დღეს, 4 მარტს, "ჰიუსტონ როკეტსმა" "ბრუკლინ ნეტსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 132:114 დასრულდა.
"ნეტსში" გადასვლის შემდეგ ტეხასში გუნდის ლეგენდა ჯეიმს ჰარდენი პირველად დაბრუნდა და მათ წინააღმდეგ დიდებული შეხვედრაც გამართა. ჯეიმსის ანგარიშზე 29 ქულა, 10 მოხსნა, 14 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება გახლდათ. აღსანიშნავია ჰარდენის 8 დაკარგვა, რაც საერთო ჯამში გუნდის დაკარგვებზე მეტია.
კაირი ირვინგი სტაბილურად კარგი გახლდათ, რომელმაც გუნდს 24 ქულა, 5 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
რაც შეეხება "ჰიუსტონს", ჯონ ვოლმა და ვიქტორ ოლადიპომ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარეს.
ჯონ ვოლმა აქტივში 36 ქულა, 2 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება ჩაიწერა.
ვიქტორ ოლადიპომ თავი 33 ქულით, 7 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემით, 2 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.
"ბრუკლინი" 24 გამარჯვებითა და 13 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზე იმყოფება. თავის მხრივ, "ჰიუსტონი" 11 გამარჯვებითა და 23 მარცხით დასავლეთში ბოლოსწინა, მე-14 ადგილს იკავებს.
"ნეტსი" მომდევნო მატჩს 12 მარტს, "ბოსტონ სელტიკსის" წინააღმდეგ გამართავს. "როკეტსი" ამავე რიცხვში "საკრამენტო კინგსს" დაუპირისპირდება.