NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ერთადერთი და განუმეორებელი ნოვიცკი

AutoSharing Option
გუშინ ტექსასურ დერბიში "დალასსა" და "სან ანტონიოს" შორის უნიკალური მიღწევის ავტორი გახდა "მავერიქსის" ფორვარდი დირკ ნოვიცკი. 36 წლის გერმანელმა ამ შეხვედრაში კარიერაში 10 ათასი მოხსნა დააგროვა.

ასე რომ, ნოვიცკი გახდა NBA-ს ისტორიაში პირველი მოთამაშე, ვისაც მინიმუმ 25 ათასი ქულა, 10 ათასი მოხსნა, ათასი დაფარება და ათასზე მეტი სამქულიანი აქვს გამოყენებული.

გარდა ამისა, ნოვიცკი ასოციაციის ისტორიაში მეშვიდე მოთამაშეა, ვისაც 27 ათასი ქულა და 10 მოხსნა აქვს დაგროვებული. ადრე ასეთი მიღწევა
დააფიქსირეს: ქარიმ აბდულ-ჯაბარმა, კარლ მელოუნმა, უილტ ჩემბერლენმა, შაკილ ო'ნილმა, მოზეს მულოუნმა და ელვინ ჰეიესმა.

თუმცა მატჩის მთავარი გმირი აღმოჩნდა "მავერიქსის" გამთამაშებელი მონტა ელისი, რომელმაც 38 ქულა დააგროვა და ამით გააქარწყლა ბოლო დროს გავრცელებული ჭორები იმის შესახებ, თითქოს "დალასში" არაკომფორტულად გრძნობს თავს და სხვაგან წასვლა უნდა.

"დალასის" გამარჯვებამ არნახული სიმჭიდროვე შექმნა დასავლეთ კონფერენციაში პლეი ოფის ზონის შუაში: მეოთხედან მეშვიდე ადგილამდე განთავსებულ გუნდებს შორის სხვაობა ორ მოგებას შეადგენს. ასეთ პირობებში ყოველი მატჩი დიდ ფასს იძენს, მათ შორის, განმეორებითი ტექსასური დერბი, რომელიც "სპურსის" მოედანზე შაბათს გაიმართება.

* * *
გუშინდელი სათამაშო დღის კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი ამბავი იყო "გოლდენ სტეიტის" ვადაზე ადრე ჩემპიონობა წყნარი ოკეანის დივიზიონში. ასეთი წარმატება გუნდს ბოლოს 1976 (!) წელს ჰქონდა.

დეტროიტი-ტორონტო 108:104
37:27, 23:21, 25:27, 23:29
დ: ჯექსონი (28+9 პასი), კოლდუელ-პოუპი (26+6 მოხსნა), დრამონდი (21+18 მოხსნა), ტოლივერი (11).
ტ: დეროზანი (22+10 მოხსნა), უილიამსი (19), ჯონსონი (13+8 მოხსნა), პატერსონი (13), ვალანჩუნასი (12+8 მოხსნა+3 დაფარება).

ოკლაჰომა-ლეიკერსი 127:117
37:27, 31:26, 32:35, 27:29
ო: უესტბრუკი (27+11 პასი), კანტერი (25+16 მოხსნა), უეიტერსი (23), ს. ადამსი (16+10 მოხსნა), მოროუ (12), მაკგერი (7+10 მოხსნა).
ლ: კლარკსონი (30+7 პასი+3 დაფარება), ლინი (19+7 პასი), კელი (16), ელინგტონი (15), დევისი (12).

დალასი-სან ანტონიო 101:94
17:29, 26:17, 33:20, 25:28
დ: ელისი (38+5 პასი), ნოვიცკი (15+13 მოხსნა), პარსონსი (15+6 მოხსნა).
ს-ა: ლეონარდი (19+9 მოხსნა+4 ჩაჭრა), გრინი (17).

საკრამენტო-ფილადელფია 107:106
27:31, 36:39, 24:14, 20:22
ს: კაზინსი (33+17 მოხსნა+4 ჩაჭრა+4 დაფარება), გეი (21+8 მოხსნა), მაკალუმი (11+6 მოხსნა).
ფ: კოვინგტონი (21), რობინსონი (16+8 მოხსნა), ნოელი (14+10 მოხსნა+6 დაფარება), ი. სმიტი (13+8 მოხსნა+7 პასი), კენანი (13), ტომპსონი (11).

პორტლენდი-გ. სტეიტი 108:122
30:26, 32:31, 18:36, 28:29
პ: ლილარდი (29+7 მოხსნა+5 პასი), მაკალუმი (23+3 ჩაჭრა), დ. რაიტი (12), ბლეიკი (10+5 პასი), ჯი (10).
გ-ს: კარი (33+10 პასი), იგუოდალა (21), ტომპსონი (16), გრინი (14+11 მოხსნა+8 პასი+3 დაფარება), ჰ. ბარნსი (13), ბოგუტი (10+16 მოხსნა+6 პასი).

გუშინ NBA-ში: სიახლეები
- "ოკლაჰომას" შემადგენლობაში კიდევ ერთი დანაკლისია: მცველი ანდრე რობერსონი დაახლოებით ორი-სამი კვირით გამოვიდა მწყობრიდან მარცხენა ფეხის ტრავმის გამო. კალათბურთელმა დაზიანება "მაიამისთან" ამასწინანდელ მატჩში მიიღო, როცა დუეინ უეიდის წინააღმდეგ იცავდა თავს. შეგახსენებთ, რომ ამჟამად "თანდერის" ლაზარეთში იმყოფებიან კევინ დურანტი, სერჟ იბაკა და ნიკ კოლისონი.

- "მაიამი ჰიტის" ლიდერს, დუეინ უეიდს მიაჩნია, რომ რეგულარული სეზონის MVP-ის ტიტული "ჰიუსტონის" მცველ ჯეიმს ჰარდენს ეკუთვნის. "პირდაპირ გადავცემდი ამ პრიზს ჰარდენს. დღეს "ჰიუსტონი" დუაიტ ჰოვარდის გარეშე თამაშობს, მაგრამ ჯეიმსი მის გარეშეც ართმევს თავს ამოცანას და ტოვებს გუნდს დასავლეთის ლიდერებს შორის", - განაცხადა უეიდმა.

- ამასობაში, "ჰიუსტონმა", შესაძლოა, სეზონის ბოლომდე დაკარგოს ძირითადი გამთამაშებელი პატრიკ ბევერლი. პლეიმეიკერმა "ნიუ ორლეანთან" მატჩში მარცხენა მაჯა დაიზიანა და ახლა ქირურგიული ჩარევა სჭირდება. დღეს ბევერლი განმეორებით სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც გაირკვევა - შეძლებს თუ არა მიმდინარე სეზონში თამაშს.

- "მაიამის" ცენტრმა ჰასან უაიტსაიდმა "მილუოკისთან" მატჩის მეორე მეოთხედში ფარზე ხელი გაიჭრა და იძულებული გახდა, მიეტოვებინა შეხვედრა. ფლორიდელს ტრავმირებულ ხელზე ცხრა ნაკერი დაადეს და ახლა უახლოესი რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუწევს.

- "ატლანტა ჰოქსი" აპირებს, მეორე 10-დღიანი კონტრაქტი გააფორმოს ფორვარდ ოსტინ დეისთან. ჯორჯიულ კლუბში მან ორ მატჩში მოასწრო მონაწილეობის მიღება და საშუალოდ 1.5 ქულა და 1.5 მოხსნა დააგროვა. ეს კალათბურთელი შარშან "სან ანტონიოს" რიგებში თამაშობდა და ამ გუნდთან ერთად ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული