდი"), მონტა ელისი ("დალასი"), ბლეიკ გრიფინი ("კლიპერსი"), დეანდრე ჯორდანი ("კლიპერსი"), ენტონი დევისი ("ნიუ ორლეანი"), დამიენ ლილარდი ("პორტლენდი") და კაილ ლაური ("ტორონტო").

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული