კვირის დაცემა
სავალალოდ ვითარდება "კლივლენდის" საქმეები. მეტ-ნაკლებად წარმატებულმა სტარტმა უარყო გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ ლებრონ ჯეიმსის გარეშე "კავალიერზს" ლიგაში ყველაზე სუსტი შემადგენლობა ჰყავს. მაგრამ დრომ აჩვენა, რომ დღევანდელი კალათბურთელებით "კლივლენდს" არაფრის იმედი უნდა ჰქონდეს. ერთადერთი მოგება დეკემბერში - ზუსტად გამოხატავს ოჰაიოს კლუბის დღევანდელ მდგომარეობას.
არასწორი იქნება ყველაფერში მწვრთნელ ბაირონ სკოტის დადანაშაულება. რაც არ უნდა იყოს, მოთამაშეთა იმ ჯგუფით, რომელიც მას გუნდში დახვდა, ნებისმიერი სპეციალისტი განწირული იქნებოდა ფიასკოსთვის. კლუბის მენეჯმენტი აცხადებს, რომ გუნდს გაძლიერება სჭირდება, რისთვისაც მზად არის საკუთარ თავზე აიღოს
გუნდი, რომელმაც სეზონი უნდა ჩააგდოს დრაფტის მაღალი ნომრის მისაღებად, ლებროის ჯინაზე ყველანაირად ცდილობს ბოლო ადგილამდე არ დაეშვას, მაგრამ საბოლოოდ, მაინც აგებს თითქმის ყველა შეხვედრას.
კვირის გაუგებრობა
სტაბილურად არასტაბილურ თამაშს აჩვენებენ "ლეიკერსი" და "ნიუ ორლეანი". მოქმედმა ჩემპიონმა კვირა მხნედ დაიწყო. თავიდან კალიფორნიელებმა სტუმრად მოუგეს "ჰორნეტს", რის შემდეგაც შინ დაამარცხეს "ფილადელფია". თითქოს კრიზისი დაძლეული იყო, მაგრამ ბოლო შეხვედრაში "ლეიკერსი" საკუთარი პუბლიკის წინაშე "მემფისთან" მატჩში შერცხვა.
რაც ყველაზე ცუდია, ბოლოდროინდელ ჩავარდნას ახსნას ვერ უძებნიან ვერც ფილ ჯექსონი და ვერც კობი ბრაიანტი.
რაც შეეხება "ნიუ ორლეანს", მონტი უილიამსის გუნდის პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ "ჰორნეტსმა" თავიდან უშანსოდ წააგო შინ არასტაბილურ "ლეიკერსთან", რის შემდეგაც აღმოსავლეთის ტურნეში გაემგზავრა, სადაც პირველივე მატჩში სტუმრად "ბოსტონი" დაამარცხა.
ნულები კვირის ცხრილში
უკვე 2011 წელი დადგა, "ვაშინგტონს" კი ჯერ სტუმრად არც ერთი შეხვედრა არ მოუგია, თავის მხრივ, "ნიუ ჯერსი" ვერ ახერხებს თანადივიზიონელთა მატჩებში თუნდაც ერთი გამარჯვების მოპოვებას. დედაქალაქის გარეთ "უიზრდისის" მაჩვენებლები "შთამბეჭდავია" - 0:16. რთული გასახსენებელია, რომელ გუნდს ჰქონდა ასეთი შედეგი გასვლით შეხვედრებში. როგორც ვხედავთ, ვერც რაშარდ ლუისის დამატებამ და ვერც ჯოშ ჰოვარდის გამოჯანმრთელებამ ვერ მოუტანა ხეირი ფლიპ სონდერსის გუნდს.
"ნიუ ჯერსის" ამ სეზონში ჯერ არ დაუმარცხებია "ბოსტონი", "ნიუ იორკი", "ფილადელფია" და "ტორონტო". ატლანტიკის დივიზიონს არ შეიძლება ლიგაში ყველაზე ძლიერი ვუწოდოთ, მაგრამ ეტყობა "ნეტსს" ჯერ ბევრი უკლია სრულფასოვან გუნდად ჩამოყალიბებამდე.
კვირის მოთამაშეები
"მაიამი ჰიტის" მცველი დუიენ უეიდი და "დენვერ ნაგეტსის" გამთამაშებელი ჩონსი ბილაპსი გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასახელდნენ.
აღმოსავლეთი კონფერენციის ლაურეატი უეიდი გასულ კვირას ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა - საშუალოდ 36.7 ქულა დააგროვა. ამას დაემატა 7.3 მოხსნა, 3.7 შედეგიანი პასი და 2.0 ჩაჭრა. "მაიამიმ" სამიდან სამი მატჩი მოიგო. ერთ-ერთში ("ჰიუსტონის" წინააღმდეგ) დუეინმა სეზონის პირადი რეკორდი დაამყარა - 70.8 პროცენტის სიზუსტით ესროლა და 45 ქულა მოიპოვა.
დასავლეთში საუკეთესო ბილაპსის ანგარიშზე საშუალოდ 25.3 ქულა (ტყორცნების სიზუსტე - 63.9%), 6.3 შედეგიანი პასი, 3.3 მოხსნა და 1.3 ჩაჭრა მოდის. ვეტერანმა განსაკუთრებით სამქულიანი სროლებისას გამოიჩინა თავი - სამ თამაშში 13 შორეული ტყორცნა შეასრულა და 11-ჯერ იყო ზუსტი. გარდა ამისა, ბილაპსს ბოლო 47 საჯარიმო ტყორცნიდან მხოლოდ ერთი ააცილა.
უეიდის კვირა
28 დეკემბერი. მაიამი-ნიუ იორკი 106:98. 40 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა.
29 დეკემბერი. ჰიუსტონი-მაიამი 119:125. 45 ქულა, 7 მოხსნა, 2 ჩაჭრა.
1 იანვარი. მაიამი-გოლდენ სტეიტი 114:107. 25 ქულა, 8 პასი, 6 მოხსნა.
ბილაპსის კვირა
28 დეკემბერი. დენვერი-პორტლენდი 95:77. 18 ქულა, 9 პასი, 4 მოხსნა.
29 დეკემბერი. მინესოტა-დენვერი 113:119. 36 ქულა, 5 პასი, 3 ჩაჭრა.
1 იანვარი. დენვერი-საკრამენტო 104:86. 22 ქულა, 5 პასი, 4 მოხსნა.
კვირის მოთამაშის სტატუსზე შემდეგი კალათბურთელები აცხადებდნენ პრეტენზიას: დერიკ როუზი ("ჩიკაგო"), დორელ რაიტი ("გოლდენ სტეიტი"), კრის პოლი ("ნიუ ორლეანი"), დუაიტ ჰოვარდი ("ორლანდო").
ორლანდო-გ. სტეიტი 110:90
24:28, 20:25, 35:18, 31:19
ო: ჰოვარდი (22+17 მოხსნა), რიჩარდსონი (20+5 მოხსნა), რედიკი (13), ანდერსონი (13), არენასი (11) ნელსონი (11), თურქოგლუ (10+14 მოხსნა+10 პასი+5 ჩაჭრა), ბასი (10).
გ-ს: ელისი (20+7 მოხსნა), რაიტი (17+6 მოხსნა), კარი (15+6 მოხსნა+5 პასი).
შარლოტი-მაიამი 82:96
28:23, 15:24, 16:31, 23:18
შ: ჯექსონი (22+5 პასი), ოგუსტინი (16).
მ: ჯეიმსი (38+9 მოხსნა+5 პასი), უეიდი (31+11 მოხსნა), ბოში (11), ენტონი (2+11 მოხსნა+3 დაფარება).
ბოსტონი-მინესოტა 96:93
17:25, 26:22, 27:26, 26:20
ბ: პირსი (23+6 მოხსნა), ალენი (20), დევისი (17), ვაფერი (10+6 მოხსნა), რონდო (6+16 პასი).
მ: ბიზლი (19), უებსტერი (15), მილიჩიჩი (14+6 მოხსნა), რიდნური (13+5 პასი), ლავი (12+24 მოხსნა).
ნიუ ორლეანი-ფილადელფია 84:77
23:26, 20:14, 25:18, 16:19
ნ-ო: უესტი (17+8 მოხსნა+3 დაფარება), პოლი (15+5 პასი), ოკაფორი (13+8 მოხსნა+3 დაფარება), გრინი (11).
ფ: ბრენდი (14+10 მოხსნა), ნოჩიონი (13+7 მოხსნა), სპეიტსი (12+6 მოხსნა), ჰოლიდეი (12+6 მოხსნა+6 პასი), იანგი (10).
დენვერი-ჰიუსტონი 113:106
25:21, 27:31, 29:29, 32:25
დ: ენტონი (33+11 მოხსნა+5 პასი), ნენე (16+11 მოხსნა), აფლალო (15), ბილაპსი (13+3 ჩაჭრა), ლუოსონი (12), მარტინი (11+6 მოხსნა).
ჰ: სკოლა (24+7 მოხსნა), ლოური (21+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), ბადინგერი (13), ლი (12).
