კობი 2 წლის წინ დაიღუპა, გავიხსენოთ ლეგენდარული ინტერვიუ

AutoSharing Option
2020 წლის 26 იანვარს ლეგენდარული კობი ბრაიანტი ჯიანასთან ერთად (ქალიშვილთან) ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა. გთავაზობთ ერთ-ერთ ინტერვიუს, სადაც NBA-ს ისტორიის ერთ-ერთმა გამორჩეულმა კალათბურთელმა აქილევსის ტრავმაზე Work Ethic-თან ისაუბრა და ახსნა, თუ რას ნიშნავს ყველასთვის კარგად ნაცნობი "მამბას მენტალიტეტი".

ლეგენდამ ამ თემაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც წამყვანმა ჰკითხა, თუ როგორ შეძლო და დადგა საჯარიმო ხაზზე, ორივე გამოიყენა და ისე დატოვა მოედანი, როდესაც მისმა მეგობარმა მსგავსი ტრავმის შემდეგ ცრემლებიც კი ვერ შეიკავა.


"მე გეტყვით მაგალითს, რადგან ვფიქრობ, ყველაზე მარტივად ასე აგიხსნით: როდესაც იღებთ
კონკრეტულ დაზიანებას, აღარ შეგიძლიათ ითამაშოთ ფეხბურთი, კალათბურთი, ჩოგბურთი თუ სხვა. ექიმი გეუბნებათ, რომ წახვიდეთ სახლში, ჩაჯდეთ სავარძელში და დაიწყოთ რეაბილიტაცია. ამ დროს არ უნდა ადგეთ, ზედმეტად არ უნდა იმოძრაოთ და სხვა მსგავსი ქმედება არ შეგიძლიათ.

თუმცა, მოულოდნელად, სახლში ხანძარი გაჩნდა. თქვენი ბავშვები მეორე სართულზე არიან, მეუღლეც იქვეა. დარწმუნებული ვარ, დაივიწყებთ თქვენს დაზიანებას, გაიქცევით მეორე სართულზე, ხელს მოკიდებთ ბავშვებს, მეუღლესაც წამოიყვანთ და გაიქცევით იქ, სადაც უსაფრთხოდ იქნებით. ამ დროს, დამერწმუნეთ, რომ თქვენ ვერანაირ ტკივილს ვერ იგრძნობთ. იცით, რა არის ამის მიზეზი? თქვენი ოჯახის კარგად ყოფნა ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენი რაიმე კონკრეტული ტრავმა. როდესაც თამაში ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე შენი თავი, დაზიანებაზე აღარ ფიქრობ უკვე. ზუსტად ასე მოხდა მაშინაც", - განაცხადა კობიმ.

მისმა მეგობარმა, მუდმივმა კონკურენტმა და უბრალოდ დიდებულმა ლებრონ ჯეიმსმა, კობის გარდაცვალების შემდეგ "ლეიკერსის" შემადგენლობაში ბეჭედი მოიგო, რის შემდეგაც, ალბათ ყველასთვის მარტივი მისახვედრია, თუ ვის მიუძღვნა ეს გამარჯვება. იყო ემოციები, სიხარული და მონატრება, თუმცა მათ კალათბურთის სიყვარული აერთიანებდათ და ამ სიყვარულში ყველაზე დიდი საჩუქარი გაუკეთა "მეფემ" "მამბას".


ვიდეოები აღებულია Podcastn Out-ის იუთუბარხიდან და Time out-ის ფეისბუქგვერდიდან

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

myquiz

სიახლეები პოპულარული