ისევ ჭორები

AutoSharing Option

რაც უფრო ახლოვდება ტრეიდებისთვის განკუთვნილი პერიოდის ბოლო დღე, გაზეთები მით აქტიურად ჭორაობენ მოსალოდნელი გარიგებების შესახებ. ყველაზე აქტიურად განიხილავენ "პორტლენდსა" და "შარლოტს" შორის სავარაუდო გაცვლას. "ბლეიზერსმა" შესაძლოა, თავიდან მოიშოროს ცენტრი მარკუს კემბი, რომელთანაც წელს ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. 36 წლის ვეტერანს (6.3 ქულა, 10.9 მოხსნა, 1.8 დაფარება) ანდრე მილერთან ერთად უწინასწარმეტყველებენ "შარლოტში" გადასვლას, საპირისპირო მიმართულებით კი ჯერალდ უოლასი და დი ჯეი ოგუსტინი გაემგზავრებიან. მაგრამ თავად კემბის არ სურს "ბობკეტსში" გადასვლა და უკვე კარიერის დასრულებაზე ფიქრობს. "შარლოტის" გარდა, ასაკოვან ცენტრზე პრეტენზიას "ორლანდო მეჯიქიც" აცხადებს.

 

ვწერდით იმის შესახებ, რომ "ჰიუსტონი" თავისი ტრავმირებული ცენტრის იაო მინის გაცვლას აპირებს. ისიც აღვნიშნეთ, რომ ჩინელის ხელში ჩაგდება ფინანსური თვალსაზრისით მომგებიანია, რადგან მისი ხელფასის ნახევარზე მეტს სადაზღვევო კომპანია ფარავს. გუშინ მოსალოდნელი გარიგების შესახებ დეტალები გახდა ცნობილი. "როკეტსმა" "საკრამენტო კინგზს" შესთავაზა ტრეიდი: იაო მინი სამუელ დალემბერსა და დემარკუს კაზინსის ნაცვლად, მაგრამ კალიფორნილები უარს აცხადებენ ასეთ გარიგებაზე. მათ არ სურთ პერსპექტიულ კაზინსთან განშორება, მიუხედავად იმისა, რომ ამ კალათბურთელმა უკვე მოასწრო რამდენჯერმე მწვრთნელ პოლ უესტფოლთან წაჩხუბება.

"ჩიკაგო ბულზი" კი შემტევ მცველს ეძებს. კანდიდატთა შორის არიან: სტივენ ჯექსონი, ო ჯეი მაიო, ჯეი არ სმიტი, რიჩარდ ჰემილტონი და ჯეი ჯეი რედიკი.

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული