ჩემპიონი ფავორიტი აღარ არის?

AutoSharing Option

"მილუოკისთან" და "მაიამისთან" ორი წაგების შემდეგ, კალენდარმა მოქმედ ჩემპიონ "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" მორიგი გამოცდა მოუმზადა - კალიფორნიელები ტეხასში გაემგზავრნენ და დღეისთვის ლიგის საუკეთესო გუნდს "სან ანტონიო სპურსს" შეხვდნენ. გრეგ პოპოვიჩის შეგირდების დამარცხება კრიზისიდან გამოსვლის საუკეთესო საშუალება იქნებოდა, მაგრამ ამ მომენტისთვის "ლეიკერსი" და მისი ლიდერები ისეთ ფორმაში არიან, რომ დღის ცენტრალურ შეხვედრაში უდავო ფავორიტად სწორედ "სპურსი" მიიჩნეოდა და კალიფორნიელების წარმატების ცოტა ვინმეს თუ სჯეროდა.

ამ მატჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ფილ ჯექსონის გუნდში ბევრი რამ არ არის წესრიგში. სტუმრებმა ვერაფერი მოუხერხეს

"სპურსის" დაცვას და გასაკვირი არ არის, რომ "სან ანტონიომ" ყოველგვარი პრობლემის გარეშე დაამარცხა ჩემპიონი, არადა, მისმა ორმა ლიდერმა - ტიმ დანკანმა და მანუ ჯინობილიმ შეტევაში საშინლად ითამაშა. ამ დუეტმა თამაშიდან ჯამში 19 სროლა შეასრულა და მხოლოდ ოთხჯერ ჩააგდო. მაგრამ კიდევ უფრო უარესად გამოიყურებოდა "ლეიკერსის" ვარსკვლავური წყვილი - კობი ბრაიანტი და პაუ გასოლი. "შავ მამბას" ტყორცნების რეალიზაციის საშინელი პროცენტი ჰქონდა - 27-დან 8, ესპანელმა ცენტრმა კი სეზონში მეორედ ვერ შეძლო ათქულიანი ზღვარის გადალახვა.

"ლეიკერსმა" მეტ-ნაკლებად ნორმალური თამაში მხოლოდ მეორე მეოთხედში აჩვენა, რომელიც 11-ქულიანი სხვაობით მოიგო. მაგრამ მეორე ტაიმში ყველაფერი თავის ადგილას დადგა: "სან ანტონიოს" ბრწყინვალე დაცვამ ჩიხში მოაქცია სტუმარი კალათბურთელები. მატჩის ბოლო ნაწილს მასპინძლები დანკანისა და ჯინობილის გარეშე ატარებდნენ, თუმცა ეს არ ყოფილა პოპოვიჩის მხრიდან ცუდი თამაშისთვის სამაგიეროს გადახდა, უბრალოდ, "სპურსს" არ დასჭირდა მათი დახმარება და ისედაც იოლად გაუსწორდა დასავლეთში თავის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს. კობიმ კი ბოლო მატჩებში ჩამოყალიბებულ ტრადიციას არ უღალატა და დიდი დრო მსაჯებთან კამათში გაატარა. ბრაიანტის ნერვიულობა გასაგებია - ერთ მონაკვეთში კობიმ ზედიზედ 13 (!) ტყორცნა ააცილა.

დღის სენსაცია შემოგვთაზა "ტორონტომ". კანადელებმა სტუმრად თვით "დალას მავერიქსი" დაამარცხეს. ამას ორი მიზეზი ჰქონდა: "კოვბოებს" წინა დღეს "ოკლაჰომასთან" დაშავებული დირკ ნოვიცკი აკლდა, გარდა ამისა, გუნდს აუთსაიდერთან სათამაშოდ საკმარისი მოტივაცია არ აღმოაჩნდა.

ნოვიცკის როლი "დალასში" ამ მატჩმაც დაადასტურა. გერმანელის გარეშე მასპინძლები დაბნეულები ჩანდნენ და სამქულიანების მხოლოდ 22.7 პროცენტი (22-დან 5) გამოიყენეს. ასეა თუ ისე, რვაკაციანმა "ტორონტომ" (ამ გუნდს ტრავმების გამო აკლდნენ კალდერონი, ბარნიანი, სტოიაკოვიჩი და უიმსი) ჩემპიონატის ფავორიტს მხოლოდ 76 ქულა დააგროვებინა, თავად კი 84 ქულა ჩააგდო. სხვათა შორის, მატჩის მსვლელობისას სტუმრებმა კიდევ ერთი კალათბურთელი დაკარგეს - ჯარედ ბეილესი, ხოლო ფორვარდი ამირ ჯონსონი ზურგის ტრავმით თამაშობდა.

ლებრონ ჯეიმსის ჩრდილში ყოფნა მობეზრა დუეინ უეიდს, რომელმაც "მაიამისა" და "ნიუ იორკის" შეხვედრაში თითქმის მთლიანად თავის თავზე აიღო თამაში და ძალიან ბევრი ესროლა, თანაც არც ისე მაღალი პროცენტით (თამაშიდან - 13/18, სამქულიანი - 1/7), თუმცა უეიდმა მატჩის ბოლოსთვის შესანიშნავი სტატისტიკა შეაგროვა: 38 წუთში 40 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა. ეს დუეინისთვის სეზონში ყველაზე შედეგიანი მატჩი იყო.

კლივლენდი-ორლანდო 95:110
33:30, 24:30, 17:15, 21:35
კ: ჯეიმისონი (21), გიბსონი (15+6 მოხსნა), ვარეაო (15+9 მოხსნა+5 ჩაჭრა), უილიამსი (14+8 პასი), სეშენსი (12+6 პასი).
ო: არენასი (22+11 პასი+6 მოხსნა), რიჩარდსონი (20+5 მოხსნა), რედიკი (14), ნელსონი (13+6 პასი+5 მოხსნა), ჰოვარდი (12+6 მოხსნა), კლარკი (12).

ინდიანა-ბოსტონი 83:95
26:19, 21:26, 20:21, 16:29
ი: რაში (17+7 მოხსნა), გრეინჯერი (15), კოლისონი (10).
ბ: პირსი (21+7 პასი+5 მოხსნა), ალენი (17), დევისი (14), დენიელსი (12+5 მოხსნა), გარნეტი (11+13 მოხსნა).

მაიამი-ნიუ იორკი 106:98
34:18, 19:22, 27:25, 26:33
მ: უეიდი (40+9 მოხსნა), ჯეიმსი (18+10 მოხსნა+8 პასი), ბოში (18+10 მოხსნა), ილგაუსკასი (14+10 მოხსნა).
ნ-ი: სტაუდმაიერი (30+7 მოხსნა), ჩენდლერი (21+6 მოხსნა), ფელტონი (15+5 პასი), გალინარი (13), დუგლასი (11).

ჩიკაგო-მილუოკი 90:77
27:15, 17:30, 23:17, 23:15
ჩ: ბუზერი (24+9 მოხსნა), დენგი (24+5 მოხსნა), როუზი (18+12 პასი+6 მოხსნა).
მ: სალმონსი (18), მაგეტი (15), მბა ა მუტე (12+10 მოხსნა), დულინგი (11+6 პასი), ილიასოვა (10+7 მოხსნა), ბოგუტი (4+16 მოხსნა).

დალასი-ტორონტო 76:84
13:23, 27:23, 19:18, 17:20
დ: ტერი (18+6 პასი), ბატლერი (15), მერიონი (12+5 მოხსნა).
ტ: დევისი (17+12 მოხსნა), დეროზანი (16), კლეიზა (16), ჯონსონი (10+6 მოხსნა), ბარბოზა (12).

სან ანტონიო-ლეიკერსი 97:82
27:18, 15:26, 29:18, 26:20
ს-ა: პარკერი (23), ბლეირი (17+15 მოხსნა), ჯეფერსონი (15+7 მოხსნა), ჰილი (10+9 მოხსნა).
ლ: ბრაიანტი (21+5 მოხსნა), ბინუმი (10+7 მოხსნა), არტესტი (10), ბრაუნი (5+11 მოხსნა).

დენვერი-პორტლენდი 95:77
25:21, 23:20, 30:17, 17:19
დ: ბილაპსი (18+9 პასი), ნენე (17+7 მოხსნა), სმიტი (17), აფლალო (17), მარტინი (10).
პ: ოლდრიჯი (18+13 მოხსნა+7 დაფარება), ბატუმი (14+5 მოხსნა), ფერნანდესი (11).

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული