NBA. "ოლ სტარი": მხოლოდ ახალგაზრდები ჩატენიან

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გამოაცხადა "ოლ სტარის" უქმეებზე სამქულიანის კონკურსის მონაწილეები (კარი, ტომპსონი, კორვერი, მეტიუზი, რედიკი, ბელინელი), დადგა "მფრინავი" კალათბურთელების დასახელების ჯერი, რომლებიც ნიუიორკულ პუბლიკას ჩატენვების კონკურსით გაართობენ.

წელს ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, მნიშვნელოვნად შეეცვალათ ამ კონკურსის კონცეფცია. ჯერ ერთი, მონაწილეებს შორის არ არიან შემდგარი ვარსკვლავები. ოთხეული ასეთია: ახალბედა ზაკ ლავინი ("მინესოტა") და სამი "მეორეწლიანი" - მეისონ პლამლის ("ბრუკლინი"), იანის ანტეტოკუნპოსა ("მილუოკი") და ვიქტორ ოლადიპოს ("ორლანდო") სახით.

ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ახალგაზრდები ნამდვილ შოუს დადგამენ, მით უმეტეს, რომ ჩატენვების
კონკურსში გამარჯვება აუცილებლად აამაღლებს მათ პოპულარობას.

მეორე მნიშვნელოვანი ცვლილება: გადაწყვიტეს, დაუბრუნდნენ კონკურსის ჩატარების ძველ წესებს. მონაწილეებს შეაფასებს ჟიურის 5 წევრი. თითოეულს ექნება სამი ცდა. შესარჩევი ტური ორ რაუნდად გაიმართება და ორი საუკეთესო ფინალში გადავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული