საინტერესო გამოკითხვა ჩაატარა ავტორიტეტულმა გამოცემა Sports Illustrated-მა. ხმის მიცემაში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 157-მა მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა. მათ ერთი კითხვა დაუსვეს: "ვინ გახდება 2010/11 წლების სეზონში NBA-ის ჩემპიონი?" გამოკითხულთა 69 პროცენტმა უპირატესობა მოქმედ ჩემპიონ "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" მიანიჭა.
მეორე ადგილზეა შარშანდელი ფინალისტი "ბოსტონ სელტიქსი", რომელმაც 22 პროცენტი შეაგროვა. დანარჩენმა გუნდებმა ხუთი პროცენტიც ვერ მიიღეს: "მაიამი ჰიტი" - 3 პროცენტი, "ორლანდო მეჯიქი" - ორი და "სან ანტონიო სპურსი" - ერთი.
* * *
ამერიკელმა საკალათბურთო მიმომხილველმა სტივენ სმიტმა საინტერესო მოსაზრება გამოთქვა პლეი ოფში
"ბოსტონმა" "მაიამის" ათლეტიზმს თავისი "მაღლების" უხეში ძალა უნდა დაუპირისპიროს. ამიტომაც დადებით როლს ითამაშებს "სელტიქსის" რიგებში უოლასის დაბრუნება. მან გამიმხილა, რომ კიდევ ერთხელ ისურვებდა NBA-ის ფინალში "ლეიკერსთან" შეხვედრას", - ამბობს სმიტი.
.