ბრაიანტი NBA-ს საუკეთესო სნაიპერების ათეულშია

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მცველი კობი ბრაიანტი NBA-ს ისტორიაში ყველაზე შედეგიანი მოთამაშეების ათეულში მოხვდა. 2011 წლის 5 იანვრის ღამეს "დეტროიტ პისტონზთან" მატჩში ბრაიანტმა 17 ქულა მოაგროვა და კარიერის მანძილზე მოპოვებული ქულებით დომინიკ უილკინსს გაუსწრო. კარიერის მანძილზე ბრაიანტმა საერთო ჯამში 26671 ქულა მოაგროვა.

32 წლის ბრაიანტი NBA-ში 1996 წლიდან გამოდის (ყველა სეზონი "ლეიკერსში" ჩაატარა). ამ დროის განმავლობაში მცველმა 1056 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ თამაშში 25.3 ქულა მოაგროვა. თუ ბრაიანტი თამაშში საშუალოდ 23.5 ქულის მოპოვებას განაგრძობს და რეგულარული ჩემპიონატის დარჩენილ ყველა 47 მატჩს
გამართავს, 2010/11 წლის სეზონის ბოლოს მის ანგარიშზე 27863 ქულა იქნება და NBA-ს ისტორიაში საუკეთესო სნაიპერების სიაში მეექვსე ადგილზე გადავა.

კარიერის მანძილზე მოგროვებული ქულების მიხედვით ლიდერთა სამეულს ქარიმ აბდულ ჯაბარი (38387 ქულა), კარლ მელოუნი (36928 ქულა) და მაიკლ ჯორდანი (32292 ქულა) ადგენენ.

"ლეიკერსმა'' NBA-ს 35 მატჩში 24 გამარჯვება მოიპოვა. ბრაიანტის გუნდი დასავლეთ კონფერენციაში "იუტა ჯაზთან" მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს.


მომზადებულია nba.com-ის მიხედვით




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული