დამატებითი დრო "ვაშინგტონის" ზედიზედ შვიდი ქულით დაიწყო, რის შემდეგაც "ტორონტომ" მეორედ მატჩის ბედის შემოტრიალება ვერ მოახერხა.
აღვნიშნოთ ორივე გუნდის ტყორცნების დაბალი რეალიზაცია. ვერც "ტორონტომ" და ვერც "ვაშინგტონმა" 40 პროცენტს ვერ მიაღწიეს. განსაკუთრებით "მოინდომეს" გუნდების ლიდერებმა:
ტორონტო-ვაშინგტონი 86:93 (ო)
23:19, 19:27, 14:19, 26:17, 4:11
ტ: ა. ჯონსონი (18+8 მოხსნა), დეროზანი (15+11 მოხსნა), ვასკესი (10), პატერსონი (10), უილიამსი (10).
ვ: პირსი (20), ბილი (16+9 მოხსნა), ნენე (12), უოლი (10+8 პასი+6 მოხსნა), სერაფინი (10), გუდენი (6+10 მოხსნა).
სერია: 0-1
* * *
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფი კინაღამ სენსაციით დაიწყო. რეგულარულის საუკეთესო გუნდმა "გოლდენ სტეიტმა" თითქმის მთლიანად გაფლანგმა უდიდესი უპირატესობა "ნიუ ორლეანთან", რომელმაც ბოლო მომენტში მოიპოვა მერვე ვაკანტური საგზური.
მატჩის წინ ყველაფერი "მეომრების" სასარგებლოდ ლაპარაკობდა: უკვე ნახსენები მოგება რეგულარულში, ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ლიდერები, სადებიუტო სეზონში გამარჯვებების რაოდენობით რეკორდსმენი მწვრთნელი, რეგულარულის 41 საშინაო მატჩში მხოლოდ ორი წაგება...
ეს უპირატესობები გაამყარა პირველი მეოთხედის 15 ქულით მოგებამ, დიდი შესვენებისთვის დაფიქსირებულმა 18-ქულიანმა სხვაობამ და მესამე მეოთხედის მსვლელობისას 25 ქულით დაწინაურებამ. ინტრიგა თითქოს აღარ არსებობდა, მაგრამ სტუმრებმა საეჭვო, მაგრამ მეტად ეფექტური ტაქტიკით დაიწყეს სხვაობის შემცირება - პერსონალურებს იღებდნენ ედრიუ ბოგუტზე და ანდრე იგუოდალაზე, რომლებიც საშინლად ისროდნენ საჯარიმოებს. თან ბრწყინავდა მოედანზე პლეი ოფის დებიუტანტი ენტონი დევისი, რომელმაც 35 ქულა დააგროვა.
მასპინძელთა რიგებში საჯარიმოების აცილების მხრივ სხვებიც სცოდავნენ და მატჩის ბოლო სამ წუთში 14-დან 7 თავისუფალი ტყორცნა გაფუჭეს. სხვაობა 5 ქულამდე შემცირდა, მაგრამ სათამაშო მხოლოდ 20 წამი რჩებოდა და "ნიუ ორლეანს" დრო არ ეყო სენსაციური ქამბექის სასურველი შედეგით დასასრულებლად. მიუხედავად ამისა, ენტონი დევისმა დაამტკიცა, რომ იოლად არაფრის დათმობას არ აპირებს ფავორიტისთვის.
გ. სტეიტი-ნიუ ორლეანი 106:99
28:13, 31:28, 25:25, 22:33
გ-ს: კარი (34), ტომპსონი (21), გრინი (15+12 მოხსნა), ბოგუტი (12+14 მოხსნა), ბარნსი (12).
ნ-ო: დევისი (35+7 მოხსნა), პონდექსტერი (20+9 მოხსნა+6 პასი), გორდონი (16).
სერია: 1-0
* * *
"ჰიუსტონის" ლიდერი ჯეიმს ჰარდენი მხოლოდ 24 ქულით შემოიფარგლა "დალასის" წინააღმდეგ, სამაგიეროდ, 11 შედეგიანი პასი შეასრულა და შესაბამისად, მასპინძლების ერთშაბად შვიდმა (!) კალათბურთელმა მოახერხა მინიმუმ 10 ქულის დაგროვება. ასე რომ, თუ "მავერიქსი" ახერხებდა ჰარდენის შეჩერებას, მაშინვე საფრთხე რომელიმე სხვა კალათბურთელიდან მოდიოდა.
"დალასისთვის" ერთადერთი ნათელი წერტილი აღმოჩნდა მეორე მეოთხედი. სტუმრებმა ისარგებლეს იმით, რომ ამ 12-წუთეულში ზედმეტი პერსონალურების გამო მხოლოდ ორი წუთი ითამაშა დუაიტ ჰოვარდმა, თან რაჟონ რონდოს წაუვიდა თამაში და სწორედ ის გახდა 21:7 გაქცევის მთავარი ინიციატორი. "მავერქსის" გამთამაშებელმა მეოთხედში 11 ქულა და სამი შედეგიანი პასი მიითვალა და "დალასმა" წინ გასვლა შეძლო.
მაგრამ მესამე მეოთხედში სტუმრებს ისევ გაექცათ მეტოქე 15 ქულით. "დალასი" აგვიანებდა დაცვაში მოქმედებას (განსაკუთრებით დირკ ნოვიცკი, რომლის ფიზიკური ფორმა აშკარად მოიკოჭლებს უფრო ახალგაზრდა ჰიუსტონელების წინააღმდეგ). გადამწყვეტი როლი მეოთხე მეოთხედში კორი ბრიუერმა ითამაშა. როგორც კი სტუმრებმა ექვს ქულამდე შეამცირეს სხვაობა, მცველმა ზედიზედ ორი სამქულიანი ჩააგდო, სულ კი მეოთხედში 13 ქულა დააგროვა.
ჰიუსტონი-დალასი 118:108
32:19, 27:36, 25:22, 34:31
ჰ: ჰარდენი (24+11 პასი), ჯონსი (19+9 მოხსნა), ტერი (16), ბრიუერი (15), არიზა (12+11 არლქრპრვ), ჰოვარდი (11), სმიტი (11).
დ: ნოვიცკი (24+8 მოხსნა), ელისი (16), რონდო (15), ბარეა (12), ჩენდლერი (11+18 მოხსნა), პარსონსი (10), სტაუდმაიერი (10).
სერია: 1-0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"