NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "გოლდენ სტეიტი" ჩემპიონია

AutoSharing Option
- "გოლდენ სტეიტ უორიორზის" მთავარი მწვრთნელისთვის, სტივ კერისთვის "დალასთან" გუშინდელი მოგება 63-ე იყო მიმდინარე რეგულარულ ჩემპიონატში. ასე რომ, მან დაამყარა NBA-ს ახალი რეკორდი დებიუტანტი მწვრთნელის რანგში მოგებების რაოდენობით. წინა რეკორდი - 62 მოგება ეკუთვნოდათ პოლ უესტფოლს ("ფინიქსის" მწვრთნელი 1992-93 წლების სეზონში) და ტომ ტიბოდოს ("ჩიკაგო", 2010-11). ამასთან, "უორიორზს" კიდევ ექვსი მატჩი აქვს ჩასატარებელი რეგულარულ ჩემპიონატში.

- გუშინ "გოლდენ სტეიტს" კიდევ ერთი მისალოცი ამბავი ჰქონდა: ამ გუნდმა გაინაღდა მთლიანად რეგულარულ ჩემპიონატში პირველი ადგილი. "უორიორზის" დაწევის თეორიული შანსი "ატლანტას" დარჩა, მაგრამ მათ
შორის ურთიერთშეხვედრათა ბალანსი უკეთესი "გოლდენ სტეიტს" აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სტივ კერის შეგირდებმა გაინაღდეს საკუთარი მოედნის უპირატესობა პლეი ოფის ყველა სტადიაზე, მათ შორის, ფინალურ სერიაში.

უკანასკნელად "გოლდენ სტეიტმა" რეგულარული ჩემპიონატი 1975-76 წლების სეზონში მოიგო.

- "ბოსტონ სელტიქსი" მაქსიმალურად ცდილობს, მოიპოვოს პლეი ოფის საგზური. გუშინ "კელტებმა" დაძაბულ ბრძოლაში მოუგეს "ტორონტოს". ეს ზედიზედ მეხუთე მოგება იყო "სელტიქსისთვის". მიუხედავად იმისა, რომ კანადელები 11 ქულით იყვნენ ჩამორჩენილები, მათ შეძლეს მატჩის ოვერტაიმში გადაყვანა და დამატებითი დროის დასრულებამდე სამი წამით ადრე ერთ ქულასაც იგებდნენ, მაგრამ სმარტმა ბოლო წამზე მოასწრო პარტნიორის აცილებულის დამატება.

- გუშინ "ბრუკლინთან" მოგება 57-ე აღმოჩნდა "ატლანტა ჰოქსისთვის" მიმდინარე სეზონში. ასე რომ, მაიკ ბუდენჰოლცერის შეგირდებმა გაიმეორეს საკლუბო რეკორდი რეგულარულ ჩემპიონატში გამარჯვებების რაოდენობით. ამასთან, გუნდს ჩემპიონატის ბოლომდე კიდევ ექვსი მატჩი რჩება ჩასატარებელი. ადრე "ჰოქსმა" რეგულარულში 57 მოგება ორჯერ - 1986-87 და 1993-94 წლების სეზონებში გაიფორმა.

და ამ ორ სეზონში "ატლანტა" პლეი ოფში მხოლოდ მეორე რაუნდამდე მიდიოდა. "ჰოქსს" ერთადერთი ტიტული 1957-58 წლებში აქვს მოპოვებული, როცა ეს გუნდი ქალაქ სენტ ლუისში თამაშობდა.

შარლოტი-ფილადელფია 92:91
19:16, 30:35, 23:18, 20:22
შ: უოკერი (24+5 მოხსნა), მო უილიამსი (18+5 პასი), მარვ. უილიამსი (11+7 მოხსნა), ბიიომბო (9+9 მოხსნა).
ფ: კოვინგტონი (15+6 მოხსნა), იშ სმიტი (15+9 მოხსნა+5 პასი), ჰ. ტომპსონი (14), გრანდი (10+6 დაფარება).

ატლანტა-ბრუკლინი 131:99
31:22, 35:26, 42:23, 23:28
ა: დ. კეროლი (20+8 მოხსნა+5 პასი), ჰორფორდი (20+3 ჩაჭრა), ტიგი (17+8 პასი), სეფოლოშა (12), ბეიზმორი (11+ 5 პასი), მეკი (10+5 მოხსნა), კორვერი (10).
ბ: ბოგდანოვიჩი (19), ტ. იანგი (14+8 მოხსნა), ჯ. ჯეკი (14+5 პასი), ლოპესი (11+6 მოხსნა), კლარკი (11+7 მოხსნა), უილიამსი (10+5 პასი).

დეტროიტი-მაიამი 99:98
29:24, 21:31, 22:26, 27:17
დ: რ. ჯექსონი (29+11 პასი), კოლდუელ-პოუპი (19+3 ჩაჭრა), ტოლივერი (15), დრამონდი (11+17 მოხსნა).
მ: უეიდი (24), დრაგიჩი (21+7 პასი), უაიტსაიდი (13+12 მოხსნა+6 დაფარება), დენგი (13+8 მოხსნა).

მემფისი-ვაშინგტონი 83:92
18:29, 20:20, 21:22, 24:21
მ: მ. გასოლი (18 +11 პასი), კონლი (14+8 პასი).
ვ: ბ. ბილი (20+5 მოხსნა), უოლი (18+6 მოხსნა+14 პასი), გუდენი (16), ბატლერი (10).

ტორონტო-ბოსტონი 116:117 (ო)
24:15, 23:32,23:34, 34:23, 12:13
ტ: დეროზანი (38), ლ. უილიამსი (27), ჰენსბრო (18+8 მოხსნა) ვალანჩუნასი (12+14 მოხსნა).
ბ: ტომასი (25), ზელერი (20+9 მოხსნა), ოლინიკი (16), სმარტი (15), ტერნერი (18+10 პასი), ბასი (11).

დალასი-გ. სტეიტი 110:123
24:26, 24:33, 28:31, 34:33
დ: ნოვიცკი (18), ელისი (14), ბარეა (14), ჩენდლერი (10+13 მოხსნა), სტაუდმაიერი (10).
გ-ს: ტომპსონი (21), იგუოდალა (18), სპეიტსი (18), ბარნსი (13+10 მოხსნა+4 ჩაჭრა), კარი (11), ბარბოზა (10), ეზილი (10+9 მოხსნა), ბოგუტი (8+11 მოხსნა).

დენვერი-კლიპერსი 92:107
15:29, 24:26, 31:27, 22:25
დ: ჩენდლერი (17+6 მოხსნა), ფოიე (14+5 მოხსნა+5 პასი), გრინი (11), ფარიდი (10+14 მოხსნა), ნურკიჩი (10+6 მოხსნა).
კ: რედიკი (24), პოლი (23+5 მოხსნა+9 პასი), ჯორდანი (14+22 არლქრპთ+3 დაფარება), გრიფინი (13+7 პასი), ბარნსი (10).

პორტლენდი-ნიუ ორლეანი 99:90
22:24, 34:20, 19:28, 24:18
პ: ოლდრიჯი (21+12 მოხსნა), ლილარდი (19), კამანი (16+11 მოხსნა), მაკალუმი (10), ლოპესი (8+12 მოხსნა).
ნ-ო: გორდონი (22), ევანსი (21+7 მოხსნა+9 პასი+3 ჩაჭრა), დევისი (19+9 მოხსნა+3 ჩაჭრა+4 დაფარება), კოული (10).

ფინიქსი-იუტა 87:85
13:18, 34:19, 18:31, 22:17
ფ: გრინი (24), ბლედსოუ (16+5 პასი), რაიტი (14+3 ჩაჭრა+4 დაფარება), მარკიფ მორისი (10+7 მოხსნა), ტაკერი (9+9 მოხსნა).
ი: ჰეივორდი (21+6 მოხსნა), ჰუდი (17+5 მოხსნა), ფეივორსი (14+7 მოხსნა), გობერი (8+15 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული