ლებრონი: MVP ვეღარ გავხდები

AutoSharing Option

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი, "მაიამი ჰიტის" ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი მიიჩნევს, რომ მას და დუეინ უეიდს თითქმის არ აქვთ სეზონის MVP-ის ტიტულის მოპოვების შანსი. ჯეიმსის თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ გუნდში რამდენიმე ვარსკვლავის ყოფნა კალათბურთელს თავის გამოჩენის ნაკლებ შანსს აძლევს. შეგახსენებთ, რომ ლებრონმა "კლივლენდში" თამაშისას ორჯერ მოიპოვა სეზონის უძვირფასესი მოთამაშის პრიზი.

"როცა მე, დუეინ უეიდმა და კრის ბოშმა ერთ გუნდში თამაში გადავწყვიტეთ, MVP-ის პრიზის მოპოვების შანსი თითქმის ნულის ტოლი გახდა. საქმე ისაა, რომ თუ გუნდში მარტო გიწევს საკუთარ თავზე

ინიციატივის აღება, სტატისტიკაც შთამბეჭდავი გაქვს, მაგრამ მოედანზე კარგი მხარდაჭერის პირობებში, სტატისტიკური მაჩვენებლები მკვეთრად ეცემა და მთავარი ინდივიდუალური პრიზის მოპოვების შანსი თითქმის აღარ გრჩება", - ამბობს ლებრონ ჯეიმსი.

 


* * *
ამ საკითხთან დაკავშირებით სრულიად საპირისპირო განწყობა აქვს "ჩიკაგო ბულზის" ლიდერ დერიკ როუზს. ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გამათამაშებელს MVP-ის პრიზის მოპოვების პერსპექტივა ხიბლავს. უფრო მეტიც, როუზი ვერ ხედავს მიზეზს, თუნდაც წელს რატომ ვერ უნდა მოიპოვოს სეზონის ყველაზე ძვირფასი ჯილდო.


"თუ ჩვენ გამარჯვებების მოპოვებას გავაგრძელებთ, მაშინ მე ამ ტიტულის მოპოვების ერთ-ერთი პრეტენდენტი ვიქნები", - აცხადებს ვარსკვლავი მცველი.


"ნიუ ჯერსისთან" გამარჯვების შემდეგ "ბულზის" გულშემატკივრები სკანდირებდნენ: "MVP! MVP!" ეს სიტყვები დერეკ როუზისკენ იყო მიმართული.


"რა თქმა უნდა, ძალიან მსიამოვნებს გულშემატკივართა განწყობა. სიმართლე რომ ითქვას, რატომაც არა? ვფიქრობ, წელს ყველა შანსი მაქვს იმისთვის, რომ ლიგის უძვირფასესი მოთამაშე გავხდე", - დაამატა როუზმა.

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული