NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კრის ბოშისთვის სეზონი დამთავრდა

AutoSharing Option
ცუდი ინფორმაცია შეიტყვეს "მაიამი ჰიტის" გულშემატკივრებმა - მათ საყვარელ გუნდს სეზონის დასრულება ლიდერის - კრის ბოშის გარეშე მოუწევთ. ამის მიზეზი სერიოზულია - ფორვარდი საავადმყოფოში მოათავსეს ფილტვის არტერიის თრომბოებოლიის დიაგნოზით.

კალათბურთელმა მკერდის არეში ტკივილი ჯერ კიდევ NBA-ს "ყველა ვარსკვლავის მატჩის" დროს იგრძნო და იქიდან მოყოლებული, 30 წლის კალათბურთელის მდგომარეობა არ გამოსწორდა. კლუბის ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ ბოში საავადმყოფოში მივიდა გამოკვლევაზე. სწორედ იქ მიიღეს მისი ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილება.

ფილტვის არტერიის თრომბი იწვევს მოულოდნელ სიკვდილს. თრომბოემბოლიით სიკვდილიანობა ამერიკის შეერთებულ შტატებში 20 პროცენტს შეადგენს.

* * *
რუსმა ფორვარდმა ანდრეი კირილენკომ და "ფილადელფია სიქსერზმა" კონტრაქტი გაწყვიტეს და როგორც ამერიკული პრესა წერს, კალათბურთელი ახლოს არის კარიერის დასრულებასთან.

"კირილენკომ განაცხადა, რომ აღარ სურს თამაში. ამიტომაც მისი გაცვლა სხვა გუნდში შეუძლებელი ჩანს", - დაწერა CSN-ის ჟურნალისტმა ჯონ განსალესმა.

შეგახსენებთ, რომ რუსი ამ სეზონს "ბრუკლინ ნეტსის" შემადგენლობაში იწყებდა, ახალი წლის წინ კი გაცვლით "ფილადელფიაში" მოხვდა. იანვარში კალათბურთელს დისკვალიფიკაცია მისცეს ვარჯიშზე გამოუცხადებლობის გამო.

* * *
შაბათს, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ტრეიდების ბოლო დღე იყო და ის რამდენიმე საინტერესო გარიგებით აღინიშნა. გთავაზობთ განხორციელებული გაცვლების სრულ ჩამონათვალს:

პორტლენდი
მიიღო: აარონ აფლალო, ალონსო გი
გაუშვა: ტომას რობისონი, ვიქტორ კლავერი, უილ ბარტონი, 2016 წლის დრაფტი (I რაუნდი)

დენვერი
მიიღო: ტომას რობისონი, ვიქტორ კლავერი, უილ ბარტონი, 2016 წლის დრაფტი (I რაუნდი)
გაუშვა: აარონ აფლალო, ალონსო გი, ჯავალ მაკგი, 2016 წლის დრაფტი (I რაუნდი)

მინესოტა
მიიღო: კევინ გარნეტი
გაუშვა: ტადუეშ იანგი

ბრუკლინი
მიიღო: ტადუეშ იანგი
გაუშვა: კევინ გარნეტი

ოკლაჰომა
მიიღო: ენეს კარტერი, სტივ ნოვაკი, დი ჯეი ოგასტინი, კაილ სინგლერი, 2019 წლის დრაფტი (II რაუნდი)
გაუშვა: რეჯი ჯექსონი, კენდრიკ პერკინსი, გრანტ ჯერეტი, 2017 წლის დრაფტი (I რაუნდი)

დეტროიტი
მიიღო: რეჯი ჯექსონი, ტაიშონ პრინსი
გაუშვა: დი ჯეი ოგასტინი, კაილ სინგლერი, ლუიჯი დატომე, იონას ჟერებკო, დრაფტზე ორი არჩევანი (II რაუნდი)

იუტა ჯაზი
მიიღო: კენდრიკ პერკინსი, გრანტ ჯერეტი, 2017 წლის დრაფტი (I რაუნდი)
გაუშვა: ენეს კარტერი, სტივ ნოვაკი

ფინიქსი
მიიღო: ბრენდონ ნაითი, მარკუს ტორნტონი, დენი გრეინჯერი, 2016 წლის დრაფტი (I რაუნდი), 2017 წლის დრაფტი (I რაუნდი), 2021 წლის დრაფტი (I რაუნდი)
გაუშვა: გორან დრაგიჩი, აიზია ტომასი, ტაილერ ენისი, მაილს პლამლი, ზორან დრაგიჩი, დრაფტის არჩეევანი (I რაუნდი)

ბოსტონი
მიიღო: აიზია ტომასი, ლუიჯი დატომე, იონას ჟერებკო
გაუშვა: მარკუს ტორნტონი, ტაიშონ პრინსი, 2016 წლის დრაფტი (I რაუნდი)

მილუოკი
მიიღო: მაიკლ კარტერ-უილიამსი, მაილს პლამლი, ტაილერ ენისი
გაუშვა: ბრენდონ ნაითი, კენდალ მარშალი

ფილადელფია
მიიღო: ჯავალ მაკგი, აიზია კანაანი, დრაფტის ორი არჩევანი (I რაუნდი)
გაუშვა: მაიკლ კარტერ-უილიამსი, კეი ჯეი მაკდანიელსი

ჰიუსტონი
მიიღო: კეი ჯეი მაკდანიელსი, პაბლო პრიჯიონი
გაუშვა: ალექსეი შვედი, აიზია კანაანი, დრაფტის სამი არჩევანი (II რაუნდი)

* * *
შარლოტი-ოკლაჰომა 103:110
30:28, 26:31, 27:27, 20:24
შ: უილიამსი (24+12 პასი), ჯეფერსონი (20+12 მოხსნა), კიდ-გილკრისტი (20+3 ჩაჭრა), ზელერი (13+4 დაფარება).
ო: უესტბრუკი (33+10 პასი+7 მოხსნა), იბაკა (16+12 მოხსნა+3 დაფარება), ოგასტინი (12), კანტერი (10+13 მოხსნა), უეიტერსი (10), მაკგერი (9+10 მოხსნა).

მაიამი-ნიუ ორლეანი 91:105
14:25, 28:27, 23:33, 26:20
მ: ჩელმერსი (20), უეიდი (19), დრაგიჩი (12), უაიტსაიდი (11+16 მოხსნა+5 დაფარება).
ნ-ლ: გორდონი (24+6 პასი), აშიქი (15+9 მოხსნა), ევანსი (13+6 პასი+3 ჩაჭრა), კოული (12+6 მოხსნა).

ჩიკაგო-ფინიქსი 112:107
33:28, 19:28, 29:27, 31:24
ჩ: პ. გასოლი (22+14 მოხსნა), ბატლერი (19), როუზი (16+5 პასი), დანლივი (15), ბრუქსი (12+5 პასი), გიბსონი (12), ნოა (3+12 მოხსნა+8 პასი).
ფ: ტაკერი (20+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), მარკუს მორისი (17), ბლედსოუ (13+8 პასი+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), ნაითი (13+5 პასი), გუდვინი (12), გრინი (10).

ჰიუსტონი-ტორონტო 98:76
20:18, 20:18, 28:17, 30:23
ჰ: ბრიუერი (26+10 მოხსნა+5 ჩაჭრა), ჰარდენი (20+7 პასი), მოტეიუნასი (12+11 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჯონსი (11+9 მოხსნა+3 დაფარება).
ტ: ჯ. ჯონსონი (27+4 ჩაჭრა+4 დაფარება), ვალანჩუნასი (11+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), ლაური (11), დეროზანი (10+3 ჩაჭრა).

კლიპერსი-საკრამენტო 126:99
24:29, 42:18, 31:18, 29:34
კ: რივერსი (28+3 ჩაჭრა), რედიკი (24), კროუფორდი (23+6 პასი), ჯორდანი (11+15 მოხსნა), პოლი (10+9 პასი).
ს: კაზინსი (21), გეი (15+6 მოხსნა), კასპი (11+17 მოხსნა), მაკალუმი (10+7 მოხსნა+5 პასი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული