"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მცველი კობი ბრაიანტი სათავეში ჩაუდგა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყველაზე მდიდარი მოთამაშეების სიას, რომელიც Wealth-X-მა შეადგინა. 36 წლის კალათბურთელის ქონება 290 მილიონ დოლარად არის შეფასებული.
რეიტინგში მეორეა ლებრონ ჯეიმსი "კლივლენდიდან" - 280 მილიონი. შემდეგ მოდიან: კევინ გარნეტი, დუეინ უეიდი, ტიმ დანკანი, პოლ პირსი, ვინს კარტერი, დირკ ნოვიცკი, რეი ალენი, კარმელო ენტონი...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"