მესამე მეოთხედში კი კვლავ ვიხილეთ მასპინძლების მძლავრი სპურტი - 15:2, რომლის დროსაც ცხრიდან ცხრა საჯარიმო ტყორცნა გამოიყენეს. "კელტებმა" ამას ექვსი ცდიდან ერთი ზუსტი სროლითა და შეცდომით უპასუხეს.
მაგრამ "ბოსტონმა" არ დაყარა იარაღი და ბოლო მეოთხედში აიზია ტომასის დახმარებით (11 ქულა დროის ამ
მეოთხე მეოთხედში ლებრონ ჯეიმსმა 15 ქულა დააგროვა, კაირი ირვინგმა - ცხრა. მატჩის შემდეგ ორივემ აღიარა, რომ მომდევნო მატჩებში "კლივლენდი" უფრო ყურადღებით უნდა იყოს - გუშინდელ მატჩში დაშვებული 18 შეცდომა ძალიან ბევრია ასეთი პრეტენზიების მქონე გუნდისთვის.
კლივლენდი-ბოსტონი 99:91
25:26, 26:24, 24:18, 24:23
კ: ჯეიმსი (30+9 მოხსნა+7 პასი), ირვინგი (26+6 პასი+5 მოხსნა), მოზგოვი (16+7 მოხსნა+5 დაფარება), ლავი (13+6 მოხსნა), ტომპსონი (0+11 მოხსნა).
ბ: ტომასი (22+7 პასი), სალინჯერი (14+5 მოხსნა), ზელერი (11+6 მოხსნა), სმარტი (10), კრაუდერი (10+5 მოხსნა), ტერნერი (9+12 მოხსნა).
სერია: 2-0.
* * *
"ვაშინგტონი" პირველი რაუნდის ერთადერთი გუნდია, რომელმაც სტუმრად თამაშის მოგება შეძლო, თანაც უკვე ორჯერ. პირველი მატჩისგან განსხვავებით, როცა ორივე გუნდი ბევრს აცილებდა, გუშინდელი შეხვედრა შედეგიანი გამოვიდა.
პირველ მეოთხედში "ტორონტომ" ათქულიანი უპირატესობა მოიპოვა, რომელიც აორთქლდა მას შემდეგ, რაც კაილ ლაურის სათადარიგოთა სკამზე დაჯდომა მოუწია. სანამ კანადელთა ლიდერი ზედმეტი პერსონალურების გამო ისვენებდა, დედაქალაქელებმა 31:14 გაქცევა მოაწყვეს, რომლის მეშეობითაც არა მხოლოდ გაათანაბრეს ანგარიში, არამედ 11 ქულით გავიდნენ წინ. ამ წარმატებული სპურტის გმირი ბრედლი ბილი გახდა, რომელმაც 16 ქულა (რეალიზაცია - 7/9) დააგროვა.
მესამე მეოთხედში სტუმრები ზრდიდნენ უპირატესობას და ამჯერად, პირველ პლანზე ჯონ უოლი გამოვიდა. მან შეუცვლელად ითამაშა ეს მეოთხედი და 10 ქულითა და 6 შედეგიანი პასით გამოიჩინა თავი.
ბოლო მეოთხედის სტარტისთვის სტუმრების უპირატესობამ 23 ქულას მიაღწია, რის შემდეგაც "ტორონტო" ათ ქულაზე ახლოს ვეღარ მივიდა მეტოქესთან.
ტორონტო-ვაშინგტონი 106:117
31:26, 18:34, 26:37, 31:20
ტ: დეროზანი (20+7 პასი), უილიამსი (20+3 ჩაჭრა), ვალანჩუნასი (15+10 მოხსნა), პატერსონი (15), ა. ჯონსონი (10+5 მოხსნა).
ვ: ბილი (28+5 მოხსნა), უოლი (26+17 პასი), გორტატი (16+8 მოხსნა+3 დაფარება), პორტერი (15+9 მოხსნა), პირსი (10).
სერია: 0-2
* * *
"დალასის" ლეგენდა დირკ ნოვიცკი ძალიან ცუდ ფორმაში შეხვდა პლეი ოფის მატჩებს. გუშინ მას ბევრი არაფერი გამოსდიოდა: თამაშიდან 14-ჯერ ისროლა და მხოლოდ სამი ბურთი მოათავსა კალათში და საშინლად მოქმედებდა დაცვაში, რადგან "ჰიუსტონის" ყველა მაღალ ოპონენტთან წააგო ორთაბრძოლები. გადამწყვეტი გაქცევა, რომელიც "როკეტსმა" მეოთხე მეოთხედში შეასრულა, დიდწილად გერმანელის ბრალი იყო, რადგან ელემენტარულად ვერ ასწრებდა ტემპის აყოლას.
ასევე ჩააგდო შეხვედრა "მავერიქსის" რიგებში გამთამაშებელმა რაჟონ რონდომ. მან მხოლოდ 10 წუთი ითამაშა, ისიც პირველ ტაიმში. თავდაპირველად, კარლაილმა რონდოს სათამაშო დრო დაცვაში ცუდი თამაშის გამო შეზღუდა, მესამე მეოთხედში კი მცველმა 34 წამში ორი პერსონალური აიღო და დარჩენილი დრო სათადარიგოთა სკამზე გაატარა.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ბოლო მეოთხედში "დალასმა" ერთხელ წინ გასვლა მოახერხა, მაგრამ ძალიან ცოტა ხნით. ორ წუთში "რაკეტებმა" 11:0 გაქცევა შეასრულეს, რომლის მთავარი მოქმედი პირები დუაიტ ჰოვარდი და ჯოშ სმიტი იყვნენ. ამ უკანასკნელის სამი შედეგიანი პასით "სუპერმენმა" სამჯერ ჩატენა ბურთი კალათში. სირენამდე ორი წუთით ადრე, ჯეიმს ჰარდენმა სხვაობა 15 ქულამდე გაზარდა, რის შემდეგაც კარლაილმა მოედნიდან გაიყვანა ელისი, ჩენდლერი და ნოვიცკი.
ჰიუსტონი-დალასი 111:99
23:24, 30:27, 28:29, 30:19
ჰ: ჰოვარდი (28+12 მოხსნა), ჰარდენი (24+6 პასი+5 მოხსნა), სმიტი (15+9 პასი+8 მოხსნა), ბრიუერი (15).
დ: ელისი (24+5 მოხსნა), ბარეა (13+6 მოხსნა), ჩენდლერი (11+8 მოხსნა), ნოვიცკი (10+13 მოხსნა).
სერია: 2-0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"