იუტა-დეტროიტი 102:97
25:28, 28:23, 25:28, 24:18
ი: უილიამსი (22+10 პასი), ჯეფერსონი (16+8 მოხსნა+3 დაფარება), კირილენკო (15), მილსეპი (15+10 მოხსნა), მაილზი (12), ბელი (11).
დ: პრინსი (26+5 პასი), ჰემილტონი (15), გორდონი (14), მაკგრეიდი (11+9 მოხსნა+11 პასი), ვილანუევა (11).
აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. ბოსტონი* 33 26 7 78.8
2. მაიამი* 36 27 9 75.0
3. ჩიკაგო* 32 22 10 68.8
4. ორლანდო 34 22 12 64.7
5. ატლანტა 36 22 14 61.1
6. ნიუ იორკი 33 19 14 57.6
7. ინდიანა 32 14 18 43.8
8. მილუოკი 31 13 18 41.9
9. ფილადელფია 34 13 21 38.2
10. შარლოტი 32 11 21 34.4
11. ტორონტო 33 11 22 33.3
12. დეტროიტი 34 11 23 32.4
13. ნიუ ჯერსი 34 9 25 26.5
14. ვაშინგტონი 32 8 24 25.0
15. კლივლენდი 34 8 26 23.5
დასავლეთი
თ მ წ %
1. სან ანტონიო* 33 29 4 87.9
2. დალასი 33 25 8 75.8
3. იუტა* 35 24 11 68.6
4. ლეიკერსი* 34 23 11 67.6
5. ოკლაჰომა 35 23 12 65.7
6. დენვერი 33 20 13 60.6
7. ნიუ ორლეანი 35 21 14 60.0
8. პორტლენდი 34 18 16 52.9
9. ჰიუსტონი 34 16 18 47.1
10. მემფისი 34 15 19 44.1
11. ფინიქსი 32 14 18 43.8
12. გ. სტეიტი 34 13 21 38.2
13. კლიპერსი 34 10 24 29.4
14. მინესოტა 35 9 26 25.7
15. საკრამენტო 31 7 24 22.6
ქულა
კევინ დურანტი (ოკლ) 27.9
ამარე სტაუდმაიერი (ფინ) 26.4
მონტა ელისი (გ-სტ) 25.4
კობი ბრაიანტი (ლეი) 25.4
დუეინ უეიდი (მაი) 24.6
ლებრონ ჯეიმსი (კლივ) 24.4
დირკ ნოვიცკი (დალ) 24.1
დერიკ როუზი (ჩიკ) 24.0
კარმელო ენტონი (დენ) 23.7
ერიკ გორდონი (კლიპ) 23.3
მოხსნა
კევინ ლავი (მინ) 15.6
დუაიტ ჰოვარდი (ორლ) 13.2
ზაკ რენდოლფი (მემ) 12.5
ბლეიკ გრიფინი (კლიპ) 12.5
მარკუს კემბი (პორ) 11.3
პაუ გასოლი (ლეი) 10.8
ემეკა ოკაფორი (ნ-ორლ) 9.8
ანდერსონ ვარეჟაო (კლი) 9.8
ელ ჰორფორდი (ატლ) 9.7
პასი
რაჟონ რონდო (ბოს) 13.6
სტივ ნეში (ფინ) 10.6
კრის პოლი (ნ-ორლ) 9.7
დერონ უილიამსი (იუტ) 9.3
ჯეისონ კიდი (დალ) 8.8
რეიმონდ ფელტონი (ნ-იორკ) 8.7
დერიკ როუზი (ჩიკ) 8.6
ჯონ უოლი (ვაშ) 8.5
რასელ უესტბრუკი (ოკლ) 7.9
ჩაჭრა
კრის პოლი (ნ-ორლ) 3.0
მონტა ელისი (გ-სტ) 2.3
რასელ უესტბრუკი (ოკლ) 2.1
მაიკ კონლი (მემ) 2.0
რეიმონდ ფელტონი (ნ-იორ) 1.9
ჯეისონ კიდი (დალ) 1.9
კაილ ლოური (ჰიუ) 1.9
რუდი გეი (მემ) 1.8
დაფარება
ენდრიუ ბოგუტი (მილ) 2.8
ჯავალ მაკგი (ვაშ) 2.6
დუაიტ ჰოვარდი (ორლ) 2.4
ამარე სტაუდმაიერი (ფინ) 2.3
სერჟ იბაკა (ოკლ) 2.3
დარკო მილიჩიჩი (მინ) 2.3
პაუ გასოლი (ლეი) 2.0
ჯოშ სმიტი (ატლ) 2.0