ფილი წელს დაასრულებს

AutoSharing Option

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყველა დროის ტიტულოვანმა მწვრთნელმა ფილ ჯექსონმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა. 65 წლის სპეციალისტმა კატეგორიულად განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონი ბოლო იქნება მის კარიერაში. 11 საჩემპიონო ბეჭდის მფლობელს უბრალოდ მობეზრდა თავისი სამუშაო.

"მთელი კარიერის განმავლობაში ჩემი სამუშაოს მიმართ ყოველთვის კეთილსინდისიერად ვიყავი განწყობილი, ვცდილობდი ბოლომდე გამომევლინა საკუთარი შესაძლებლობები. მაგრამ ახლა დარწმუნებული ვარ, რომ წასვლის მოვიდა. ვმუშაობდი იქამდე, სანამ სურვილი მქონდა", - განაცხადა ფილ ჯექსონმა.

კითხვაზე, შესაძლებელი იქნება თუ არა მომავალში კარიერის განახლება, მწვრთნელმა კატეგორიული უარი განაცხადა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული