კალათბურთი. NBA. პლეი ოფი: ლავის გარეშე

AutoSharing Option
- "კლივლენდ კავალიერზის" ფორვარდი კევინ ლავი ვერ დაეხმარება თავის გუნდს აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალურ სერიაში.

შეგახსენებთ, რომ კალათბურთელმა "ბოსტონთან" სერიის მეოთხე მატჩში "კელტების" ფორვარდ კელი ოლინიკთან ბრძოლაში მხრის ტრავმა მიიღო. სხვათა შორის, ამ ინციდენტის გამო ოლინიკი ლიგამ ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

მიმდინარე სეზონში ლავი საშუალოდ მატჩში 16.4 ქულასა და 9.7 მოხსნას აგროვებდა. "კლივლენდი" შემდეგ რაუნდში "ჩიკაგოსა" და "მილუოკის" სერიაში გამარჯვებულს შეხვდება.

- ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობამ ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა "კლივლენდის" მცველი ჯეი არ სმიტი. ამის მიზეზი გახდა "ბოსტონთან" სერიის მესამე მატჩში არასპორტული
საქციელი. კერძოდ, სმიტმა "სელტიქსის" ფორვარდ ჯეი კრაუდერს სახეში ჩაარტყა ხელი.

- "ბრუკლინის" გამთამაშებელმა დერონ უილიამსმა "ატლანტასთან" გუშინდელ მატჩში პლეი ოფში შედეგიანობის პირადი რეკორდი გაიმეორა. მის ანგარიშზე 35 ქულა მოდის. მცველმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმაში, რომ მისმა გუნდმა გაათანაბრა სერიაში ანგარიში.

- "მემფისის" გამთამაშებელმა მაიკ კონლიმ, რომელმაც სახის ძვალი გაიტეხა "პორტლენდის" წინააღმდეგ მატჩში, გუშინ ოპერაცია გადაიტანა. "გრიზლისის" ერთ-ერთი ლიდერის აღდგენის ზუსტი ვადების შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი, მაგრამ კლუბის წარმომადგენლების თქმით, კონლი მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ შეძლებს მოედანზე გასვლას.

- NBA-ს მოთამაშეთა პროფკავშირმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ თავისი არსებობის ისტორიაში პირველად ჩაატარებს კალათბურთელებისა და მწვრთნელებისთვის ინდივიდუალური პრიზების გადაცემის ცერემონიას. ჯილდოების მფლობელებს თავად კალათბურთელები გამოავლენენ ანონიმური ხმის მიცემით.

სულ პროფკავშირმა 10 ინდივიდუალური პრიზი დააწესა შემდეგ ნომინაციებში:
1. უძვირფასესი მოთამაშე;
2. საუკეთესო ახალბედა;
3. წლის ადამიანი;
4. დაცვის სტილის საუკეთესო მოთამაშე;
5. მოთამაშე, რომელმაც გავლენა იქონია საკალათბურთო კულტურაზე მთელ მსოფლიოში;
6. ყველაზე რთულად ასაყვანი მოთამაშე;
7. გადამწყვეტი წუთების გმირი;
8. მწვრთნელი, რომლის გუნდში თამაშს ისურვებდით;
9. ტრიბუნების საუკეთესო მხარდაჭერა;
10. მოთამაშე, რომელსაც თქვენს გუნდში ისურვებდით.

დაჯილდოების ცერემონია 2015 წლის ივლისში, ლას ვეგასში გაიმართება.

აღმოსავლეთი
ბრუკლინი-ატლანტა 120:115 (ო)
25:24, 20:27, 29:31, 30:22, 16:11
ბ: უილიამსი (35+5 მოხსნა+7 პასი+3 ჩაჭრა), ლოპესი (26+10 მოხსნა+4 დაფარება), ჯონსონი (17+6 მოხსნა+5 პასი), ბოგდანოვიჩი (15+6 მოხსნა), ანდერსონი (11), იანგი (10+7 მოხსნა).
ა: კეროლი (20+9 მოხსნა+5 პასი), ტიგი (20+11 პასი), ჰორფორდი (17+7 მოხსნა), მილსეპი (16+12 მოხსნა+3 ჩაჭრა+3 დაფარება), კორვერი (16+11 მოხსნა), შრიოდერი (10).
სერია: 2-2

დასავლეთი
პორტლენდი-მემფისი 99:92
27:22, 28:26, 13:27, 31:17
პ: ლილარდი (32+7 პასი), ოლდრიჯი (18+12 მოხსნა), მაკალუმი (18+5 მოხსნა), ლეონარდი (13+13 მოხსნა), ბატუმი (12+13 მოხსნა).
მ: მ. გასოლი (21+7 მოხსნა+6 პასი), ლი (19), უდრიხი (13), რენდოლფი (12+9 მოხსნა), კალატესი (12+3 ჩაჭრა).
სერია: 1-3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული